აფხაზური ენა სა სამოქალაქო ერი
გაზეთ „ჩეგემსკაია პრავდას“ რედაქტორი ინალ ხაშიგი და პოლიტოლოგი ასტამურ ტანია აფხაზურ ენის გამოწვევებს, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ირგვლივ არსებული ისტორიული ნარატივების ცვლილებას, ასევე აფხაზეთის მდგრადი მომავლისთვის ინკლუზიური სამოქალაქო ერის მშენებლობის აუცილებლობას განიხილავენ.
მთავარი თეზისები და არგუმენტები:
ინალ ხაშიგი: გამარჯობა, ეთერშია „ჩიგემსკაია პრავდა“. ჩვენ დღეს ისევ იმ თემებზე ვილაპარაკებთ, რომლებიც ჩვენს აფხაზურ საზოგადოებას აღელვებს . ეს არის გაჭიანურებული დისკუსია აფხაზური ენის შესახებ, ამ ენის ცოდნის სტანდარტების, პარლამენტის დეპუტატების მიერ სახელმწიფო ენის ფლობის შესახებ.
საპარლამენტო მოსმენებზე საპარლამენტო კომიტეტმა დაიწუნა, ანუ რეკომენდაცია არ გაუწია საკონსტიტუციო ცვლილებების იმ პროექტს, რომელსაც პრეზიდენტი გვთავაზობდა. მაგრამ, როგორც გავაგე, მიუხედავად ამისა, ეს იურიდიულად არ ნიშნავს, რომ საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა. ის, პროფილური კომიტეტის ამ რეკომენდაციის გარეშეც შეიძლება შეტანილ იქნას პარლამენტის სესიის დღის წესრიგში.
გაჭიმიანურდა შესავალი. ჩვენი სტუმარია ასტამურ ტანია.
ასტამურ ტანია: გამარჯობა.
ინალ ხაშიგი: გამარჯობა. საერთოდ, რას ფიქრობ მთელ ამ სიტუაციაზე, რომელიც საკონსტიტუციო კანონში ამ ცვლილებებთან დაკავშირებით წარმოიშვა?
ასტამურ ტანია: ჩვენთან აფხაზური ენის თემა რაიმე საინფორმაციო კამპანიების სახით პერიოდულად ცოცხლდება ხოლმე. როგორც წესი ეს წინასაარჩევნო პერიოდში ხდება ან კიდევ რაიმე მოვლენებთან დაკავშირებით ცოცხლდება. საინფორმაციო კამპანიების გარეშეც შეუძლებელია. საჭიროა ამ პრობლემაზე საზოგადოებრივი ყურადღების გამახვილება.
იმედი მაქვს, რომ მოცემულ საინფორმაციო კამპანიას არ ექნება დამოუკიდებელი მნიშვნელობა, არამედ გარდაიქმნება რაიმე პროგრამულ მოქმედებებში. იმიტომ, რომ, ალბათ, ორი მოსაზრების მომხრეებს ესმით, რომ თავისთავად ეს გადაწყვეტილება ბევრს არაფერს ნიშნავს. იმიტომ, რომ აქ მაინც საუბარი უნდა ეხებოდეს სახელმწიფო პროგრამას.
ეს პროგრამა არის როგორც საგანმანათლებლო, ისე – იდეოლოგიური, ვინაიდან ბევრი რამ თვითშეგნების საკითხებსაც კი ეჯახება. გასაგებია რომ აფხაზური ენის მეშვეობით შეუძლებელია რაიმე კონკურენციაში ჩაბმა, საჭირო ცოდნის მიღება. ესე იგი ამ ენის ცოდნისთვის, რაიმე სხვა სტიმულები უნდა არსებობდეს. უბრალოდ ასე, ბუნებრივი გზით აფხაზური ენის მცოდნეთა გაზრდა, სამწუხაროდ, არ გამოვა.
აქ უნდა გამოვიყენოთ ადმინისტრაციული და იდეოლოგიური ხასიათის ზომები. აფხაზური ენა განუყოფლადაა დაკავშირებული იდენტობის საკითხებთან. ამას სჭირდება ყველა მიმართულებით დიდი მუშაობა.
ახლა, რაც შეეხება კონკრეტულად საპრეზიდენტო ინიციატივას. მე მას, სიმართლე გითხრათ, რაციონალურად ვთვლი.
ზოგი აღნიშნავს, რომ ის არათანაბარუფლებიან მიდგომებს შეიცავს. მაგრამ მე ვთვლი, რომ სანამ ეს ინიციატივა მიმართულია არა დისკრიმინაციისკენ, არამედ პირიქით – რაიმე შესაძლო პრობლემების მოხსნისკენ მეჩვენება, რომ ეს მიდგომა სწორედ რომ მიზანშეწონილია.
აფხაზური ენის განვითარების პროგრამის წინ წაწევა არ უნდა აღიქმებოდეს დისკრიმინაციად არააფხაზი მოსახლეობის მიერ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ინტერნაციონალური თანხმობის, კონსენსუსის შენარჩუნება, რაიმე ერთიანი სამოქალაქო პლატფორმის ფორმირება, რომელიც საბაზისო იქნება მთელი ჩვენი საზოგადოებისთვის.
მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ამ პრობლემის მოგვარების გადადებას მუდმივად ვერ შევძლებთ. სახელმწიფომ ამაზე უნდა იმუშაოს. უნდა განისაზღვროს კრიტერიუმები და დაინერგოს საკანონმდებლო დონეზე, თუ რას ნიშნავს, როდესაც ვინმე ფლობს აფხაზურ ენას, არ ფლობს ენას.
ენის ცოდნის მოთხოვნები უნდა ეხებოდეს არა მხოლოდ პარლამენტს, არამედ – აღმასრულებელ ხელისუფლებასაც. სასამართლო ხელისუფლებასთან, რა თქმა უნდა, უფრო რთულადაა საქმე. აქ დიდი მუშაობაა საჭირო იმისთვის, რომ იურიდიული ტერმინების მთელი კორპუსი დაინერგოს. ამ საქმისთვის მოსამართლეთა საზოგადოებაში ძალიან მაღალი დონის სპეციალისტებია საჭირო.
ინალ ხაშიგი: ტერმინოლოგიები არსებობს, მზად არის. ეს ყველაფერი არის.
ასტამურ ტანია: ვიცი, რომ ამ მხრივ ამ სფეროში მუშაობა მიმდინარეობდა. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ტერმინოლოგიები იურიდიული ტერმინების ლექსიკონების დონეზე იმყოფება. იქ წმინდა პროფესიული მოსაზრებებიდან გამომდინარე ამ ტერმინების დანერგვასთან დაკავშირებით არის უფრო რთულად საქმე. აფხაზური ენის დანერგვა უფრო რთულია.
ასე რომ, ვფიქრობ, ეს საპრეზიდენტო ინიციატივა შეესაბამება დღევანდელ რეალიებს. ის პოლიტიკური პროცესის მონაწილეებს შორის აფხაზური ენის ცოდნის განსაზღვრის კრიტერიუმების შემუშავებისთვის კომპრომისისთვის ველს ქმნის.
სრულიად შესაძლებელია, რომ უთანხმოების საბაბით ამ საკითხზე არ შევთანხმდეთ და ყველაფერი ისე დავტოვოთ, როგორც არის. არ გავა არცერთი კანონი. არ გავა, ვთქვათ, პრეზიდენტის მიერ ინიცირებული კანონი. შედეგად კი ყველაფერი დარჩება იმ დონეზე, რომელიც დღეს გვაქვს. და საერთოდ, ჩვენთან ეს ყველაფერი შეიძლება ფორმალობად გადაიქცეს. ჩვენთან ეს უკვე გამოვლინდა საპრეზიდენტო არჩევნებზე.
ეს ფორმალური დამოკიდებულება შემდგომში მხოლოდ გაფართოვდება. ამიტომ, როგორც ამ მიმართულებით მუშაობის დასაწყისი, მე ვთვლი, რომ ეს სრულიად გონივრული მიდგომაა. სანამ ამ მიდგომაში არ არის დისკრიმინაცია, მე ვერ ვხედავ მიზეზს იმის სათქმელად, რომ ეს არაკონსტიტუციურია.
ინალ ხაშიგი: მეც მაქვს ჩემი გარკვეული ხედვა. მე სულ ეჭვები მღრღნის. ვგულისხმობ იმას, რომ გადავადება შეეხოთ არაეთნიკურ აფხაზებს. მე მაქვს ეჭვი, რომ გაივლის 5 წელი და ჩვენ მივალთ 2032 წლამდე ისეთივე შედეგებით, როგორიც გვაქვს დღეს.
ასტამურ ტანია: ეს საერთოდ არ არის გამორიცხული.
ინალ ხაშიგი: დიახ, არ არის გამორიცხული.
ასტამურ ტანია: მაგრამ ეს შეიძლება ამ შემთხვევაშიც მოხდეს.
ინალ ხაშიგი: დიახ. შეიძლება რაღაც ასეთი კატეგორიული გადაწყვეტილების მიღება და უკვე აქედან გამომიდინარე მოქმედება. მეორე მხრივ, შენ აღნიშნე ფორმალიზმი. მე მაწუხებს ფორმალური მიდგომა თვითონ აფხაზური ენისადმი. კანონი აფხაზური ენის შესახებ მიღებულ იქნა 2007 წელს, ხოლო სრული მოცულობით მას ძალაში შესვლა ევალებოდა 2015 წელს. ანუ, მთელ ჩვენს აფხაზურ ბიუროკრატიას უკვე უნდა სცოდნოდა სახელმწიფო ენა. მაგრამ დღეს ამ ბიუროკრატიის ნახევარი მაინც თუ ფლობს აფხაზურ ენას მადლობელი უნდა იყო. თუმცა ენის ცოდნის დონეც არაა დადგენილი, რადგან არავის გაუზომავს.
მე მეშინია, რომ ჩვენ ამას ისევ ფორმალურად მივუდგებით. კომისიაც ფორმალურად იტყვის ვისნმეზე, რომ კარგი ბიჭია, ათი აფხაზური სიტყვა იცის და საკმარისია.
ასტამურ ტანია: თუ ჩვენ არ შევცვლით ჩვენს დამოკიდებულებას ჩვენი სახელმწიფოსადმი, მაშინ აფხაზურ ენაშიც, უსაფრთხოებაშიც და ეკონომიკაშიც ჩვენ გვექნება დაახლოებით ერთნაირი შედეგი.
მართალი ხარ. ეს უფრო ფართო საკითხია, ვიდრე მხოლოდ აფხაზური ენა. უბრალოდ ეს საკითხი დღეს პარლამენტსა და საზოგადოებაში დებატებთან დაკავშირებით აქტუალობის პიკზე იმყოფება . სინამდვილეში ეს ჩვენი დამოკიდებულების საკითხია.
სხვადასხვა არგუმენტი მოჰყავთ, რომ მაგალითად ამ ცვლილების შედეგად საპარლამენტო სისტემის ხარისხი შეიძლება დაეცეს. მე მეჩვენება, რომ ამ ნორმის არარსებობის მიუხედავად, საპარლამენტო სისტემის ხარისხი ჩვენთან ისედაც მცირდებოდა. ესე იგი, პრობლემა მხოლოდ აფხაზურ ენის არცოდნაში არ არის.
ეს ხომ გაცეთილი ფრაზაა იმის შესახებ, რომ ჩვენ გვყავს ისეთი ხელისუფლება, რომელსაც ვიმსახურებთ. რომ ის წარმოადგენს ჩვენი საზოგადოების ანარეკლს. ამიტომ ეს გიგანტური საზოგადოებრივი პრობლემაა. მაგრამ ამაზე მუშაობა საჭიროა.
ისინი, ვინც ხელისუფლებაში არიან, უნდა მუშაობდნენ საზოგადოების ხარისხის შეცვლაზეც. ეს მიზანი უნდა ქონდეთ მათ და არა უბრალოდ პარლამენტში, აღმასრულებელ ხელისუფლებაში ყოფნის ვადის გასვლისთვის დალოდება. საჭიროა იმოქმედო საზოგადოებაზე, მის განათლებაზე, მის თვითშეგნებაზე, მის შემოქმედებით პოტენციალზე. ამაში მდგომარეობს მთავარი ამოცანა. თორემ, მართალი ხარ, წავა ეს პროცესიც ისეთივე თვითდინებაზე, როგორც ყველაფერი დანარჩენი.
ინალ ხაშიგი: მე მეჩვენება, რომ პროცესები აფხაზური ენის გარშემო ნამდვილად ბევრად უფრო ფართო საკითხებს ეხება. ის საერთოდ კანონისადმი ჩვენს დამოკიდებულებას აჩვენებს. ეს ეხება არა მხოლოდ აფხაზურ ენას. ძალიან ბევრი სხვადასხვა საკანონმდებლო აქტი, სწორი კანონები მიგვიღია, მაგრამ მერე ხომ ვცდილობდით მათ შემოვლას ყველანაირი გზით.
აქტიური სარეკლამო კამპანია მიმდინარეობს ინტერნეტში. აფხაზური უძრავი ქონება შეიძინეთ და ა.შ. იმდენი ვიბრძოლეს აპარტამენტების შესახებ ამ კანონის გარშემო, და მაინც ყიდიან აფხაზურ უძრავ ქონებას უცხოელებზე. თურმე რეალობაში შესაძლებელია მისი შეძენა.
ასტამურ ტანია: იცით რაშია საქმე? ამ ზეწოლის შეკავება შეუძლებელია. მისი მხოლოდ სადმე მომგებიან კალაპოტში მიმართვა შეიძლება. რა თქმა უნდა, შეიძლება რაიმე დროის განმავლობაში აკრძალვებით შეაკავო მოვლენათა ბუნებრივი მსვლელობა. მაგრამ მაინც უნდა გავაკეთოთ პროგნოზირება, თუ როგორ შეგვიძლია ეს ინვესტიციები მივმართოთ, სადა გვავს ასეთი სუსტი ზონები.
უბრალოდ თივაზე ძაღლივით ჯდომა არ გამოვა. ამიტომ ჩვენ უნდა გვესმოდეს, ამ მკაცრ რეალობაში როგორია ჩვენი ადგილი. დღეს ერთი ნახვრეტი შეიძლება გავკეროთ, და ხვალ – სხვაგან გაიხეს.
ჩვენ უნდა გვქონდეს რაიმე მკაფიო მოქმედების პროგრამა, თუნდაც მოკლევადიანი პერსპექტივით. ეს ეხება ეკონომიკას, უსაფრთხოებას, საგარეო პოლიტიკას, ყველაფერს ეხება.
ბანალურია რასაც ვამბობ, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენთან ყოველთვის რეაქციაა რაღაცაზე, უკვე მომხდარ რაიმე ფაქტებზე. თუმცა ძნელი არ იყო იმის წინასწარმეტყველება, რომ მოვლენები ამ მიმართულებით ვითარდება. ჩვენ ვცხოვრობთ დღევანდელი დღით. თუ ცალკეული ადამიანი ასე შეიძლება ცხოვრობდეს, სახელმწიფო არ უნდა ცხოვრობდეს დღევანდელი დღით. ის უნდა პროგნოზირებდეს.
ინალ ხაშიგი: ჩვენთან სახელმწიფოც რაღაცნაირად ახერხებს დღევანდელი დღით ცხოვრებას.
ასტამურ ტანია: საზოგადოებამ, სახელმწიფომ თავისი მომავალი მაინც უნდა დაგეგმოს.
ინალ ხაშიგი: მე მინდოდა სხვა თემაზე გადართვა. პერიოდულად ჩვენ გვავიწყდება ქართულ-აფხაზური კონფლიქტის არსებობა. ის არ არის გადაწყვეტილი და იმყოფება ჩიხში. ჩვენ გასულ ჯერზე ქართულ აღქმაში აფხაზეთისა და აფხაზების შესახებ თემაზე ვლაპარაკობდით. ეს მიდგომა თითქოს შეიცვალა. საქმე ეხება თუ ვინ არიან აფხაზები, და ვლაპარაკობდით პავლე ინგოროყვას თეორიაზე, რომელმაც აქტიურად დაიპყრო ქართველთა გონება.
სულ ახლახან, ჩვენი საუბრის შემდეგ, მე ვნახე ქართველი ისტორიკოსის, ზურა წურწუმიას ინტერვიუ. მინდა უბრალოდ ხაზი გავუსვა, რომ ის ქართულ იუთუბ-არხს აძლევდა ინტერვიუს. ის ამბობს, რომ ეს ინგოროყვას თეორია მარგინალურია და, რომ ამ თეორიას სახელმწიფო მხარდაჭერა რეალობაში არ გააჩნია. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მე ზუსტად გუშინწინ ვნახე ფერადი ანიმაციური ფილმი.
მოქმედება ხდება სოხუმში, სანაპიროზე. იქ ჩანს მშვიდობიანი ხალხი. და გარეგნულად ეს სანაპირო სწორედ 1992 წლისაა. უცებ მოფრინავს რუსული სამხედრო თვითმფრინავი და იწყებს დაბომბვას. და ხალხი სირბილით ამ სანაპიროდან სადღაც ცდილობს ჩაჯდომას. ზოგი გემზე, ზოგი გარბის მთებში.
ასტამურ ტანია: ეს ცოტა სხვადასხვაა სცენებია, ალბათ. შეიძლება, ეს ერთი ნამცხვარია, მაგრამ ნაჭრებია სხვადასხვა.
ინალ ხაშიგი: დიახ, მაგრამ, ხომ გესმის, ეს პროცესი მიდის ძალიან აქტიურად. აქ არა მხოლოდ ინგოროყვას თეორიაზეა საუბარი, თუ ვინ არიან აფხაზები და როგორია მათი წარმოშობა, არამედ ქართულ საზოგადოებაში ძალიან აქტიურად იცვლება გაგება იმისა, თუ რა იყო ქართულ-აფხაზური კონფლიქტი. და რა ხდებოდა 33-34 წლის წინ. გაგება იმისა, თუ რისგან დაიწყო ომი. ანიმაციური ფილმი ეს აღზრდის გარკვეული ნაწილია. მასაც ყავს თავისი აუდიტორია. მიმართულია ბავშვებზე. ჩემთვის მნიშვნელოვანია გავიგო თუ რატომ გადაიყვანეს ქართველებმა ეს კონფლიქტი ქართულ-აფხაზურიდან რუსეთ საქართველოს კომფლიქტის განზომილებაში.
ასტამურ ტანია: ეს სრულიად გასაგებია. იმიტომ, რომ მაშინ შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებაზე საკუთარი პასუხისმგებლობის აღიარება მოუწევთ. სხვათა შორის, შევარდნაძემ აღიარა ეს პასუხისმგებლობა. მართალია, ის ამბობს, რომ კიტოვანი იყო დამნაშავე, მაგრამ კიტოვანი იყო არა რუსეთის თავდაცვის მინისტრი, არამედ – საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
ნებისმიერ შემთხვევაში, ყველას ახსოვს და კადრებიც დარჩა, რისგან იწყებოდა ეს ომი. და როგორ რეაგირებდა ადგილობრივი ქართველი მოსახლეობა ამ მოვლენებზე. ამან ქართულმა მიდგომამ უნდა ამოშალოს ისტორიის მთელი მონაკვეთები. ახლა არის მცდელობა იმისა, რაც ხდებოდა 1992 წელს, ჩაანაცვლონ, აურიონ 2008 წლის მოვლენებთან.
სწორედ ამ ამ დროიდან წინ მოდის ოკუპაციის თემა ქართულ საზოგადოებაში, გამოხატული კანონმდებლობითაც. თუმცა, თუ უკვე დეტალურად განვიხილავთ ამ საკითხს, საერთაშორისო კომისიამ ჰაიდი ტალიავინის ხელმძღვანელობით აღიარა, რომ პასუხისმგებლობა საბრძოლო მოქმედებების გაჩაღებაზე ეკისრება ქართულ მხარეს. ორივე შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ, რომ სამხედრო მოქმედებების ინიციატორის როლში ქართული მხარე გამოდიოდა.
ბუნებრივია, მათ ექნებოდათ სურვილი აარიდონ თავი ამ პასუხისმგებლობას, შეარბილონ ეს საინფორმაციო სივრცეში. თავისი ნარატივები წინ წამოწიონ, ოკუპაციის თემა წინ წამოწიონ. საერთაშორისო საზოგადოებრივ აზრში შექმნან ისეთი წარმოდგენა, რომელიც კონფლიქტის ძალისმიერი გადაწყვეტას ამართლებს და აფხაზური სახელმწიფოს არსებობის გაუმართლებლობაზე საუბრობს. ამაზე რეაგირება აუცილებელია.
ის, რომ ამ თემაზე იღებენ ანიმაციურ ფილმებს, მიანიშნებს, რომ არიან ადამიანები, რომლებსაც სურთ ეს მსოფლმხედველობა უკვე მოზარდ თაობას მემკვიდრეობით გადასცენ. ასეთი მსოფლმხედველობით მშვიდობიანი კონფლიქტის მოწესრიგებაზე, რაიმე ერთობლივ მოქმედებებზე ამ მიმართულებით ძალიან ძნელი იქნება საუბარი. ამიტომ მაინც საჭიროა მოვლენების მაქსიმალურად სრული სურათის აღწერა. თუნდაც ფაქტობრივი ცოდნის ჩენება.
ახლა, რაც შეეხება ზურა წურწუმიას გამოსვლას. პირველ ყოვლისა, ეს პოზიტიური ნაბიჯია. კარგია, რომ ქართულ-აფხაზური ურთიერთობების პრობლემა ასეთ კარგ აკადემიურ დონეზე განიხილება. ეს არის დღევანდელი პროპაგანდისტული კლიშეებისგან გასვლისა და ამ კონფლიქტის ფესვების სამეცნიერო ისტორიული შეფასების მცდელობა. მაგრამ მე ვერ ვიტყვი რომ ინგოროყვას თეორია მარგინალურია.
ქართულ საინფორმაციო სივრცეს თუ გადავხედავთ აფხაზი ხალხის წარმოშობაზე ეს ახლა ყველაზე მეტად გავრცელებული ხედვაა. მე ვიცი, რომ ეს ხედვები გავრცელებული, პოპულარულია სოციალურ ქსელებში და ყველგან, თუმცა ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ყველაზე გამოჩენილი ქართველი მეცნიერები მას ცრუმეცნიერულად თვლიდნენ. ჯავახიშვილი გარდაიცვალა მანამდე, მაგრამ მას ჰქონდა თავისი კონცეფცია, და ინგოროყვას თეორია მასთან არანაირად არ მოდის თანხმობაში.
მეტიც, ის ამბობდა, რომ დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ქართველების მოსვლამდე ძველი ადიღეური ტომები ცხოვრობდნენ. ამას ჯავახიშვილი წერდა. ის თვლიდა, რომ მისთვის აფსილები და აბაზგები — ესენი არიან თანამედროვე აფხაზების უდავო წინაპრები. ქართული ისტორიული წყაროები, არც ისე მრავალრიცხოვანია მაგრამ საკმაოდ გულახდილი არიან. სამწუხაროდ, გამოჩენილი მეცნიერების ეს კლასიკური შრომები არ გამოიყენება მედია სივრცეში.
მედია სივრცეში დომინირებს სიძულვილის ენა. სიძულვილის ენა არსებობს აფხაზური მხრიდანაც. ეს ჩვენც უნდა გვესმოდეს. მე ამაში სასარგებლოს ვერაფერს ვხედავ.
ობიექტურად არც ჩვენ, არც ქართველები არ ვართ დაინტერესებული შეიარაღებული კონფლიქტის განახლებით. იმიტომ, რომ ჩვენთვის და საქართველოსთვის მას ექნება დამღუპველი შედეგები. ეს მკაფიოდ უნდა გვესმოდეს. შეიძლება ქართული საზოგადოებისთვის, იქიდან გამომდინარე, რომ ისინი 30-ჯერ ან 40-ჯერ მეტნი არიან, ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ ეს იოლი გასეირნება იქნება. მაგრამ ეს შორსაა რეალობისგან. ეს უნდა გვესმოდეს.
ჩვენ არ გვჭირდება იმ საშიში განწყობების წახალისება. ის გამოუსწორებელ შედეგებამდე მიგვიყვანს ჩვენც და საქართველოსაც. ამიტომ სიძულვილის ენის შემცირებით ქართველებიც არანაკლებ უნდა იყვნენ დაინტერესებული. ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვერიდოთ სიძულვილის ენას. ენას, რომელიც აკნინებს ადამიანის ღირსებას, აკნინებს კულტურას. მაინც მთელი ადამიანური კულტურა — ეს არის სიმბიოზის, ურთიერთქმედების შედეგი. ეს აფხაზურ კულტურასაც ეხება და ქართულსაც. მათ შორის კულტურის ურთიერთშეღწევასაც. ეს ერთი.
წურწუმიას სიტყვებში მე ყურადღება მივაქციე იმ მოსაზრებას (და ეს არ არის მხოლოდ მასთან ჩანს), რომ აფხაზური ერი საბჭოთა ხელისუფლებამ ქართული ერის დასაპირისპირებლად ჩამოაყალიბა. ნუ, პირველ ყოვლისა, ჩვენ ამაზე ადრეც ვლაპარაკობდით: ქართველი ერის, აფხაზი ერის წარმოშობისა და განვითარების პროცესი მიმდინარეობდა XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში. ბუნებრივია, საბჭოთა ხელისუფლება ახდენდა გავლენას როგორც აფხაზური, ისე ქართული ერის განვითარებაზე. ამისთვის ძალიან ბევრი გაკეთდა.
ასეთი იყო საბჭოთა პოლიტიკა. სხვათა შორის, 30-იან და 40-იან წლებში აფხაზური ერის ჩამოყალიბების პროცესის ძალადობრივი გზით, რეპრესიული გზით შეჩერება იდგმებოდა.
ინალ ხაშიგი: ეს მაშინ, როდესაც სკოლები იხურებოდა.
ასტამურ ტანია: სკოლები იხურებოდა და ინტელიგენციის — იდეის მატარებლების — განადგურება ხდებოდა ამ დროს. ამან სერიოზული ტრავმა მოგვაყენა. მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ აფხაზი ერის ჩამოყალიბების პროცესი დასრულებულია, მომხდარი ფაქტია. აფხაზებთან დიალოგში ყველამ უნდა იხელმძღვანელოს იმით, რომ ეს არ არის უბრალოდ ეთნოსი, ეს არის ჩამოყალიბებული ერი თავისი წარმოდგენებით საზღვრებზე, პოლიტიკაზე, თავისი ეროვნული მითოლოგიით და ა.შ.
ერთხელ ერთ აფხაზს ველაპარაკებოდი და მან გულმოსულმა თქვა: აფხაზთა მეფის ასული გურანდუხტი ტაო-კლარჯეთის მმართველ გურგენს ცოლად რატომ გაჰყვაო. იმ დროიდან წავიდა აფხაზური სახელმწიფოს გაერთიანება ქართულთანო. ეს ფეოდალური ეპოქაა. ეს მომხდარი ფაქტია. ჩვენ მხოლოდ ასე შეგვიძლია შეფასება, რადგან ეს სასაცილოდ ჟღერს. იგივე ეხება ამ საკითხსაც, რადგან ეს უფრო ახლახანს მომხდარი ფაქტია. ჩვენ ეს ფაქტი მხედველობაში უნდა მივიღოთ. გამოვიდეთ იქიდან, რომ ეს მოცემულობაა.
მეორე, იქ იყო ფაქტობრივი უზუსტობები. მე ახლა არ მინდა ამაში ჩაღრმავება.
თავისთავად ეს იყოქართულ-აფხაზური კონფლიქტის სათავეების ცივი გონებით, აკადემიური მასალის გამოყენებით მცდელობა გაგების. თუ მსგავსი საუბრები ასეთსავე მშვიდ ატმოსფეროში მეტ-ნაკლები რეგულარობით მოხდება – ამით ორივე საზოგადოებამ შეიძლება მოიგოს.
ინალ ხაშიგი: მეორე მხრივ სოციალურ ქსელში ბევრ კონიუნქტურას მორგებულ გამონათქვამს ვხედავ, მიუხედავად იმისა, რომ ომი სულ რაღაც 30 წლის წინ მოხდა და ძველი ისტორიული მოვლენა არაა. მე ამ მოსაზრებებს ვხედავ სტატიებში, პოლიტიკოსებისა და ექსპერტების სიტყვებში. თუ გახსოვს, 80-იან წლებში, 90-იან წლებში ომის შემდეგ რას გვეძახდნენ? აფხაზ სეპარატისტებს. ახლა ამ ტერმინს პრაქტიკულად ვერ გაიგონებ, ის გაქრა.
ასტამურ ტანია: სხვათა შორის, ჩვენი „აფხაზ სეპარატისტებად“ ხსენება ჯერ კიდევ ომის დროს დაიწყეს, ხოლო მანამდე — „გუდაუთელ სეპარატისტებად“ მოგვიხსენიებდნენ. არადა იმ პერიოდში აფხაზეთს ჯერ არ ქონდა გამოცხადებული დამოიკიდებლობის შესახევ ან საქართველოსთან ურთიერთობის გაწყვეტაზე. მაშინ საქართველოსთან საერთო საზღვრებში ცხოვრებაზე იყო საუბრი.
თავის დროზე ქართველი მოღვაწეების ინიციატივით დაიწყო ყოველგვარი გაყოფის პროცესი აფხაზეთში. აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან გამოყვეს ქართული სექტორი. მერე გამოყვეს ფეხბურთის გუნდი. მერე ფრაქცია გამოყვეს უმაღლესი საბჭოს შემადგენლობიდან. ცალკე დაიწყეს სხდომების ჩატარება. როგორც ჩანს, ვარაუდობდნენ, რომ თანდათანობით პროცესების პარალიზებას მოახდენდნენ. და აქ წარმოიშობა საკითხი – ვინ იყო სეპარატისტი?
სხვათა შორის ეს ტერმინი – „გუდაუთელი სეპარატისტები“ შემდეგში გაეროს დოკუმენტებშიც აისახა. ეს გრძელდებოდა მაშინაც, როდესაც ომის დამთავრების შემდეგ ჩვენი ხელისუფლება უკვე სოხუმში იმყოფებოდა. მე ვფიქრობ ეს ტერმინი აბჟუელი აფხაზებისთვის ეს ცოტა საწყენია. აი „გუდაუთელ-აბჟუელი სეპარატისტები“ სხვა რამე იქნებოდა.
ინალ ხაშიგი: მაგრამ, მიუხედავად ამისა, ეს ტერმინი რაღაცნაირად გამოვიდა ხმარებიდან. დღეს ჩვენ უკვე გვესმის, რომ აფხაზეთი რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიაა. თავი რომ დავანებოთ ამ სოციალურ ქსელებს (სადაც ჩვენზე წერენ, რომ საერთოდ მთებიდან ჩამოვედით) ოფიციალურ რიტორიკაში ჩვენზე უკვე არაფერს ამბობენ. ჩვენ არც გვახსენებენ.
ასტამურ ტანია: მთებიდან ჩამოსვლაც საკმაოდ სასაცილოა, იმიტომ, რომ სანაპიროს დიდ ნაწილზე, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, მუდმივად ცხოვრება პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. თუ გადავშლით ვთქვათ, მე-19 საუკუნის ბოლო, მე-20 საუკუნის დასაწყისის პრესასაც იქ ჩანს, რომ ქალაქ სოხუმის მცხოვრებთა შეძლებული ნაწილი ზაფხულის პერიოდში სოხუმიდან გადიოდა. ეპიდემიის გამო ქალაქში ცხოვრება საშიში იყო.
ინალ ხაშიგი: ყველაზე წარმატებულები ტოვებდნენ ქალაქს.
ასტამურ ტანია: შუა საუკუნეებში აფხაზეთზე გამავალ კომუნიკაციებზე ჩვენთან წარმოდგენები აქვთ თითქოს აქ გადიოდა ძველრომაული რკინიგზა, გვერდით ბიზანტიური ავტობანი მიდიოდა. ესეთი წარმოდგენები ბევრ რამეზე გვაქვს. სინამდვილეში ყველა კომუნიკაცია გადიოდა მთისწინეთზე და ქედების გავლით. კომუნიკაციების ჩვენთვის ნაცნობმა ქსელმა რუსეთის იმპერიის მოსვლასთან ერთად დაიწყო განვითარება. რკინიგზა არ იყო მე-20 საუკუნის დასაწყისშიც კი.
შავიზღვისპირეთის რკინიგზის მშენებლობას 1918 წელსაც კი აგრძელებდნენ. რუსეთის იმპერია უკვე არ იყო,და გაურკვეველი იყო რა იქნებოდა. მაგრამ რკინიგზის მშენებლობას გაგრის რაიონში 1918 წელსაც აგრძელებდნენ. ახლა კი გვეჩვენება, რომ ეს იყო ყოველთვის იყო.
ინალ ხაშიგი: მე ვცდილობდი გაგებას: რატომ გამოსახავენ აფხაზებს, თითქოს ისინი არ მონაწილეობდნენ ამ კონფლიქტში? ან რაიმე მეორეხარისხოვან როლს თამაშობდნენ ამ ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში? ომში, რომელიც მოხდა 1992-1993 წლებში.
ასტამურ ტანია: ქართველები ივიწყებენ, თუ რა რაოდენობის იარაღი გადაეცა საქართველოს ტაშკენტის შეთანხმებით კონფლიქტის წინ. მაშინდელი რუსეთის ხელისუფლება — ისინი რბილად რომ ვთქვათ, პრო აფხაზური პოზიციებისგან შორს იყვნენ. ეს ჩანს, თუნდაც 3 სექტემბრის შეხვედრის სტენოგრამაში. შეხვედრა შედგა შევარდნაძეს, ელცინის, არძინბას, ჩრდილოეთ კავკასიის წარმომადგენლებს, ჩვენი საპარლამენტო სხვადასხვა დეპუტაციების წარმომადგენლებს შორის.
საქართველომ რატომ დაიწყო შეიარაღებული კონფლიქტი? მან მიიღო თავის განკარგულებაში ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის რამდენიმე მოტომსროლელი და სატანკო დივიზია. ფიქრობდნენ, რომ აქ იოლი გასეირნება ელოდებოდათ.
ინალ ხაშიგი: მე წავიკითხე საინტერესო ქართული ხედვა, თუ რატომ ხდება რომ აფხაზებს ამ კონფლიქტიდან გამორიცხავენ. ამ მიდგომით აფხაზებს გარკვეული მტრის ხატიც შორდებათ. თუ აფხაზები თამაშობდნენ არაპირველხარისხოვან როლს, ესე იგი, ისინი არ არიან მტრები. არ არის მტრის ხატი. ეს კი შეგირების ჰიპოთეტურ შესაძლებლობას იძლევა.
ასტამურ ტანია: ეს ძალიან ჰიპოთეტური მიდგომაა.
ინალ ხაშიგი: დიახ, ეს ერთის მხრივ ჰიპოტეთურია, მაგრამ მეორეს მხრივ თვითონ აფხაზებს გვაქვს ჩვენი წარმოდგენა ომზე.
ასტამურ ტანია: კიდევ ერთხელ. ისინი, ვინც საქართველოში დაკავებული არიან ქართულ-აფხაზური ურთიერთობის მოგვარებითან ამ საკითხის შესწავლის მცდელობით, ისინი უნდა გამოდიოდნენ აფხაზური ერის არსებობის მომხდარი ფაქტიდან. ერი კი არ შეიძლება იყოს გვერდითი დამკვირვებელი. ის სუბიექტია.
ჩვენ ვართ საქართველოსთან ურთიერთობების სუბიექტი. აღიარებულნი ვართ, არ ვართ აღიარებული – არ აქვს მნიშვნელობა. თავისი სტრუქტურით ჩვენ წარმოვადგენთ ერს. თავისი სახელმწიფოებრიობით, თავისი წარმოდგენით წარსულსა და მომავალზე.
მთელი ჩვენი წარსული ურთიერთობები ქართველებთან, მრავალსაუკუნოვანი, ათასწლოვანი ურთიერთობები ქართველურ ხალხებთან, უწინარეს ყოვლისა მეგრელებთან — არ შეიძლება მხოლოდ შავ ფერებში დავინახოთ.
იყო სხვადასხვა პერიოდები. იყო ფეოდალური ომები. ისინი, სხვათა შორის, ერთმანეთთანაც ხდებოდა. ორივე მხარეს შორის ურთიერთქმედება, სიმბიოზი, მოძრაობა არსებობდა. ამიტომ ჩვენ ვხედავთ აფხაზეთში მეგრულ გვარებს, ხოლო ზუგდიდში — აფხაზური წარმოშობის გვარებს. გალი კი საერთოდ ასეთი კონცენტრირებული კოლბაა, სადაც ყველაფერი არეულია.
სხვათა შორის ჩვენც მოგვიწევს ძალიან ბევრი დასკვნის გამოტანა ჩვენს პოლიტიკაში.
ჩვენ გვინდა, რომ იყოს გაგება: თუ არის სწრაფვა ჩვენი ურთიერთობების მოწესრიგებისკენ, პრაგმატული მიდგომის შემუშავებისკენ (დიდი მოლოდინები არ მაქვს, მაგრამ მაინც), უნდა იყოს საბაზისო გაგება მაინც, რომ აქ არის ჩამოყალიბებული პოლიტიკური ერი. მის ნაწილებს უკვე არა მხოლოდ აფხაზები წარმოადგენენ, არამედ აფხაზეთის ყველა მოქალაქე. სხვათა შორის, ეს ჩვენც უნდა გვესმოდეს. ჩვენ არ უნდა გვქონდეს ასეთი თემური აზროვნება.
ინალ ხაშიგი: ეს აზროვენება ჩვენში არსებობს.
ასტამურ ტანია: ეს ბუნებრივია, იმიტომ, რომ ამით იწყებოდა. მაგრამ ჩვენ მაინც უნდა ვიმოძრაოთ სამოქალაქო ერის ჩამოყალიბების მიმართულებით.
ინალ ხაშიგი: დიახ, პოლიტიკური ერის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ზოგიერთს, სამწუხაროდ, წარმოდგენა აფხაზების მდგომარეობაზე და იმ ადგილზე, სადაც ჩვენ ახლა ვიმყოფებით ჩამოყალიბებული აქვს საბჭოთა დროს.
ასტამურ ტანია: საბჭოთა დროს, სინამდვილეში, არც ისე ცუდად იყო. თუ ავიღებთ პოსტსტალინურ პერიოდს. პოსტსტალინური პერიოდში მსგავსი ნეგატიური რაღაეების წერა შეუძლებელი იყო.
ინალ ხაშიგი: არა, მე სხვა რამეზე ვამბობ. საბჭოთა დროსაც მიდიოდა აფხაზების ბრძოლა. ის მდგომარეობდა უფლებებისთვის ბრძოლაში. აფხაზები იბრძოდნენ აფხაზების ეთნიკური უფლებებისთვის, სკოლების, თეატრების, შემოქმედებითი ჟურნალების, უნივერსიტეტის გახსნისთვის. პოლიტიკური ერი მაშინვე იყო ჩამოყალიბებული. ამას „საბჭოთა ხალხი“ ერქვა, ხომ?
ასტამურ ტანია: დიახ, „საბჭოთა ხალხი“… ამიტომ იყო ავტონომიური ჩარჩოები.
ინალ ხაშიგი: მაგრამ ახლა ადამიანები რაღაცნაირად არც ისე… ადამიანების ნაწილი ამბობს, რომ ესენი არიან აფხაზები, სომხები, რუსები და ა.შ. ანუ მათ რაღაც სხვადასხვა მიდგომა აქვთ იმისა, თუ როგორ უნდა იყვნენ ადამიანები…
ასტამურ ტანია: შენ გინდა თქვა, როგორ ვიმოძრაოთ სამოქალაქო ერის გზით?
ინალ ხაშიგი: დიახ, მე მეჩვენება, ეს მნიშვნელოვანია.
ასტამურ ტანია: არის პროცესები, რომლებიც ბუნებრივი გზით ხდება. ვინაიდან ჩვენ ვცხოვრობთ ერთი სახელმწიფო საზღვრების ფარგლებში ჩვენ უნდა გვქონდეს იდენტური წარმოდგენები უსაფრთხოებაზე, აფხაზეთის განვითარების პერსპექტივებზე. უნდა ვთანხმდებოდეთ, აფხაზეთი უნდა იყოს დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომ მშვიდობა უნდა იყოს შიგნით და გარეთ.
ჩვენ უნდა შევქმნათ კრიტერიუმი ამ პოლიტიკური ერისთვის, რათა ეს არ გადაიქცეს იმად, რაც საქართველოში ხდებოდა გამსახურდიას პერიოდში. ჩვენი მეზობლების შეცდომებისგან უნდა გამოვიტანოთ დასკვენი, რათა შევდგეთ როგორც მრავალეთნიკური საზოგადოება.
ამ პროცესში უნდა იყოს ჩადებული კრიტერიუმები, რომლებიც უზრუნველყოფენ აფხაზი ხალხის შენარჩუნებას. მე ვფიქრობ, ამ იდეას ჩვენი სხვა თანამოქალაქეები დავას არ დაუწყებენ. მათ უნდა ესმოდეთ თუ რა დევს ამ სახელმწიფოს არსებობის საფუძვლად. დროთა განმავლობაში აფხაზურ ენას უნდა ფლობდეს მთელი ჩვენი საზოგადოება.
რა თქმა უნდა, ჩვენი საზოგადოება იქნება აუცილებლად ორენოვანი. ჩვენთან ყველგან ფიქსირდება, რომ აფხაზურთან ერთად აქ მოქმედებს არის რუსული ენა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რუსული აფხაზურს უნდა ანაცვლებდეს. აქ ძალიან ფაქიზი ზღვარია. ჩვენ ის ისეთნაირად უნდა გავავლოთ, რომ აფხაზური ენაც შენარჩუნდეს და ჩვენ შევინარჩუნოთ ამასთან ერთად ასეთი ინტერნაციონალური თანხმობა.
საჭიროა მუშაობა აკადემიურ აფხაზურ ენაზე, საერთაშორისო გამოცდილების მოზიდვა. ეს გამოცდილება არსებობს, მათ შორის აკადემიურიც. საქმე ეხება ენის აღორძინების, ერთ ტერიტორიაზე სხვა ენებთან ერთად მის თანაარსებობას. არის ხომ მაგალითები — უელსური და ინგლისური, როგორ თანაარსებობენ ისინი. უელსური ენის შესანარჩუნებლად ხორციელდებოდა და დღესაც ხორციელდება გიგანტური პროგრამა.. არის რამ, რისი სწავლაც შეიძლება. ასე რომ, ვფიქრობ, ზომიერების გრძნობა ჩვენ აუცილებლად გვჭირდება.
აი რა მინდოდა მეთქვა დასკვნის სახით. შინაურ პოლიტიკაშიც და საგარეო პოლიტიკაშიც შესაძლოა შეცდეთ მაგრამ მთლიანობაში საჭიროა ზომიერების გრძნობის დაცვა. არ უნდა გადავეშვათ რაიმე უკიდურესობებში, არც ერთ, არც მეორე მხარეს.
ასეთ ხალხს, როგორიც ჩვენ ვართ, შეუძლია გადარჩეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის დაიცავს ზომიერების გრძნობასა და კონსენსუსს ყველა ურთიერთობაში.
ინალ ხაშიგი: მოკლედ, ჩვენ დავბრუნდით იმასთან, რისგანაც დავიწყეთ. აფხაზურის ენის გადარჩენა სამოქალაქო ერის გარეშე რთული იქნება. ამ სამოქალაქო ერში კი უნდა შედიოდნენ სხვა ეთნიკური ჯგუფები რომლებიც აფხაზეთში ცხოვრებ, აქვთ აფხაზეთის მოქალაქეობა.
ასტამურ ტანია: რა თქმა უნდა, მათ შორის ქართულებიც.
ინალ ხაშიგი: და მათ შორის ქართულებიც, რომლებიც ფლობდნენ სახელმწიფო ენას.
ასტამურ ტანია: ჩვენ, სხვათა შორის, დიდი დასკვნები გვაქვს გასაკეთებელი გალის რაიონში არსებულ პოლიტიკაზე. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ იქ ცხოვრობს — რომელ ეთნიკურ ჯგუფსაც არ მიაკუთვნებდნენ თავის თავს — მკვიდრი მეგრული, ქართული მოსახლეობა. მათგან ბევრი ყოფილი აფხაზია.
ინალ ხაშიგი: მე ვფიქრობ, ჩვენ ამ თემაზე ცალკე უნდა ვისაუბროთ. მაგრამ, მიუხედავად ამისა, მე მეჩვენება, ჩვენი მომავლის საწინდარი — ეს არის სამოქალაქო ერის შექმნა. ჩვენი მოქმედი კანონმდებლობის თანახმად სახელმწიფო ენა არის აფხაზური და ამავე დროს უნდა გავითვალისწინოთ რუსული ენაც. მის გარეშეც არაფერი გამოდის.
თუ ეს სამოქალაქო ერი შეესაბამება იმ კრიტერიუმებს, რომლებიც აღნიშნულია კონსტიტუციაში, მაშინ, მე ვფიქრობ, არ იქნება სულ განგაშის განცდა და იმის შიში, რომ ჩვენ როგორც ერი ვქრებით.
ასტამურ ტანია: მე ვფიქრობ, ჩვენ კიდევ ბევრი წელი ვართ განწირული გვქონდეს განგაშის ეს განცდები.
ინალ ხაშიგი: მაგრამ სამოქალაქო ერის შექმნის პროცესიც ერთი დღით არ ხდება. სამოქალაქო ერზე საუბრისას ვფიქრობ, რომ ეს მოძრაობა რეალურად სამართლებრივი სახელმწიფოსკენ მოძრაობაა.
ასტამურ ტანია: შეიძლება, ყველა ჩვენი პრობლემა ხელოვნურმა ინტელექტმა გადაჭრას.
ინალ ხაშიგი: იმედი მაქვს. ამაზე მე დავასრულებ ჩვენს გადაცემას. ჩვენ დღეს ასტამურ ტანიასთან ვისაუბრეთ აფხაზურ ენაზე, ქართულ-აფხაზურ კონფლიქტზე. ჩვენთან ყოველთვის უამრავი კითხვაა. ნახვამდის. მომავალ შეხვედრამდე. გმადლობთ.
ასტამურ ტანია: გმადლობთ.