ბესლან კობახია: არ ვისურვებდი, რომ ჩვენი შვილები და ახალგაზრდები საქართველოს ან ჩვენს გარშემო მცხოვრები რომელიმე სხვა ხალხის მიმართ სიძულვილით იზრდებოდნენ. სიძულვილზე ვერაფერს ააშენებ.
მუჰაჯირების შთამომავლებს გამოკვეთილი პოლიტიკური ძალა არ გააჩნიათ. ისინი უფრო მეტად ეკონომიკურ საქმიანობაში არიან ჩართული. ჩვენ ეს ჯგუფი არ უნდა წარმოვიდგინოთ, როგორც ასადის მხარდამჭერი ან მის წინააღმდეგ მებრძოლი ჯგუფი.
ნიკა გვარამია: თუკი გვინდა ჩვენი იურისდიქცია აფხაზეთზე კვლავ ვრცელდებოდეს - რაღაცეების დათმობა მოგვიწევს. ოღონდ ევროკავშირის წევრობა და სახელმწიფო სახელად საქართველო, მისი კონსტიტუციური დაფარვით აფხაზეთზე.
მალხაზ თორია: "ისტორიაზე ქართულ-აფხაზური შეხედულებები – ეს არის სარკისებური ნაციონალიზმი. ორივე მხარე აფხაზეთს განიხილავს ექსკლუზიურად როგორც საკუთარ საკუთრებას. საჭიროა დიალოგი – არა იმ მიზნით, რომ ვინმეს აზრი შეაცვლევინო, არამედ იმისთვის, რომ შევიდეთ ურთიერთგაგების ველში