რუსეთი კიდევ ერთხელ აყენებს აფხაზეთის ტერიტორიაზე სარკინიგზო მიმოსვლის საკითხს. მოსკოვთან აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკების ფაქტს თბილისი უარყოფს. თავის მხრივ, აფხაზეთის ხელისუფლება ჯერჯერობით გულგრილი დამკვირვებლის პოზიციას ირჩევს. ამ თემაზე გაზეთ „ჩეგემსკაია პრავდას“ რედაქტორი ინალ ხაშიგი პოლიტოლოგ ასტამურ ტანიას ესაუბრა.