ასლან ბჟანია დასავლეთს საყვედურობს
აფხაზეთის პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას ბოლო გამოსვლას პარლამენტში, რომლის დროსაც მან “კოლექტიური დასავლეთი” გააკრიტიკა, ბევრმა დამკვირვებელმა “მოვალეობის მოხდა” უწოდა და ნაწილობრივ მართლები არიან.
ასლან ბჟანიას სასწრაფოდ სჭირდება მისთვის სამი ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება:
ასლან ბჟანია ამ პროექტების განხორციელებას თითქმის 2020 წლიდან, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ცდილობს. თუმცა, ყოველ ჯერზე ის აწყდება საპარლამენტო გაუგებრობის „კედელს“ – დეპუტატებს არ სურთ პრეზიდენტის ინიციატივებს მხარი დაუჭირონ.
ასე რომ, ასლან ბჟანია კიდევ ერთხელ მივიდა პარლამენტში იმ მიზნით, რომ დაეყოლიებინა დეპუტატები, რათა მის მიერ ლობირებულ პროექტებს ხმა მისცენ. მაგრამ ამჯერად, ჩვეულ არგუმენტებს, რომ “ჩვენ ბევრი პრობლემა გვაქვს და მოსკოვის მხარდაჭერის გარეშე საკუთარი რესურსების ხარჯზე ვერ მოვაგვარებთ მათ“, ბჟანიამ უკვე “გლობალური პრობლემებიც” დაამატა, რაც უჩვეულო იყო.
„აფხაზეთი დღევანდელი გლობალური დაპირისპირების ერთ-ერთი მტკივნეული წერტილია. დასავლეთი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ჩვენ არ ვიარსებოთ. მათ არ უნდათ დაინახონ ჩვენი უფლება ვიყოთ დამოუკიდებლები, არ უნდათ დაინახონ ჩვენი პასპორტები, არ უნდათ დაინახონ აფხაზეთი, როგორც მსოფლიოს ნაწილი. მათ უნდათ ჩვენთან საუბარი შუამავლების მეშვეობით თბილისში, უნდათ, რომ ჩვენი დედაქალაქი იყოს არა სოხუმში, არამედ თბილისში და აქტიურად მუშაობენ იმისთვის, რომ ეს ასე მოხდეს.
ეს მათ სჭირდებათ იმისთვის, რომ მსოფლიოს დაანახონ რუსეთის ფედერაციის მიერ ჩვენი სუვერენიტეტის აღიარების უმნიშვნელოობა, ასევე დაანახონ საქართველოს და რეგიონის სხვა ქვეყნებს, რომ პრობლემების გადაჭრის გასაღები მათ ჯიბეშია. ყველაფერს აკეთებენ, რომ აფხაზეთის არ განვითარდეს“, – განაცხადა ბჟანიამ დეპუტატებთან შეხვედრაზე.
არასდროს, არც ერთი პრეზიდენტის დროს, თუნდაც სოხუმისთვის ყველაზე რთულ პერიოდში, გეოპოლიტიკა ასე ხაზგასმით არ ყოფილა გამოყენებული შიდა პრობლემების გადასაჭრელად. მაგრამ ახლა, როგორც ჩანს, ეს მომენტი დადგა. როგორც ჩანს, ეს ასლან ბჟანიას ბოლო კოზირია. და ეს ძალიან საეჭვო კოზირია, იმიტომ რომ ზედმეტად გაზვიადებულია.
უფრო მეტიც: თუ, მაგალითად, უფრო ყურადღებით მოუსმენთ ფრაზას “დასავლეთი, რომელსაც წარმოადგენს შეერთებული შტატები და ევროპის ქვეყნები, ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ჩვენ არ ვიარსებოდეთ”, მაშინ აუცილებლად წარმოიქმნება საპირისპირო ეფექტის მქონე სხვა ასოციაციური სერია.
თუ ვაშინგტონი და ბრიუსელი 30 წლის განმავლობაში აკეთებენ ყველაფერს აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის დასამარხად და მაინც ვერ მიაღწიეს წარმატებას, მაშინ ეს ორიდან ერთს ნიშნავს: