ეკონომიკური პროექტები პოლიტიკურ დარეგულირებას დაეხმარება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აფხაზეთი მათში ჩართული იქნება არა მხოლოდ ტერიტორიულად, არამედ როგორც თანასწორი პოლიტიკური და ეკონომიკური სუბიექტი
ნიკა გვარამია: თუკი გვინდა ჩვენი იურისდიქცია აფხაზეთზე კვლავ ვრცელდებოდეს - რაღაცეების დათმობა მოგვიწევს. ოღონდ ევროკავშირის წევრობა და სახელმწიფო სახელად საქართველო, მისი კონსტიტუციური დაფარვით აფხაზეთზე.
გალის რაიონში ახალი საავტომობილო ტერმინალის მშენებლობა თითქმის დასრულებულია. ის, სავარაუდოდ, საქართველოდან რუსეთში, აფხაზეთის გავლით, ტრანზიტული ტვირთების გადაზიდვას უზრუნველყოფს. გაურკვეველია, თუ როგორ მოხდბეა ამ ტვირთის გადატანა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ფონზე, ან მიღწეულია თუ არა რაიმე შეთანხმება სოხუმსა და თბილისს შორის.
დეკემბრის პირველ ნახევარში ცნობილი გახდა, რომ გალში, ენგურის ხიდთან სავაჭრო ტერმინალის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება და ის ფუნქციონირებისთვის პრაქტიკულად მზად არის.
კრემლი კვლავ ააქტიურებს ინიციატივას, რომელიც დიდ რუსულ კაპიტალს აფხაზეთში საგადასახადო შეღავათებსა და განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს. თავის მხრივ, აფხაზური ოპოზიცია ამას სოხუმის შიდა საქმეებში ჩარევად აღიქვამს.