აფხაზეთში რუსული კვლევითი ცენტრის წინასაარჩევნო გამოკითხვა უკანონო და მანიპულაციურად ჩაითვალა

FacebookXMessengerTelegramGmailCopy LinkPrintFriendly

წინასაარჩევნო გამოკითხვა აფხაზეთში

საზოგადოებრივი აზრის კვლევის რუსულმა ცენტრმა (VTsIOM) აფხაზეთში გამოკითხვა ჩაატარა, რომლის შედეგების მიხედვით, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების უდავო ფავორიტად მმართველი გუნდის კანდიდატი, ბადრა გუნბა დასახელდა.

აფხაზეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) აღნიშნული კვლევა უკანონოდ მიიჩნია, ხოლო სხვა საპრეზიდენტო კანდიდატების შტაბებმა ეს საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების მცდელობად შეაფასეს.

VTsIOM-ის ცნობით, კვლევის მონაწილეთა 32% აპირებს ხმა მისცეს ბადრა გუმბას, ყოფილი პრეზიდენტის ასლან ბჟანიას დე ფაქტო მემკვიდრეს. სწორედ გუმბაზე დებს კრემლი ღიად ფსონებს მომავალ არჩევნებზე.

VTsIOM-ის ინფორმაციით, ოპოზიციის ლიდერ ადგურ არძინბას ხმას მხოლოდ 15% მისცემს. დანარჩენმა სამმა კანდიდატმა – ოლეგ ბარციცმა, რობერტ არშბამ და ადგურ ხურხუმალმა – 7%, 5% და 2% მიიღო.

VTsIOM-ის ინფორმაციით, ოპოზიციის ლიდერ ადგურ არძინბას ხმას მხოლოდ 15% მისცემს. დანარჩენმა სამმა კანდიდატმა – ოლეგ ბარციცმა, რობერტ არშბამ და ადგურ ხურხუმალმა – 7%, 5% და 2% მიიღო.

ეს შედეგები აფხაზეთში არავის მოეწონა, გარდა თავად ბადრი გუმბასა და მისი მხარდამჭერებისა.

ერთ-ერთი კანდიდატის, რუსეთში აფხაზეთის ყოფილი სავაჭრო წარმომადგენლის, ოლეგ ბარციცის შტაბში აცხადებენ, რომ კვლევა ჩატარდა აფხაზეთის კანონმდებლობის დარღვევით, სტატისტიკის კომიტეტის თანხმობის გარეშე და მცირე შერჩევით, რომელსაც არ შეიძლება ეწოდოს წარმომადგენლობითი.

გამოკითხვა უკანონოდ და აფხაზეთის კანონმდებლობის დარღვევად მიიჩნია აფხაზეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამაც.

ცენტრალური საარჩევნო კომისია შეახსენებს, რომ აფხაზეთის კონსტიტუცია კრძალავს მსგავსი კენჭისყრის შედეგების გამოქვეყნებას 10 დღის ვადაში. ზოგადად, აფხაზეთში არ არსებობს ოფიციალური წინასაარჩევნო კვლევის ჩატარებისა და ასეთი რეიტინგების შედგენის ტრადიცია, კანონმდებლობა არჩევნების დღეს ეგზიტპოლსაც კი არ ითვალისწინებს.

მსგავსი სტატიები

აფხაზი სტუდენტები რუსულ უნივერსიტეტებში სამხედრო აღრიცხვაზე აჰყავთ. არის თუ არა საფრთხე, რომ მათ უკრაინაში საომრად გაგზავნიან?
„ეხო აფხაზეთი“ აქვეყნებს ინტერვიუს საზოგადო მოღვაწესთან და ყოფილ პარლამენტის წევრთან ლეონიდ ჩამაგუასთან - იმის შესახებ, თუ რამდენად დაინტერესებულნი არიან აფხაზი პოლიტიკოსები არჩევნების შედეგით და როგორ შეიძლება გავლენა იქონიოს ამან აფხაზეთზე.