რუსეთის წინაშე ვალდებულებები არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს აფხაზეთის ფუნდამენტურ ინტერესებს | აფსნი ჰაბარი

FacebookXMessengerTelegramGmailCopy LinkPrintFriendly

ასლან კობახია და ახრა ბჟანია რუსეთის ინტერესებზე აფხაზეთში

აფხაზეთის პარლამენტის ყოფილი წევრები, ცნობილი პოლიტიკური მოღვაწეები, 1992-1993 წლებში აფხაზეთის ომის ვეტერანებმა, ასლან კობახიამ და ახრა ბჟანიამ სტუდიაში “აფსნიხაბარის” სტუდიაში განიხილეს რუსეთთან ურთიერთობების კრიზისი, რომელიც უკავშირდება იმ ვალდებულებებს, რომლებიც აფხაზეთის ხელმძღვანელობამ აიღო ისეთი ინიციატივების ხელშეწყობის მიზნით, როგორიცაა ბინების შესახებ კანონი.

ინტერვიუს სრული ტექსტი:

ლეუან ლაგულაა:  გამარჯობა, “ აფსნიხაბარი“  აგრძელებს  მუშაობას. დღეს სტუდიაში განვიხილავთ ბოლო   დღეების  ყველაზე სკანდალურ თემას – 26 აგვისტოს ხელმოწერილ პროტოკოლს. პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვედრა, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან 19 აგვისტოს გაიმართა.

ეს ინფორმაცია ოფიციალურად უკვე მივიღეთ საგარეო საქმეთა მინისტრისგან, რომელმაც ბრიფინგი გამართა. დღეს სტუდიაში არიან ცნობილი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწეები, აფხაზეთის სამამულო ომის ვეტერანები, ასლან კობახია და ახრა ბჟანია.

ასლან, პირველი შეკითხვა თქვენთან  მაქვს. მას შემდეგ რაც ეს პროტოკოლი გამოჩნდა ინტერნეტში, თქვენ ერთ-ერთი პირველი იყავით, ვინც მასზე საჯაროდ  ისაუბრა. მაშინ საკითხავი იყო ეს დოკუმენტი ნამდვილი იყო თუ ყალბი. ახლა ჩვენ ვიცით, რომ ეს არის ნამდვილი დოკუმენტი, რადგან ოპოზიციურმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა მიმართეს პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა სამინისტროს და უშიშროების საბჭოს.

წინა დღეს გაიმართა შეხვედრა ოპოზიციის წარმომადგენლების, აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრისა და უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მონაწილეობით. დღეს ჩვენ ვნახეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის ბრიფინგი და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხელისუფლება ადასტურებს დოკუმენტის ნამდვილობას, თუმცა ეს დოკუმენტი ოფიციალური არხებით არ გახმაურებულა. ეს მათი რიტორიკაა. ასლან, გთხოვ გვითხრა, ახლა, როცა ასეთი ინფორმაცია გვაქვს, რას ფიქრობ ამ მოვლენაზე? რა ელის შემდეგ აფხაზეთს?

ასლან კობახია:  გულწრფელად გითხრათ, არაფერი. ცუდი არაფერი მოხდება. რუსეთის ფედერაციაში ზოგს არ მოვეწონეთ. პრეზიდენტს, აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას,  აფხაზეთის მოსახლეობა ირჩევს და შემდეგ პრეზიდენტი აყალიბებს აღმასრულებელ ხელისუფლებას.

დღეს ისინი წარმოადგენენ აფხაზეთს, მათ შორის თქვენც, მეც და ქვეყნის ყველა მოქალაქეს. ზოგი მოგვწონს, ზოგი არ მოგვწონს, მაგრამ ეს ფაქტია. სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი წელი და ნორმად იქცა, რომ არის დახურული შეხვედრები, დისკუსიები და ვალდებულებები, რაც ჩვენთვის არ არის ცნობილი.

მერე აღმოჩნდა, რომ ეს პირველი შემთხვევა  არ არის, და არა მხოლოდ ამ პრეზიდენტის დროს. ეს ადრეც ხდებოდა. ჩვენ სიამაყით ვაცხადებთ, რომ გვაქვს 100-ზე მეტი შეთანხმება რუსეთის ფედერაციასთან სხვადასხვა სფეროში, დაწყებული თავდაცვის შესაძლებლობებიდან,  რესპუბლიკის ეკონომიკურ განვითარებამდე.

ჩვენ ყოველთვის ვამტკიცებთ, რომ ეს შეთანხმებები მუშაობს და ხორციელდება. მაგრამ მერე აღმოჩნდება ხოლმე, რომ ჩვენგან ახალ პირობებს ითხოვენ , რაც ადრე არ იყო ცნობილი. თუ პროტოკოლს გადავხედავთ, ირკვევა, რომ შეხვედრა იოლი არ ყოფილა. თუ ხელისუფლება ჩათვლიდა დოკუმენტს ყალბად, მაშინვე გამოაცხადებდა. მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა. მართალი გითხრათ, როცა ეს პოსტი დავწერე, უკვე ვიცოდი, რომ ის ყალბი არ იყო, თუმცა მინდოდა, ყალბი ყოფილიყო. მე, როგორც ქვეყნის პატრიოტი, ვფიქრობ აფხაზეთის მომავალზე. ბევრი სირთულე გავიარეთ, მათ შორის სისხლისმღვრელი ომი.

მძიმე ბლოკადის მიუხედავად გადავრჩით. როგორც ჩანს, უკვე გავიდა დრო, როცა სწრაფად უნდა წავიდეთ წინ, მაგრამ, როგორც ირკვევა, ვიღაცას არ მოვწონვართ. თუ ფიქრობთ, რომ ეს პირველი შემთხვევაა, ახრა არ მოგვცემს ტყუილის თქმის საშუალებას.  პარლამენტში მას აფხაზეთის კურატორს უწოდებდნენ. ცნობილი სურკოვი, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობისას, ასევე ხშირად ცდილობდა ურთიერთობას ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობასთან და პარლამენტთან.

ერთი ძალიან უსიამოვნო შეხვედრაც კი გვქონდა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის იმდროინდელ  ხელმძღვანელის მოადგილესთან, რომელმაც ღიად გვითხრა, რომ ჩვენ, აფხაზებმა, ვისარგებლეთ რუსეთის სირთულეებით და  შევაპარეთისეთი  შეთანხმება, რომელზეც რუსული მხარე იძულებული გახდა დათანხმებულიყო.

ეს აბსურდია. აფხაზეთი ასე მარტივად ვერ გააკეთებს მსგავს რამეს. მე ვუთხარი, რომ ხელშეკრულება ხელმოწერილი  და რატიფიცირებული იყო  პრეზიდენტების მიერ. მან უპასუხა, რომ ხელმოწერის შემთხვევაშიც, ყველა საკითხი ადგილობრივად წყდება. სამწუხაროდ, ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ შეზღუდული შესაძლებლობებით და ძალიან რთულია ვინმესთვის  წინააღმდეგობის გაწევა. მაგრამ თუ ამას არ გავაკეთებთ, ყველაფერს დავკარგავთ.

ჩვენ ვართ ხალხი, რომელმაც იცის როგორ გამოხატოს საკუთარი თავი და ამის გამო ისტორიაში ასჯერ მოგვეკითხა, ჩვენ არ ვართ თავმდაბალი მსახურები. თუ რამე არ მოგვწონს, ამაზე ღიად ვსაუბრობთ და ჩვენს საზოგადოებაში  ამის  ანტირუსულ განწყობად გადაქცევა და წარმოჩენა  არასწორია.

ჩვენ ასევე გვიყვარს ჩვენი საზოგადოება. აფხაზური საზოგადოება ყოველთვის განთქმული იყო წყენისადმი მგრძნობიარობით. რატომ ვერ მიაღწიეს ქართველებმა წარმატებას? ალბათ მეტად მობილურები. ვიყავით. რუსეთის ფედერაციისთვის ამ რთულ პერიოდში, როდესაც მას ბევრი პრობლემა აქვს, მათ შორის უკრაინის ომთან დაკავშირებული,ჩვენ ვაგრძელებთ მტრების ძიებას შიგნით.

მე არ ვიცნობ ჩვენს ტერიტორიაზე მცხოვრებ აფხაზეთის არცერთ მოქალაქეს, რომელიც შეიძლება ღალატში იყოს ეჭვმიტანილი. თუ ვინმე იცნობს ასეთ ადამიანს, მოდით, გენერალურ პროკურატურაში მისცეს ჩვენება. ჩვენ ვერ  მივიღეთ  გაკვეთილი იმისგან, რაც გადაგვხდა 30 წლის წინ და ეს მაშინებს.

ომის შემდეგ  ვლადისლავ არძინბამაც  კი არ გაამახვილა ყურადღება ქვეყნის შიგნით პოტენციურ მტრებზე, რათა წინ წასულიყო. ასეთი საკითხები სახელმწიფო დონეზე არ განიხილებოდა. დღეს შოკირებული ვარ, როცა ვხედავ ღალატსა და ანტირუსულ განწყობებში ბრალდებებს.

როგორ შეიძლება იყოს ანტირუსული განწყობები აფხაზეთში, სადაც პრეზიდენტ პუტინს მოქალაქეების 95-98% პატივს სცემს? ეს არ არის უსაფუძვლო განცხადებები, არამედ არის  არჩევნების შედეგები და დამოკიდებულება ამ ადამიანის მიმართ. თუ აფხაზეთის მოქალაქეებს, რომლებიც ასევე რუსეთის მოქალაქეები არიან, ასეთი დამოკიდებულება აქვთ რუსეთის ფედერაციის ლიდერის მიმართ, რატომ  ეძებენ და იგონებენ მტრებს?

ყველაზე მეტად მომწონს ის, რომ შექმნილი ვითარება მეტყველებს იმ თანამდებობის პირების მუშაობის მნიშვნელობაზე, რომლებმაც უნდა გააცნობიერონ თავიანთი პასუხისმგებლობა.  მაღალ თანამდებობებზე მყოფმა ბევრმა თანამდებობის პირმა უნდა გააცნობიეროს, რომ მათი მუშაობა რთულია და მოითხოვს ხალხის და სახელმწიფოს ინტერესების დაცვას. რუსეთის ფედერაციის ინტერესები შეიძლება ზოგჯერ არ ემთხვეოდეს ჩვენს ინტერესებს, მაგრამ ჩვენ გვაქვს უფლება დავიცვათ საკუთარი ინტერესები.

ლეუან ლაგულაა. მე ვფიქრობდი, რომ ჩვენი ქვეყანა არსებობს ამ ინტერესების დასაცავად.

ასლან კობახია. ჩვენ ვიბრძოდით, რომ საკუთარი ინტერესები გვქონოდა. ჩვენ გვაქვს და გვექნება ისინი, მიუხედავად ვინმეს სურვილისა.

ლეუან ლაგულაა.  შემდეგ საკითხზე გადავალ. ასლან კობახიამ უკვე ახსენა რთული გეოპოლიტიკური და რეგიონული ვითარება.

საქართველოში  საარჩევნო პერიოდისა  და სხვა ფაქტორების ფონზე, აფხაზეთში ანტირუსული განწყობის ძიების მცდელობები ახალი არ არის. ამის შესახებ პრეზიდენტმა ტელეკომპანია „რასია 24“-ის ეთერში ისაუბრა.ბიჭვინთისა  და აპარტამენტების საკითხებთან  დაკავშირებული რიტორიკა, წარმოდგენილია, როგორც სავარაუდო ანტირუსული ისტერიის საწინააღმდეგო მოქმედება.

 გამოდის, რომ ხალხის ნაწილი რეალურად ხდება სამიზნე. საკითხი დგას ასე, რომ მცდელობაა ოპოზიციონერ დეპუტატებს ჩამოერთვათ რუსეთის მოქალაქეობა და, ფაქტობრივად ისინი  გახდნენ  პერსონა ნონ გრატა რუსეთში, რაც მინიმუმამდე ამცირებს კონტაქტებს დეპუტატთა კორპუსთან და ზეწოლას ახდენს შიდა პოლიტიკურ მოვლენებზე სახელმწიფოთაშორისი კავშირების გამოყენებით.

ახრა ბჟანია. საგარეო პოლიტიკის ბერკეტების გამოყენება შიდა ოპონენტებთან საბრძოლველად , სისუსტის და ზოგჯერ სისულელის ნიშანია. მე ყოველთვის არ ვპასუხობ კითხვებს მაშინვე, მაგრამ ვუბრუნდები მათ.

ვშიშობ, რომ ჩემი გამოსვლის შემდეგ ზოგიერთებმა  ანტირუსულ  განწყობების კატეგორიაში არ  დამაყენოს. ბევრი დისკუსია იყო ინტერნეტში, საზოგადოებაში, სანაპიროზე და ოჯახებში ამ პროტოკოლის შესახებ. რამდენად რეალურია პროტოკოლში ჩამოთვლილი პუნქტები? თუნდაც პროტოკოლი არ ყოფილიყო, რამდენად შეესაბამება ეს პუნქტები აფხაზურ-რუსულ ურთიერთობების რეალურ მდგომარეობას? ვშიშობ, რომ  ასეა.

მეჩვენება, რომ რუსული პოლიტიკური ელიტის მნიშვნელოვანი ნაწილი აფხაზეთს სრულიად  მასზე დამოკიდებულ და დავალებულ  ტერიტორიად მიიჩნევს, რომელიც ვერ შეასრულებს საერთაშორისო სამართლის სუბიექტის ფუნქციებს – ვერც ეკონომიკურად და ვერც სამხედრო თვალსაზრისით. შესაბამისად, ის მოკლებულია საკუთარი დღის წესრიგის უფლებას და რაც  დაკისრებული აქვს,   ვალდებულია   ის მიიღოს.

ჩვენი დისკუსიები დემოკრატიისა და სუვერენიტეტის შესახებ მეორეხარისხოვნად აღიქმება. საინტერესოა, რომ ჩვენი პრეზიდენტი ამ მიდგომას იზიარებს ან იძულებულია გაიზიაროს.

ეს არის რეალური მდგომარეობა. შეგვიძლია ამაზე თვალი  დავხუჭოთ, ან ანტირუსულ განწყობებში დამადანაშაულოთ, მაგრამ ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ.

აქაც არ არის საჭირო პროტოკოლი. საკმარისია გადავხედოთ რუსეთის პოლიტიკური ისტებლიშმენტის ნაწილის ზეწოლას ჩვენს ეროვნულ უფლებებზე და როგორ ატარებს ჩვენი პრეზიდენტი ამ ხაზს  და მიხვდები რომ მართალი ვარ.

მზად ვართ  მივიღოთ ის ფაქტი, რომ  ჩვენი პოლიტიკური ელიტა, პრეზიდენტის სახით, ასევე ზოგიერთი, მე ხაზგასმით აღვნიშნავ, ზოგიერთი ჩვენი მეზობლებიდან და მეგობრებიდან , გვხედავენ როგორც კვაზი-სახელმწიფოს. ვფიქრობ, რომ აფხაზეთის მოქალაქეები ამისთვის მზად არ არიან.

ლეუან ლაგულაა:  მინდა დავაზუსტო დეტალები დღევანდელი ბრიფინგიდან, რომელსაც მივუბრუნდებით, რადგან იქ მნიშვნელოვანი პუნქტები იყო. ჩვენ მივიღეთ გარკვეული ვალდებულებები და ამ ვალდებულებების შეუსრულებლობამ შეიძლება გამოიწვიოს სანქციები. კერძოდ, ეს ეხება აფხაზეთში გარკვეული ფინანსური ნაკადების შეჩერებას, რაც განპირობებულია იმით, რომ ჩვენ არ შევასრულეთ ეს ვალდებულებები. იგულისხმება, რომ ეს ეხება აფხაზეთს. მაგრამ ვინ იღებს პასუხისმგებლობას?

ახრა ბჟანია:  ავხსნი. პირველივე დღიდან, რაც საზოგადოებამ შეიტყო პრეზიდენტისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის ასეთი შეთანხმებების შესახებ, აფხაზეთში ამ ინიციატივების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება გაჩნდა. გაიმართა საპროტესტო აქციები, მრგვალი მაგიდები, მიტინგები, ქვეყნდებოდა სტატიები და პოსტები, იმართებოდა პრესკონფერენციები. თუ ვინმე ყურადღებით ადევნებს თვალს აფხაზეთის შიდა პოლიტიკურ ცხოვრებას, უნდა მიხვდეს, რომ საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი ამ ინიციატივებს აკრიტიკებს.

პოლიტიკოსებმა, საზოგადოებამ და ჟურნალისტებმა განაცხადეს, რომ ეს ჩვენთვის მიუღებელია და არ შეგვიძლია დავუშვათ  იმ  ინიციატივების წახალისება,  რომელიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება. ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ ისეთი რამის განხორციელება, რამაც შეიძლება გაგვანადგუროს, როგორც სახელმწიფო. ამიტომ, მიუღებელია იმის თქმა, რომ პრეზიდენტმა გააფორმა შეთანხმება, რომელიც ეწინააღმდეგება აფხაზეთის მოქალაქეების ინტერესებს.

აფხაზეთის მოქალაქეებმა არაერთხელ დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია და ასეთი შეთანხმებები არალეგიტიმურია. მაგალითად, ისტორია აპარტამენტებთან დაკავშირებით.  ეს იყო მნიშვნელოვანი პროექტი ასლან  ბჟანიასთვის, რომელიც მან საჯაროდ წარადგინა. საზოგადოებამ უარყო ეს პროექტი, რადგან იგი გრძელვადიან ეროვნულ ინტერესებთან შეუთავსებელი იყო. როგორ შეგიძლიათ შეასრულოთ შეთანხმება, რომელიც თავად საზოგადოებამ უარყო?

ლეუან ლაგულაა: ჩვენ  რთულ მდგომარეობაში ვართ. პროტოკოლში  მითითებული პუნქტები უკვე იწყებს განხორციელებას. ზოგი გულისხმობს უშუალო ვალდებულებებს, ზოგი კი არა.  დღეს დადასტურდა, რომ თანადაფინანსება წყდება. იყო გარკვეული პირობები.  მთავრობამ, ასლან ბჟანიას წარმომადგენლობით, ხელი უნდა შეუწყოს რამდენიმე კანონპროექტის მიღებას, რომელიც ეხება აპარტამენტებს, ინვესტიციებს და ა.შ.

თუ პრეზიდენტის აფხაზეთში დაბრუნების შემდეგ კვლავ დაიწყება აპარტამენტების  და ინვესტიციების  შესახებ ინიციატივები, ეს იქნება წარმოდგენილი ისე, რომ თუ ჩვენ არ გადავდგამთ საჭირო ნაბიჯებს, ამას  მოჰყვება ელექტროენერგიის კომერციული ფასი  და მოქალაქეობის ჩამორთმევა გარკვეული პირებისთვის.

აქვს თუ არა პრეზიდენტად დარჩენის უფლება ადამიანს, ვინც თავისი ქმედებებით ხალხს და დეპუტატებს ასეთ მდგომარეობაში აყენებს?

ასლან კობახია: მოდით ამ საკითხს მეორე მხრიდან შევხედოთ. ჩემი გადასაწყვეტი არ არის, აქვს თუ არა ვინმეს უფლება დარჩეს პრეზიდენტად. ამ საკითხს სხვა კუთხით მინდა მივუდგე. შესაძლოა, რუსეთის ფედერაციაში ბევრს არ ესმის, რომ აფხაზეთის საკანონმდებლო შტო ხელისუფლების ცალკე შტოა.და აფხაზეთის პარლამენტი ცალკეული ჩინოვნიკებისა თუ ოლიგარქების სურვილს ვერ ასრულებს. აფხაზეთის პარლამენტი ასახავს აფხაზი ხალხის ნებას. თუ პროექტები საინტერესოა ჩვენი ხალხისთვის და ხელს შეუწყობს მათ განვითარებას,  მხარს დაუჭერენ. თუ არა და არ მიიღებენ.

მე ცოტა ხნის წინ  აფხაზურ ტელევიზიასთან  ინტერვიუში აფხაზურ ენაზე  ავხსენი, რა არის აღმასრულებელი, საპრეზიდენტო და საპარლამენტო უფლებამოსილებები. ვლადისლავ არძინბას დროსაც კი  ეს სქემა იყო შემუშავებული:  ჯერ ირჩევენ პრეზიდენტს, შემდეგ ორი-სამი წლის შემდეგ ირჩევენ პარლამენტს.

საწყის ეტაპზე ახლადარჩეული პარლამენტი ძირითადად მხარს უჭერს პრეზიდენტს, რომელიც, როგორც წესი, გავლენას ახდენს დეპუტატების არჩევაზე. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ პარლამენტი, ყოველ შემთხვევაში, პირველ ეტაპზე, პრეზიდენტის კონტროლის ქვეშ იმყოფება. მაგრამ დროთა განმავლობაში დეპუტატები უფრო დამოუკიდებლები ხდებიან და იწყებენ მოქმედებას ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენი პარლამენტი უკვე მესამე  წელია მუშაობს, დეპუტატები ჩამოყალიბდნენ და გაძლიერდნენ.

ისინი ხედავენ და ესმით საკუთარი პასუხისმგებლობა ამომრჩევლის წინაშე და ვერ აიღებენ ვალდებულებებს ისე, როგორც ამას პრეზიდენტი ან სპიკერი აკეთებს.  კანონპროექტების შესახებ საზოგადოების, ინტელიგენციის ომის ვეტერანების  უარყოფითი დამოკიდებულება მას შემდეგ გამოიკვეთა, როდესაც გაირკვა რომ დეპუტატები პროექტს მხარს არ უჭერდნენ,

ჩანს, რომ დეპუტატების დონეზე ყველაფერი გაჩერდა და ისეთი მუქარა, როგორიცაა მოქალაქეობის ჩამორთმევა, არ უშველის. დამიჯერეთ, მომხდარის შემდეგ,  მართალია, დიდი ხნის წინ ჩამოვშორდი პოლიტიკას და არ მინდა შიდა საკითხებში ჩაღრმავება. ახლა ჩვენ განვიხილავთ არა მხოლოდ შიდა საკითხებს, არამედ ჩვენს მომავალ განვითარებას. ეს კრიზისი  ჭკვიანურად უნდა დავძლიოთ და გვესმოდეს, რომ ჩვენ რომც გვინდოდეს, რუსეთის ფედერაციას ვერ გავექცევით, რადგან მეზობლები ვართ. ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ რუსეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, დიდი შესაძლებლობების მქონე გიგანტი. მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ  შევდექით დამოუკიდებელ სახელმწიფოდ რუსული პოლიტიკური ელიტის ნების საწინააღმდეგოდ. თითქოს  რაღაც ეტაპზე გაჩნდა უკანონო შვილი, რომელიც  ბოლოს და ბოლოს უნდა ეცნოთ, რაც მოხდა კიდეც.

ჩვენ გვინდა მეტი, გვჯერა, რომ გვაქვს ამის კანონიერი უფლება. ეს ადრეც მითქვამს, მაგრამ მინდა გავიმეორო: ჩვენ ვკვდებოდით ამ ქვეყნისთვის. ჩვენ არ გვჭირდება საკუთარ  ტერიტორიაზე ხელით ტარება.  ჩვენ გვაქვს მილიონი საკუთარი შეცდომა და ნაკლი.

თუმცა დღეს, როცა პროტოკოლი  ვნახე, იმ მომენტში მომინდა  პარლამენტის წევრი ვყოფილიყავი. სერიოზულად, ჩემი მეგობრების ხსოვნის პატივსაცემად დიდ პატივად მივიჩნევდი ეს რომ  ჩემი ხალხის ინტერესებში  შედიოდეს.

მე შეიძლება ჩამომერთვას დიდი ქვეყნის მოქალაქეობა, რომელსაც გულწრფელად პატივს ვცემ და ვაფასებ, მაგრამ  თუ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა  ჩემი ხალხის ინტერესების გამო ჩამომერთმევა, მე მაინც ავირჩევდი აფხაზეთის მოქალაქეობას.  თითოეული დეპუტატისა და აფხაზეთის მოქალაქისთვის მთავარია დამოუკიდებელი აფხაზეთის  მოქალაქეობა, რომელსაც აქვს თავისი ინტერესები.

ლეუან ლაგულაა: პატარა შენიშვნა მინდა გავაკეთო. თქვენ ახსენეთ აფხაზეთის მოქალაქეობა. ჩვენს პასპორტებში აფხაზურ ენაზე წერია „აფსუა“ და „ახაცა“ (აფხაზი და კაცი). ეს ხაზს უსვამს  ვალდებულებებს მოქალაქეობის წინაშე. როცა ამას კითხულობ, ხვდები, რამდენად სერიოზულია ვალდებულებები აფხაზეთის მოქალაქის წინაშე.

ასლან კობახია:  ჩვენ მრავალი წელია ვმსჯელობთ რა უნდა გაკეთდეს, მაგრამ ჯერ არაფერი შეცვლილა. ჩვენ გვაქვს უზარმაზარი და არაეფექტური ბიუროკრატია. ჩვენ უნდა გავამახვილოთ ყურადღება ისეთ მნიშვნელოვან ასპექტებზე, როგორიცაა ჯანმრთელობა და განათლება. თუ საკმარისი თანხა არ გვაქვს, საჭიროა სახელმწიფო აპარატის ოპტიმიზაცია და უფრო მობილური და ეფექტური სტრუქტურის შექმნა, რომელსაც აფხაზეთის ბიუჯეტი გაუძლებს. ასევე მნიშვნელოვანია ენერგეტიკის სფეროსთვის  ყურადღების მიქცევა. ცოტა ხნის წინ გავიგე, რომ ელექტროენერგიის გადასახადში მნიშვნელოვანი დავალიანება გვაქვს.

მოვისმინე ინტერვიუ ენგურჰესის დირექტორთან,  ლევან მებონიასთან და აფხაზეთი, რომლის მოსახლეობაც 230-250 ათასი ადამიანია, იმდენივე ელექტროენერგიას მოიხმარს, რამდენსაც თბილისი, სადაც 1,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ეს სერიოზული პრობლემაა და ჩვენმა ხელმძღვანელობამ ამას ყურადღება უნდა მიაქციოს. რეალობა ისაა, რომ ჩვენ დენთის კასრზე ვსხედვართ.

რუსებს ესმით რა ხდება ჩვენთან, ხედავენ როგორ ვიპარავთ ელექტროენერგიას, რომ მცირე მოსახლეობით მაღალი მოხმარება გვაქვს. რატომ გვჭირდება ელექტროენერგიის ყიდვა რუსეთიდან, როდესაც ჩვენ შეგვიძლია სრულად უზრუნველყოთ საკუთარი თავი?

ლეუან ლაგულაა: გეთანხმებით. მაგრამ როდესაც თქვენ ამბობთ “ჩვენ”, თქვენ ნამდვილად არ გვგულისხმობთ ჩვენ.

ასლან კობახია:  რა თქმა უნდა, არა. მე ვსაუბრობ უფრო ფართო კონტექსტზე, ყველა ჩვენგანზე. როდესაც სერგეი შამბა ამბობს, რომ “ჩვენ ავიღეთ ვალდებულებები”, ეს აჩენს კითხვებს.თუ რაიმე ვალდებულება აიღეთ ჩვენი სახელით, მაშინ გულწრფელად უნდა თქვათ, რომ სიტუაცია რთულია. აფხაზეთის სტრატეგიულ ინტერესებზე საუბრისას მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ვინც ასეთ ვალდებულებებს იღებს, უნდა ესმოდეს შედეგები და გულწრფელად განაცხადოს, რომ ამ ვალდებულებებს ვერ ასრულებს. დიახ, და თუ ვინმე რთულ მდგომარეობაში ჩავარდა, ღიად უნდა თქვას. ჯერ ზუსტად არ ვიცით, რა ვალდებულებები აიღეს. ყველაფერი ნათელი რომ ყოფილიყო, ასეთი გაუგებრობებს თავიდან ავიცილებდით.

თუ ჩვენი სახელით რაიმე ვალდებულება იქნა აღებული,  გულწრფელად უნდა ითქვას  ხალხთან: “კუთხეში მიმაყენეს, ასეთია ჩვენი  მდგომარეობაა”. ბოლო დროს ხშირად ქვეყნდება დიდი ვლადისლავ არძინბას განცხადებები,  სადაც ის გარკვევით ამბობს: „ჩვენ არასოდეს და არავითარ შემთხვევაში არ დავიხევთ უკან აფხაზეთის სახელმწიფოს სტრატეგიულ ინტერესებისგან“. ეს თქვა პრეზიდენტმა და  ყველას ეს უნდა ეთქვა. ვისაც დეპუტატობა ან პრეზიდენტობა სურს, უნდა მიხვდეს, რომ ეს სახიფათო და რთული სამუშაოა.

ვინც ასეთ თანამდებობას იკავებს, უნდა გააცნობიეროს, რომ თუ მას წაუყენებენ სახელმწიფოს ფუნქციონირებასთან შეუთავსებელ მოთხოვნებს, გულწრფელად უნდა უთხრას ხალხს.  ეს ადრეც უნდა ეთქვა. თუ ვერ ასრულებ და არ გინდა ვალდებულებების შესრულება, ეს თავიდანვე უნდა გეთქვა.

პროტოკოლის შესახებ  გავრცელდა ინტერნეტში და ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით რა არის ჩვენი ვალდებულებები. სერგეი შამბა ამბობს, რომ ღიად თქვან, სხვა რა ვალდებულებები გვაქვსო.

ლეუან ლაგულაა:  როგორც ჩანს სია გრძელია. მინდა შევეხო თემას, კიდევ ერთხელ ვახსენებ გამოსვლის სხვა ნაწილის, რომ  შეინიშნება აფხაზურ-რუსული ურთიერთობების გაუარესებაა. დღეს სერგეი  შამბამ  ფაქტობრივად განაცხადა, რომ ჩვენ ერთად უნდა ვიპოვოთ გამოსავალი ამ სიტუაციიდან. რამდენად შევძლებთ ამას, უცნობია. მაგრამ როგორ შეუძლია ქვეყანას  დაძლიოს ურთიერთობების  გაუარესება?

ჩვენ ვიცით ამ გაუარესების ხელშემწყობი ფაქტორები. რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის, რომ  თუნდაც პრეზიდენტებს არ შეეძლოთ მსგავსი ვალდებულებების აღება. იქნებ მიდგომები და პრინციპები უნდა შეიცვალოს?

 ახრა ბჟანია: როგორც ჩანს აშკარაა, რომ  დადგა დრო აფხაზეთ-რუსეთის ურთიერთობების რეფორმირებისა. მე არ ვგულისხმობ გლობალურ სტრატეგიულ ცვლილებებს, არამედ ერთობლივი პროგრამებისა და პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებას.აფხაზურმა მხარემ მკაფიოდ უნდა განსაზღვროს, თუ როგორ აპირებს აფხაზეთის ხელმძღვანელობა მომავალში  დამოუკიდებელი სახელმწიფოს პროექტის განხორციელებას.

თუ ეს ასეა, მეზობლებთან ურთიერთობები ამ პრიორიტეტებზე დაყრდნობით  უნდა დაამყაროთ.  ჩვენ გვაქვს ვალდებულებები კეთილმეზობლობის, მოკავშირეობისა და კულტურული კონტაქტების კუთხით. მაგრამ ეს ვალდებულებები არ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს ჩვენს ფუნდამენტურ ინტერესებს.

აფხაზეთის მოქალაქეებს უფლება აქვთ განსაზღვრონ საშინაო პოლიტიკა და დაგეგმონ კონტაქტები გარე სამყაროსთან, მათ შორის სამხედრო განვითარების დემოკრატიის განვითარების, სასამართლოსა  და სახელმწიფო მშენებლობის სხვა ასპექტების მიმართულებით. რა თქმა უნდა, არის სიტუაციები, როდესაც მეზობლები ან პარტნიორები მხარს უჭერენ ერთმანეთს, განსაკუთრებით თუ მათი ინტერესები თქვენს ინტერესებს ემთხვევა. კლასიკური მაგალითია აშშ და ისრაელი. ისრაელი არ არის ღარიბი ქვეყანა. რა საჭიროა მისი მხარდაჭერა?

არა მგონია, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერდეს ისრაელს რათა რაიმე სახის პრეტენზიები წაუყენოს . ისინი მხარს უჭერენ ისრაელს, რადგან ის არის შეერთებული შტატების გლობალური ინტერესების ფორპოსტი ახლო აღმოსავლეთში.  მეჩვენება, რომ აფხაზეთიც, გარკვეული გაგებით, ამ საერთო ინტერესების ფორპოსტია. აფხაზეთი უფრო ფართოა ვიდრე აფხაზურ-ადიღეური სამყარო, რუსეთის ფედერაცია და შესაძლოა თურქეთის რესპუბლიკა. ამ რეგიონში, შავი ზღვისა და აფხაზეთის რეგიონში, არ არის საჭირო ჩვენი მნიშვნელობის შემცირება.  და არ არის საჭირო თავზე ფერფლის დაყრა, რომ პატარები ვართ, უბედურები და უსარგებლოები.

ეს არასწორია. ეს არის ტენდენცია, რომელიც დღეს, მათ შორის რუსეთის ისტებლიშმენტშიც  შეინიშნება, რომ  აფხაზეთი არის  რაიმე კვაზი-სახელმწიფო, ან რაღაც ისეთი, რომელსაც არ შეუძლია დამოუკიდებლობის  საკითხის გადაჭრა და ა.შ.

ამას  მტკიცედ უნდა შევეწინააღმდეგოთ.ჩვენთვის არავის მოუცია ჩვენი სახელმწიფო, არავის  შეუქმნია. ჩვენ ამისთვის ვიბრძოდით საბჭოთა კავშირის დაშლამდე, ომის დროს და ომის შემდეგ.  ამჟამინდელი მოკავშირეების ჩათვლით. ეს პირველი.  მეორე- აფხაზური სახელმწიფო წარმოადგენს აფხაზურ-ადიღეურ სამყაროს.

და გარკვეული გაგებით, ეს არის საერთო აფხაზურ-ადიღეური პროექტის განხორციელება. აქ არის კონცენტრირებული ჩვენი ტერიტორიები, აფხაზეთის ტერიტორიები და დიდი აფხაზურ-ადიღეური სამყაროს ინტერესები. ეს ჩვენი საერთო პროექტია. და არც ეს უნდა დავივიწყოთ.

მას აქვს უზარმაზარი პოტენციალი: კულტურული, დემოგრაფიული, ტექნიკური, საგარეო პოლიტიკა. საჭიროა მისი განვითარება. მესამე- ჩვენი მნიშვნელობა გამომდინარეობს რუსეთის ფედერაციასთან ჩვენი ურთიერთობის ორმხრივად მომგებიანი ქსელიდან. ეს ურთიერთსასარგებლო ურთიერთობაა. მანამდეც კი, სანამ რუსეთის ფედერაცია გვაღიარებდა,  ჩვენ აქ ვატარებდით სამუშაოს, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ჩვენი მეზობლის სტრატეგიული უსაფრთხოებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ცდილობდა  ჩვენს მოქცევას საქართველოს  ფარგლებში.

 ჩვენ შევდექით როგორც სახელმწიფო.  ჩვენი ეკონომიკა, საგარეო პოლიტიკა, კულტურა, განათლება, დემოკრატია და პრესა შესაძლოა  ჩვენს მეზობლებზე უკეთესადაც მუშაობს.   ზოგადად მთელ ამ რეგიონს ვგულისხმობ. ამიტომ, არ არის საჭირო ისეთი რამ შემოგვთავაზონ, რამაც შეიძლება დაგვამციროს ან ეწინააღმდეგებოდეს ჩვენს მომავალ  მისწრაფებებს.  აფხაზეთში არ არსებობს ისეთი პრეზიდენტი, რომელსაც შეუძლია ხელი შეუწყოს  იმას, რაც  ეწინააღმდეგება ჩვენს ინტერესებს. ამას ვეუბნები ჩვენს მეგობრებს. შეგიძლიათ ეს ანტირუსულ განცხადებად მიიჩნიოთ, მაგრამ მე ვიქნები ყველას  წინააღმდეგი , ვინც ხელს უშლის ჩვენს განვითარებას და შემოგვთავაზებს ისეთ  პროექტებს, რომლებიც ეწინააღმდეგება ჩვენს ფუნდამენტურ ინტერესებს.

მინდა მივმართო ჩვენს ხელისუფლებას, კერძოდ კი პრეზიდენტს, რომ არ არსებობს ძალა, რომელსაც შეუძლია აქ ისეთი ინტერესების გატარება, რომლებიც ეწინააღმდეგება ჩვენს ფუნდამენტურ ინტერესებს.

ასლან კობახია: მინდა ცოტა გავაგრძელო. ხშირად ვამბობთ, დღესაც უშიშროების საბჭოს მდივანი ამბობდა “რა გააკეთა აფხაზეთმა?” ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, მაგალითად, 1993 წლის 30 სექტემბრიდან  2008 წლის აგვისტომდე, როდესაც რუსეთმა აღიარა აფხაზეთის დამოუკიდებლობა. ჩვენ ამას ვაკეთებდით მთელი ამ წლების განმავლობაში და ვაგრძელებთ დღემდე. ვიმედოვნებ, რომ ეს ისტორიულად ყოველთვის  ასე გაგრძელდება, რომ აფხაზეთის ტერიტორიიდან რუსეთის ფედერაციას საფრთხე  არასოდეს დაემუქრება.

 ჩვენ ვხედავთ, უკრაინელები კურსკის ოლქის ტერიტორიაზე შევიდნენ და 15-20 კილომეტრით მიიწევენ.  მე ვეცნობი ანალიტიკას და თუ ახალ წლამდე მათ კურსკის რეგიონს დაატოვებინებენ, კარგი იქნება.

ჩვენ ყველანი საფრთხის ზონაში ვართ 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში.  საქართველო ახლაა  ჩუმად არის, უკეთესი დროების მოლოდინშია. შეშლილი სააკაშვილის დროს, ნატო ენგურის გასწვრივ ისე დადიოდა, როგორც სურდა. ახლა ბევრნი არ არიან.

რადგან მათ ეს კარგად იციან და ესმით. დიახ, მესმის, რომ დღეს რუსეთის ფედერაცია აფხაზეთში წარმოდგენილია სასაზღვრო ჯარით,  მეშვიდე სამხედრო ბაზით. რუსეთის ფედერაცია  სრულად არის წარმოდგენილი აფხაზეთში. რა პრობლემაა?

 სადმე ჩანს, რომ ამ სამხედროებს  ვინმემ შეურაცხყოფა მიაყენა ან შეავიწროვა? მილიონი  ადამიანი ჩამოდის რუსეთიდან  აფხაზეთში,  შეიძლება იქ  ვიღაც ნაძირალამ  რაღაც მოიპარა, მაგრამ ხალხი სიამოვნებით მოდის აფხაზეთში.

ეს ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის ის ფრაგმენტია, სადაც ხალხი მეგობრულად და ჰარმონიულად ცხოვრობდა.მაგრამ ისევ და ისევიმისთვის, რომ რუსეთის ფედერაციის საზღვრებიდან საფრთხე განდევნილიყო, ჩვენმა ათასობით მოქალაქემ თავი გასწირა.

არ მინდა სიღრმეებში წასვლა. მაგრამ,  რომ არა რუსეთის მხარდაჭერა საქართველოსთვის, ჩვენი ომი წელიწადსა და ორ თვეს კი არ  გაგრძელდებოდა, ორ თვეში დავასრულებდით. ეს გვახსოვს. მაგრამ ეს არ არის დასაწყისი, ეს უკვე ისტორიაა.

დღეს ჩვენ, როგორც იქნა, ამოვისუნთქეთ, სულ სხვა ურთიერთობა გვაქვს და აღმოჩნდა, რომ  თურმე რაღაც კომერციული  პროექტები  ვერ გავიდა ჩვენს პარლამენტში და უცებ დაიწყეს აფხაზეთის მუხლებზე გადამტვრევა.

მე ვფიქრობ, რომ ეს არის დანაშაული აფხაზურ-რუსულ ურთიერთობებთან მიმართებაში. ზოგიერთი პროექტი შეიძლება არ შედგეს. არ შედის აფხაზეთის ინტერესებში. ასე გადაწყვიტა პარლამენტმა. და შემდეგ იქ ვიღაც თანამდებობის პირი თითს გაიშვერს, რომ ამათ და ამათ  მოქალაქეობას  ჩამოართმევს. რა იქნება ხვალ?  დახვრეტას  გადაწყვეტენ? 

ლეუან ლაგულაა:  ვფიქრობ, ნაწილობრივ გეთანხმებით. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ვინ და როგორ წარმოადგენს აფხაზეთის ინტერესებს.

ასლან კობახია:  მე ამას ვერ ვხედავ.   არის რაღაცები, როცა  მაქვს პრინციპი და უნდა მოვისმინო ან ვნახო.   მესმის, რომ როდესაც ვხედავთ რუსულ მხარეს, როცა იქ მივდივართ, ბევრ ზედმეტ რამეს ვამბობთ.

 მე ეს   გამოცდილებიდან ვიცი, მესმის ეს ყველაფერი. ყველა ფიქრობს, რომ რუსეთი დიდია,  რაღაც ვთქვით, შეიძლება  არ ახსოვთ.  არა, იქ ყველას ახსოვს, იქ ყველას ესმის. აქ გეთანხმები.  თუ ასეთი ვალდებულებები გაქვთ აღებული, როგორც ადრე ვთქვი, გულწრფელად უნდა უთხრათ ხალხს წინასწარ.

ლეუან ლაგულაა:    თუმცა  ხალხს სხვა რამეს ეუბნებიან.

ასლან კობახია: და რა მოხდა გამოსვლისას?  

ლეუან ლაგულაა:   ახრა, თქვენ და ასლანმა თქვით, რომ  არარეალურია იმ ვალდებულებების აღება, რომელიც ლახავს აფხაზი ხალხის ინტერესებს და მათი განხორციელება შეუძლებელია.

ახრა ბჟანია: ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ შეიძლება ჩაითვალოს პირი, რომელიც იღებს ვალდებულებებს, რომლებიც ეწინააღმდეგება მისი მოქალაქეების ინტერესებს.ლეგიტიმაცია, ლათინურად ნიშნავს ნდობას, გარკვეული იდეების მხარდაჭერას, უფლებამოსილების დელეგირებას. ლეგიტიმაცია მთავრდება იქ,  სადაც მოქალაქეების ინტერესებთან წინააღმდეგობა იწყება.    

თუ თქვენ ხელს უწყობთ პროექტს, რომელიც სრულიად ეწინააღმდეგება ჩვენს სამომავლო გეგმებს, ჩვენს სამართლებრივ და ეკონომიკურ უფლებებს, ჩვენს პერსპექტივებს, როგორც სუვერენულ ერს, თუნდაც ჩვენს კეთილმეზობლურ ურთიერთობებს, ეს აუარესებს ურთიერთობას მეზობლებთან. როგორ შეიძლება ამის შემდეგ პრეზიდენტი დარჩეს  ლეგიტიმურად?   არ არის საჭირო ჩვენი ინტერესების საწინააღმდეგო ინტერესების წახალისება.  თუ იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი, ზუსტად ვერ შევაფასებ, მაგრამ მხოლოდ  მცირე რეზერვი რჩება. უბრალოდ, მინდა, რომ რაღაც რეზერვი დარჩეს, სანამ ხალხი საბოლოდ არ აფეთქდება და ეს არა მხოლოდ უსიამოვნო იქნება, არამედ ხელისუფლება, რომელიც დაჟინებით უწყობს  ხელს  ჩვენი ინტერესების საწინააღმდეგო პროექტებს, წაიშლება.

არალეგიტიმურმა,  არაკანონიერმა ხელისუფლებამ  არ შეიძლება  ხელი შეუწყოს იმას, რაც ეწინააღმდეგება მათ ინტერესებს, ვინც ის აირჩია. ეს აქსიომაა. თუ ლეგიტიმურობას დაკარგავ, მე ვიღებ  უფლებას მოგექცე ისე, როგორც მე მიმაჩნია საჭიროდ. არ არის საჭირო ამის  გაკეთება.  ამ ეტაპზე მაინც შეჩერდით.

ლეუან ლაგულაა: არ ვიცი შემიძლია თუ არა ამის ფორმულირება. საბოლოოდ , რასაც ჩემი მხრიდან ვიტყვი, არის, რომ,  როგორც აფხაზურ საზოგადოებაში, ასევე სამოქალაქო სექტორში არსებობს მოსაზრება, რომ ისინი სუსტები, დანაწევრებულები და ქმედუუნაროები არიან. რომ ჩვენ ყველანი იმდენად სუსტები ვართ, რომ ამჟამინდელ ხელისუფლებას მოუწია მხარდაჭერის მოპოვება უცხო ქვეყნისგან, უზარმაზარი რესურსების მქონე,  მსოფლიოში უდიდესი სახელმწიფოსგან. მათ უნდა მიეღოთ მხარდაჭერა გარკვეული ინიციატივების ხელშეწყობის სანაცვლოდ, რომლებიც სადღაც კულუარებში იყო შეთანხმებული. ეს მიუთითებს გაუგებრობაზე.

ახრა ბჟანია:  მე არ მაქვს მცდარი წარმოდგენა, რადგან ვფიქრობ, რომ აფხაზური საზოგადოების სიძლიერე და მისი გადარჩენის უნარი იმაში კი არ არის, რომ არსებობს თუ არა ოპოზიცია, არამედ ის, რომ თავად საზოგადოება არის სოციალურად აქტიური, მომწიფებული და ყურადღებიანი იმ პროცესების მიმართ, რომლებიც აფხაზეთში მიმდინარეობს და რომ  საზოგადოება თავად არეგულირებს ამ პროცესებს.

გარწმუნებთ, ნებისმიერ გლეხს, რომელიც ტელევიზორს უყურებს, არანაკლებ კარგად ესმის პოლიტიკა, ვიდრე რომელიმე პოლიტიკოსს, რადგან ის ამას გრძნობს.  ამისთვის იბრძოდნენ და მიიღეს. მათ არ სურთ ვინმესთან გაზიარება და ისინი არავის მისცემენ უფლებას, რომ  გაანადგურონ.

ასლან კობახია: ოპოზიციას უნდა გაეკეთებინა ის, რაც არ გააკეთა. მინდა დასასრულისკენ ვთქვა,  რომ  აფხაზური საზოგადოება უნიკალურია. ხანდახან შემიძლია ვთქვა, რომ ეს არანორმალური  ხალხია, მაგრამ მე ვაღმერთებ ჩვენს ხალხს. როგორც არ უნდა იყოს, ყველა იძულებული იქნება ფხიზლად იყოს. დასკვნები უნდა გამოიტანონ როგორც დღევანდელმა ხელისუფლებამ, ასევე ოპოზიციამ. ეს ცუდად დამთავრდება პოლიტიკოსებისთვისაც და სახელმწიფოსთვისაც. ვლადისლავ არძინბას ოპერაცია წარმატებით დასრულდა, რადგან ის ხალხის აზრს ეყრდნობოდა. ხალხი მზად იყო თავის შეწირვისთვის, მაგრამ არა საკუთარი  პოზიციის დათმობისთვის. აქ ორმაგი კავშირი იყო,  მას სჯეროდა ხალხის და ხალხმა დაიჯერა მისი. ყველა პოლიტიკოსი უნდა იღვწოდეს ამისთვის.  ყველას  უნდა ესმოდეს. მე ჩემს ინტერვიუში ვთქვი თუ როგორ აიძულებდნენ  ვლადისლავ არძინბას   ჟენევაში, ხელი მოეწერა დოკუმენტზე,  ერთიანი ქართული სახელმწიფოს შექმნის შესახებ. მათ უკვე შესწავლილი ჰქონდათ ყველაფერი, რვა ქვეყანა, მეგობრები.

მან თქვა: ”კარგი, ხელს მოვაწერ, მაგრამ მხოლოდ ერთი პირობით.  აქ დავრჩები”. ასევე დაამატა: ”თქვენ გგონიათ, რომ მე ყოვლისშემძლე ვარ? როგორც კი  გადავალ ფსოუზე (მდინარე რუსეთის ფედერაციის საზღვარზე)  ჩემი ხალხი აჯანყდება“.  ამის შემდეგ  მიხვდნენ, რომ არაფერი გამოვიდოდა.  არის რაღაცები, რაც უნდა თქვა,  „ჩვენ შეგვიძლია ამის და ამის  გაკეთება, მაგრამ არ შეგვიძლია ამის და ამის  გაკეთება“. რატომ გვეშინია? არავინ გვესვრის. ნაკლებ ფულს მოგვცემენ.  ის, რაც ახლა ხდება, 90-იანებს მოგვაგონებს.  უნდა ჩაერთოთ და გააკეთოთ სწორი დასკვნები. დღეს უნდა ვაღიაროთ, რომ პარლამენტი გახდა მთავარი პოლიტიკური მოთამაშე ჩვენს ქვეყანაში. ეს ინსტიტუტი უნდა იყოს დაცული. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ მათთან კიდევ 2,5 წელი და არა ვებრძოლოთ. ამ პროტოკოლიდან გამომდინარე, ვხედავ, რომ პარლამენტი ხდება მთავარი პოლიტიკური მოთამაშე. პარლამენტის გარეშე იდეები, რომლებიც ეწინააღმდეგება ეროვნულ ინტერესებს, ვერ განხორციელდება. არა უშავს. მე მხარს ვუჭერ ამ პარლამენტს.

ლეუან ლაგულაა: დიდი მადლობა. დღეს ჩვენთან სტუმრად იყვნენ   ასლან კობახია და ახრა ბჟანია.  შემდეგ გადაცემაში ვისაუბრებთ პარლამენტზე, როგორც საკანონმდებლო  ორგანოზე  და როგორც ინსტიტუტზე. აფხაზეთისთვის მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტი იღებს გადაწყვეტილებებს, როგორც კოლეგიალური ორგანო, ხალხთან ახლოს და ხალხისგან გამომდინარე. ეს არის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იმ ინიციატივებისა და საფრთხეების წინააღმდეგ, რომლებიც შეიძლება მომავალში წარმოიშვას.

ასლან კობახია:  მინდა შეგახსენოთ, რომ 30 წლის განმავლობაში აფხაზეთში ბევრი პოლიტიკური კრიზისი გვქონდა და იმის წყალობით, რომ პარლამენტი არ დაინგრა, ყველა ეს კრიზისი დაძლეულია. ახლა ისევ ვცდილობთ პარლამენტის  განადგურებას, მაგრამ ამის დაშვება შეუძლებელია. ჩვენ ერთად უნდა დავძლიოთ კრიზისი.

ლეუან ლაგულაა:  სხვათა შორის, პარლამენტი ახლა შემოღობილია და ამ მდგომარეობიდან უნდა განთავისუფლდეს.

ახრა ბჟანია: იქნებ ჩვენც უნდა ვიფიქროთ შემდგომ ნაბიჯებზე ? თუ პარლამენტი ასე კარგად ასრულებს თავის ფუნქციებს, იქნებ ღირს  მან განაგრძოს ასე რეფორმის გატარებამდე?

ასლან კობახია:  მე ამაზე ვანიშნებდი.

ახრა ბჟანია:  მართალი გითხრათ, წინააღმდეგი არ ვარ.

ასლან კობახია:  ის, რომ საპარლამენტო ფორმა კვლავაც შენარჩუნდეს საპრეზიდენტო-საპარლამენტო სისტემის ფარგლებში.  პოლიტიკური სისტემა  შეიცვალოს. დე ფაქტო გახდეს დე იურე. სხვა რამ  მინდა ვთქვა. ძალიან ბევრი  რამ გამოვიარეთ ცხოვრებაში. გულწრფელი ვიქნები,  დიდი ხანია ახალგაზრდა არ ვარ, მე მშვიდობა მინდა. მინდა, ჩვენს ხალხს უყვარდეს და პატივი სცეს კანონს. ყველა მოქალაქემ უნდა დაიცვას ჩვენი კანონი და დააფასოს ჩვენი ღირსება. ჩვენ გვჭირდება მხარდაჭერა, რათა საფრთხეებს ღირსეულად ვუპასუხოთ.

 ბოლოს და ბოლოს, აფხაზეთს არავინ აიღებს  და წაიღებს. ჩვენ აქ ვართ ბიჭებო და თქვენც ჩვენთან ხართ. რაც მთავარია, რუსეთის ფედერაციაც კი  აქ არის, ჩვენთან ერთად. ისტორიას ემახსოვრება, რომ 2008 წლის 26 აგვისტო მნიშვნელოვანი თარიღია. ეს არის ის, საიდანაც უნდა დავიწყოთ და ყველაფერი კარგად იქნება.

მსგავსი სტატიები

აფხაზი სტუდენტები რუსულ უნივერსიტეტებში სამხედრო აღრიცხვაზე აჰყავთ. არის თუ არა საფრთხე, რომ მათ უკრაინაში საომრად გაგზავნიან?
„ეხო აფხაზეთი“ აქვეყნებს ინტერვიუს საზოგადო მოღვაწესთან და ყოფილ პარლამენტის წევრთან ლეონიდ ჩამაგუასთან - იმის შესახებ, თუ რამდენად დაინტერესებულნი არიან აფხაზი პოლიტიკოსები არჩევნების შედეგით და როგორ შეიძლება გავლენა იქონიოს ამან აფხაზეთზე.