რატომ ესაუბრა შამბა ყოლბაიას
ცოტა ხნის წინ ქართველი ჟურნალისტის, ვანო ჩოკორაის გადაცემაში ონლაინ საუბარი გაიმართა აფხაზეთის უშიშროების საბჭოს მდივანის, სერგეი შამბასა და აფხაზეთის ავტონომიური მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს, ვახტანგ ყოლბას შორის. ამ საუბრისას შამბამ, სხვა საკითხებთან ერთად, თქვა, რომ ქართულ-აფხაზური კონფლიქტი “ლაწირაკებს” არ უნდა მივანდოთ და აუცილებელია მშვიდობიანი თანაცხოვრების შესაძლებლობების ძიება.
ასეთი პირდაპირი დიალოგი ქართველ და აფხაზ პოლიტიკოსებს შორის ბოლო წლებში ძალიან იშვიათად ხდებოდა. აფხაზეთში სერგეი შამბას ნათქვამი და ამ საუბარში მისი მონაწილეობის ფაქტი ძალიან ორაზროვნად აღიქვეს.
ზოგიერთი შეთქმულების თეორიისკენ იყო მიდრეკილი: კრემლმა აფხაზეთს საქართველოსთან მეგობრობა უბრძანა, რადგან მოსკოვი მალე აღადგენდს სარკინიგზო მიმოსვლას აფხაზეთის ტერიტორიაზე და გახსნის სოხუმის აეროპორტს.
სხვები უფრო მეტად შამბას აიძულებ მოქმედების მორალურ მხარეს: “ვინ მისცა მას უფლებამოსილება?” და “ზოგადად, ქართველებს რატომ ელაპარაკები, როცა ისინი აფხაზეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებენ?“
მაგრამ ვინც კარგად იცნობს სერგეი შამბას, იტყვის, რო კულისებში მისი სვლები მარტო მასზე დამოკიდებული არ არის.
აი, პრეზიდენტი ასლან ბჟანია. ის ინტერვიუებსაც კი არ აძლევს აფხაზურ დამოუკიდებელ მედიას, რომ აღარაფერი ვთქვათ ქართველებზე.
პრემიე-მინისტრი ალექსანდრე ანქვაბი კიდევ უფრო დახშულია – არ ენდობა არავის.
საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა, ერთი შეხედვით, პირიქით, მოლაპარაკე ადამიანია. მაგრამ ის მხოლოდ მაშინ ლაპარაკობს, როცა ხალხი აჟიტირებული უყურებს თვალებში. ის სრულიად გაურბის სხვა აუდიტორიას, რომელიც არ ექვემდებარება ჰიპნოზს.
ეს სამი ადამიანი კარგად მოერგებოდა შეთქმულების თეორიებს, რადგან კულისებში ცხოვრების გარეშე ისინი ძნელად გახდებოდნენ ის, რაც ახლა არიან.
მაგრამ სერგეი შამბა სულ სხვა საკითხია. მისი პოლიტიკური კარიერა, ფიგურალურად რომ ვთქვათ,თავისით დაიწყო. ის ზედმეტად გახსნილია და ზოგჯერ უგუნურიც კი. ის არ პირდაპირ თავის აზრებს – არ ირჩევს თავის აუდიტორიას პოპულიმისთვის. და სწორედ აქ დევს მისი პოლიტიკური იმიჯის მთელი მაგია.
შამბამ ისაუბრა სოხუმსა და თბილისს შორის დიალოგის აუცილებლობაზ და ნებისმიერ გეოპოლიტიკურ და შიდა პოლიტიკურ ვითარებაში, ის ესაუბრებოდა აფხაზ, რუს, ევროპელ და ყველა სხვა უცხოელ ჟურნალისტებს, მათ შორის ქართველებს.
ქართველი კოლეგები გაოგნებულები მეკითხებიან: „რატომ მისცა შამბამ ინტერვიუ კონკრეტულად ჟურნალისტ ვანო ჩოკორაიას, რადგან მას საქართველოში ცოტა ადამიანი იცნობს?
აღმოჩნდა, რომ შამბას არ სმენია ამ ჟურნალისტის შესახებ, სანამ არ დაურეკა და გადაცემაში მონაწილეობა არ მოსთხოვა. ვანო ჩოკორაია უფრო ეფექტური აღმოჩნდა, ვიდრე მისი კოლეგები.
„ახლა ქართველი ჟურნალისტები ზარებით აფეთქებენ ჩემს ტელეფონს, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, არც დრო მაქვს და არც რაიმე განსაკუთრებული სურვილი, რომ იგივე გავიმეორო. ეს გადაცემა არც მინახავს“, – მითხრა სერგეი შამბამ.
და, მას დიდი ხანია ვიცნობ, დარწმუნებული ვარ, რომ ზუსტად ასეა.