სირიის თემაზე აფხაზური სოც ქსელების მიმოხილვა. ხედვა აფხაზეთიდან

FacebookXMessengerTelegramGmailCopy LinkPrintFriendly

სირია და აფხაზეთი

სირიის მიერ აფხაზეთის აღიარების საკითხი კვლავ პოლიტიკური განხილვის საგანი გახდა. “პარტია “კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერ ნიკა გვარამიას განცხადებით მათ ურსულა ფონ დერ ლაიენს გაიგზავნეს წერილი, რომელშიც თხოვდნენ, რომ სირიასთან ნებისმიერი ურთიერთობისას ერთ-ერთ საკითხად მაინც იყოს აფხაზეთის აღიარების უკან წაღება სირიის სახელმწიფოს მიერ განხილული. კოალიციაში მიღებული ოფიციალური წერილით ევროკომისიის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ სირიასთან ევროკავშირის დახმარებებების თაობაზე მოლაპარაკებებში აფხაზეთის აღიარების უკან გაწვევის საკითხი აუცილებლად იქნება ჩართული.

კოალიციის მიერ მიღებულ ოფიციალურ წერილში ევროკომისიის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ აფხაზეთის აღიარების უკან გაწვევის საკითხი აუცილებლად იქნება ჩართული სირიასთან მოლაპარაკებებში, რომლებიც ევროკავშირის მხრიდან დახმარების აღმოჩენის საკითხებს ეხება.

ქართული კოალიციის მიმართვასა და მასზე ფონ დერ ლაიენის პასუხს აფხაზურ მედიაში ყურადღება არ დაუთმიათ. ეს იმის ფონზეც კი ხდება, რომ საგარეო პოლიტიკაში სირიის მიმართულება მნიშვნელოვნად განიხილება, თუ გავითვალისწინებთ აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაციის ახლახან განხორციელებულ ვიზიტს დამასკოში, მინისტრის ხელმძღვანელობით.

სოციალურ ქსელებში გამოხატული რეაქციები, მათი შინაარსისა და ტონალობის გათვალისწინებით, პირობითად რამდენიმე ჯგუფად შეიძლება დაიყოს.

აფხაზური აუდიტორიის უდიდესი ნაწილი გულგრილობას გამოხატავს აღიარების შესაძლო უკან გაწვევის მიმართ („არაფერი შეიცვლება“). მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ ცალკეული ქვეყნების მიერ აღიარების უკან გაწვევას (მაგალითად მოჰყავთ ნაურუს მიერ აფხაზეთის აღიარებაზე უკვე თქმული უარი) ყოველდღიურ ცხოვრებაზე გავლენა არ მოუხდენია: „როგორც ვცხოვრობდით, ისე ვცხოვრობთ“, „მათი აღიარებით არანაირი ხეირი არ გვქონია“. მათ წარმოდგენაში აფხაზეთის გადარჩენა საერთაშორისო აღიარების პროცესის განვითარებაზე კი არ არის დამოკიდებული, არამედ რუსეთის მხარდაჭერით განისაზღვრება.

მეორე კატეგორია შესამჩნევად დიდ შეშფოთებას გამოხატავს: ევროპული რეაქცია აღიქმება კავკასიის დესტაბილიზაციის მცდელობად („ვერანაირად ვერ დაწყნარდნენ, ისე სურთ კავკასიაში ომის გაჩაღება…“).

კომენტატორების მესამე კატეგორია მკვეთრი გამოთქმებით აკრიტიკებს ქართულ მხარეს და ევროკავშირისადმი მიმართვას მოუგვარებელი აფხაზურ-ქართული კონფლიქტის პრიზმაში განიხილავს: ინიციატივა აღწერილია, როგორც წაგებული მხარის რეაქცია, რომელსაც ომის შედეგზე ზემოქმედება დიპლომატიური ზეწოლის გარდა სხვაგვარად არ ძალუძს („ვინც ცხენი ვერ დაიმორჩილა, აღვირს ცემდაო“ — აფხაზური ანდაზა).

მეოთხე, ყველაზე მცირერიცხოვანი კატეგორია ინარჩუნებს პოზიტიურ პროგნოზს სირიის პოზიციასთან დაკავშირებით: „სირიამაც რომ გაიწვიოს თავისი აღიარება, რა გაეწყობა, უსიამოვნო იქნება, მაგრამ არა სასიკვდილო! თუმცა ყველა მაჩვენებლით, სირია ამას არ გააკეთებს“.

აფხაზურ ინტერნეტ-რესურსებს შორის ეს სიახლე გამოქვეყნდა მხოლოდ Facebook-ის ჯგუფში «Крылья Нации» [„ერის ფრთები“- პროექტს სპეციფიკური პანკავკასიური და პრომუსლიმური ფოკუსი აქვს] და რამდენიმე კომენტარი მოაგროვა. აფხაზური აუდიტორიის კომენტარები ასევე გვხვდება საინფორმაციო-ანალიტიკური გამოცემა JAMnews-ის Instagram-ისა და Facebook-ის ანგარიშებზე. კომენტატორები – უმეტესწილად სოციალური ქსელების რიგითი მომხმარებლები არიან.

პუბლიკაციებში გამოყენებული ტოპონიმები და ტერმინოლოგია, აგრეთვე მათში გამოთქმული მოსაზრებები და შეხედულებები, ყოველთვის არ ასახავს გამომცემლის შეხედულებებსა და პოზიციას.

მსგავსი სტატიები

მუჰაჯირების შთამომავლებს გამოკვეთილი პოლიტიკური ძალა არ გააჩნიათ. ისინი უფრო მეტად ეკონომიკურ საქმიანობაში არიან ჩართული. ჩვენ ეს ჯგუფი არ უნდა წარმოვიდგინოთ, როგორც ასადის მხარდამჭერი ან მის წინააღმდეგ მებრძოლი ჯგუფი.
აფხაზეთის მშვიდობიანი ან ძალისმიერი დაბრუნება საქართველოს შემადგენლობაში — ეს აფხაზური საზოგადოებისთვის მიუღებელი პარადიგმაა.
ნაურუს მიერ აფხაზეთის აღიარების უკან გაწვევა უკრაინის ომის დაწყების შედეგად გლობალურ წესრიგში მომხდარი ფუნდამენტური ცვლილების გამოვლინებაა.