ეკონომიკური პროექტები პოლიტიკურ დარეგულირებას დაეხმარება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აფხაზეთი მათში ჩართული იქნება არა მხოლოდ ტერიტორიულად, არამედ როგორც თანასწორი პოლიტიკური და ეკონომიკური სუბიექტი
მუჰაჯირების შთამომავლებს გამოკვეთილი პოლიტიკური ძალა არ გააჩნიათ. ისინი უფრო მეტად ეკონომიკურ საქმიანობაში არიან ჩართული. ჩვენ ეს ჯგუფი არ უნდა წარმოვიდგინოთ, როგორც ასადის მხარდამჭერი ან მის წინააღმდეგ მებრძოლი ჯგუფი.
ვანო აბრამაშვილი: მე ვფიქრობ, რომ აფხაზებთან არსებული ოკუპაციის პირობებშიც კი შეგვიძლია საუბარი. უბრალოდ ამას პოლიტიკური ნება და სწორი ფორმატები ჭირდება.
2025 წელი აფხაზეთისთვის მოვლენებით დატვირთული გამოდგა. ის ასევე საინტერესო იყო ქართულ-აფხაზური კონტექსტისა და რეგიონალურ კონფლიქტებთან დაკავშირებული გეოპოლიტიკური ცვლილებების კუთხით. ჩვენ გთავაზობთ ინტერვიუს პაატა ზაქარეიშვილთან, სადაც კონფლიქტოლოგი გასული წლის ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხებს აჯამებს.
დეკემბრის პირველ ნახევარში ცნობილი გახდა, რომ გალში, ენგურის ხიდთან სავაჭრო ტერმინალის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება და ის ფუნქციონირებისთვის პრაქტიკულად მზად არის.