ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენი აფხაზეთში ერთადერთი დამოუკიდებელი ტელეარხის ახალი მფლობელი გახდა

FacebookXMessengerTelegramGmailCopy LinkPrintFriendly

Abaza-TV-ის ახალი მფლობელი

აფხაზეთში ერთადერთ დამოუკიდებელ ტელეარხ Abaza-TV-ს ახალი მფლობელი ჰყავს. ამის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც არხის დირექტორთან, რუსლან ხაშიგთან მივიდა ახალგაზრდა ბიზნესმენი ზახარ აგრბა, აჩვენა შემადგენელი დოკუმენტები და გამოაცხადა, რომ არხი გაიყიდა და ახლა ის არის ახალი მფლობელი.

ამან აფხაზეთში საზოგადოების შეშფოთება გამოიწვია, რადგან აგრბას ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენის რეპუტაცია აქვს.

ყოფილმა მფლობელმა, ცნობილმა აფხაზმა ბიზნესმენმა ბესლან ბუთბამ ეს ტელეარხი 2007 წელს დააფუძნა და სარედაქციო პოლიტიკაში საერთოდ არ ერეოდა, რვა წლის წინ კი ბუთბა საცხოვრებლად ევროპაში გადავიდა და მისი გავლენა ნულამდე შემცირდა. მეტიც, ფინანსური პრობლემების გამო მან არხის დაფინანსება საერთოდ შეწყვიტა.

ტელევიზიის ახალი მფლობელი ზახარ აგრბა მოსკოველია და არასდროს უცხოვრია თავის ისტორიულ სამშობლოში, აფხაზეთში. ოპოზიციურ წრეებში მას პრეზიდენტ ასლან ბჟანიასთან დაახლოებულ პირად მიიჩნევენ და შესაბამისად, შიშობენ, რომ ტელეკომპანია ახლა უკვე სახელისუფლებო გახდება.

თუმცა ამის დადასტურებელი ქმედება ჯერ-ჯერობით არ ჩანს. თავად ზახარ აგრბამ Abaza-TV-ის გუნდთან შეხვედრაზე კოლექტივი დაარწმუნა, რომ არხის სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვლება.

არხის თანამშრომლებიც პანიკას უსაფუძვლოდ მიიჩნევენ.

“პირველ რიგში ჩვენი გამოტირება არ არის საჭირო. მენეჯმენტსა და შემოქმედებით გუნდში ცვლილება არ იქნება.

მეორეც, არ არის საჭირო სკანდალის შექმნა კერძო არხის გაყიდვით. სახელმწიფო არხი რომ გაყიდულიყო, ეს მართლაც სიახლე იქნებოდა.

და მესამე, ჯერ ნაადრევია დასკვნების გაკეთება. თუ მოულოდნელად რამე მოხდა, მაშინვე გეტყვით“, – ამბობს არხის ერთ-ერთი წამყვანი, ჟურნალისტი მარიანა კოტოვა.

მსგავსი სტატიები

თორნიკე შარაშენიძე: პირველ რიგში ორივე მხარემ უნდა აღიაროს თავისი შეცდომა და დანაშაული. ამ ნაბიჯის შემდეგ ყველა სხვა პროცესი გაადვილდება
პაატა ზაქარეიშვილი: „თბილისს შეუძლია შესთავაზოს აფხაზეთსა და ცხინვალს ის, რასაც რუსეთი ვერასდროს შესთავაზებს: არა მკაცრი კონტროლი, არამედ გრძელვადიანი ურთიერთობები, მათი ადამიანური და პოლიტიკური რეალობის პატივისცემა“