დისკუსია ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დარეგულირების საფუძვლებზე

FacebookXMessengerTelegramGmailCopy LinkPrintFriendly

ქართულ-აფხაზური კონფლიქტი

სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა “ეხო კავკაზას” ვებგვერდზე. სტატიის ტექსტი და ტერმინოლოგია გადმოტანილია ცვლილებების გარეშე. ყველა უფლება ეკუთვნის “ეხო კავკაზას”. გამოქვეყნების თარიღი: 2024 წლის 6 მაისი.

პარასკევს “ეხო კავკაზამ” მკითხველს გააცნო აფხაზური საზოგადოების რეაქცია თბილისში ბოლო დღეების ტურბულენტური მოვლენების შესახებ, სადაც ციტირებდა პროსახელისუფლებო პარტიის, “ამცახარას” განცხადებას, რომელშიც გამოხატული იყო აღშფოთება ოპოზიციონერი ლაშა ზუხბას სკანდალური ფეისბუქ-პოსტის გამო, რადგან ამ უკანასკნელმა სოლიდარობა გამოუცხადა თბილისში “უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის წინააღმდეგ აქციის მონაწილეებს.

ამავდროულად, ცხადი იყო, რომ „ამცახარას“ მყისიერი გამოხმაურება იყო ინფორმაციული აფეთქების დასაწყისი აფხაზეთის პოლიტიკურ ველსა და სოციალურ ქსელებში. სანამ განსხვავებულ პასუხებზე შევჩერდებით, ჩვენ წარმოგიდგენთ მის სრულ ტექსტს:

„ჩემი და ჩემი თანამოაზრე ადამიანების სახელით სოლიდარობას ვუცხადებ თბილისის მომიტინგეებს, ქართულ ოპოზიციასა და საქართველოს მთელ სამოქალაქო საზოგადოებას, რომლებიც იბრძვიან “უცხოური გავლენის შესახებ” კანონის მიღების წინააღმდეგ. გვახსოვს თქვენი მხარდაჭერა ბიჭვინთის შეთანხმების წინააღმდეგ ჩვენი პროტესტის მიმართ. ჩვენ “უცხოური აგენტების შესახებ” ანალოგიური კანონის წინააღმდეგ პროტესტი ჯერ კიდევ წინ გვაქვს. იმედია თქვენი ძალისხმევა არ იქნება უშედეგო და საქართველოს პარლამენტი ამ კანონს არ მიიღებს. დარწმუნებული ვარ, რომ განსაკუთრებით ქართველი ხალხი არის უძლეველი თავისი მონდომებით. გისურვებთ სულის სიმტკიცეს და წარმატებებს თქვენი მიზნის მიღწევაში.”

აქ არის რამდენიმე დამაბნეველი კომენტარი აფხაზი მომხმარებლებისგან:

  • „საქართველომ ნამდვილად დაუჭირა მხარი აფხაზეთში გამართულ საპროტესტო აქციებს ბიჭვინთაზე შეთანხმების წინააღმდეგ, მაგრამ ამავე დროს, მათ ბიჭვინთას საქართველოს განუყოფელი ნაწილი უწოდეს. ლაშას თურმე ეს უხარია. ან ვერ ხვდება რაშია საქმე? ”
  • წარმატებები ვუსურვო ქართულ ოპოზიციას, რომელიც მეორე ფრონტის მომხრეა და სკანდირებს „აფხაზეთი-საქართველოას“, რა თქმა უნდა, საშინელებაა.
  • „მართლა ფიქრობს, რომ ისინი, ვინც ახლა თავს ესხმიან საქართველოს პარლამენტს და ვინც საბერძნეთის ნაკრებზე ქართველი ფეხბურთელების გამარჯვების შემდეგ, მოულოდნელად დაიწყო სკანდირება, რომ აფხაზეთი საქართველოა, სრულიად განსხვავებული ხალხია? ის ცდება, ისინი ერთნი არიან. ”

რაც შეეხება პოლიტიკური ძალების განცხადებებს, ზოგიერთ დამკვირვებელს ოთხი წლის წინადელი სკანდალი გაახსენდა, როდესაც 2020 წლის აგვისტოში, აფხაზეთის პრეზიდენტის მრჩევლად მომუშავე კიდევ ერთი ლაშა, გვარად საქანია, აფხაზეთში “პატრიოტთა ალიანსის” ფარული ვიზიტის ორგანიზებაში მონაწილეობდა. მაშინ პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებმა სოფელ ილორის ტაძარს საჩუქრად დიდი ხატი გადასცეს… ამ ფაქტმა აფხაზური საზოგადოების ყველა ფენის აღშფოთება გამოიწვია, მიუხედავად მათი შიდაპოლიტიკური ორიენტაციისა. საქანიამ ამ ფაქტის შემდეგ მრჩევლის თანამდებობა დაკარგა.

ამჯერად სკანდალურ პოსტთან დაკავშირებით, არსებითად, კამათი არ ყოფილა, მაგრამ ოპოზიციური ძალები, რომლებიც უცვლელად აქტიური მხარეა შიდა პოლიტიკურ დებატებში, სავარაუდოდ ცდილობდნენ ინიციატივის ხელში ჩაგდებას და “თემის აწევას”.

ფონდმა «Аамта» გამოაქვეყნა შემდეგი შინაარსის ტექსტი:

“არ ვიცით, რომელი მხარეა ზუხბას თანამოაზრე და რომელია სოლიდარული, ან რა მხარდაჭერისთვის არის მადლიერი ბ-ნი ზუხბა აფხაზი ხალხის მტრების მიმართ. ეს მისი პირადი აზრია და ამას ალბათ თავადვე ახსნის. სასიხარულოა, რომ “ამცახარამ” რეაგირება მოახდინა აფხაზი ხალხის სამამულო ომის დამნაშავეების მიმართ.“

“ამცახარამ” ოპონენტებს ის მოვლენები შეახსენა, რისთვისაც პრეზიდენტ ბჟანიას ოპოზიცია აკრიტიკებდა, ფონდი კმაყოფილი იქნებოდა, თუ “ამცახარა” საჯაროდ გამოხატავდა თავის დამოკიდებულებას ზემოაღნიშნული მოვლენებიდან ერთის მიმართ მაინც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, მაშინ დღეს ჩვენ სიამოვნებით დავიჯერებდით მათი ზრახვების გულწრფელობას“.

ამის მსგავსი იყო ომის ვეტერანთა ორგანიზაცია „არუაას“ უმაღლესი საბჭოს განცხადება:

„აარუა” მხარს არ უჭერს ლაშა ზუხბას საჯარო განცხადებას საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, რომელთა განვითარებამ არანაირად არ უნდა იმოქმედოს ჩვენს საზოგადოებაზე, რადგან ეს არის ჩვენი მტერი სახელმწიფოს შიდა პროცესები. თუმცა, გაკვირვებული ვართ “ამცახარის” მიმართვით – მათ მორალური სასჯელი დააკისრეს ზუხბას განცხადებას და გვინდა ვიკითხოთ: მორალის რომელ მხარეზეა საუბარი?!

მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების ქმედებები, როგორიცაა მაგალითად სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერის და ეკონომიკის მინისტრის, კრისტინა ოზგანის ფარული მოგზაურობა საქართველოს ტერიტორიაზე; ასევე, ბჟანიას პრეზიდენტობის დროს, ზუსტად ერთი წელია ვაჭრობა საქართველოდან საქონლის განბაჟების გარეშე მიმდინარეობს. აფხაზეთის რესპუბლიკამ ცალმხრივად გახსნა საბაჟო საზღვრები საქართველოდან შემოსული საქონლისთვის, რაც იწვევს მტერი სახელმწიფოს ბიუჯეტის შევსებას. “ამცახარას” არ დაუგმია თუნდაც გალის რაიონში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებზე აფხაზეთის რესპუბლიკის ეროვნული პასპორტების გაცემა.

„ამცახარამ“ ასევე მორალური შეფასება არ მისცა საქართველოს პარლამენტის დეპუტატების აფხაზეთის რესპუბლიკაში ვიზიტს და ოჩამჩირის რაიონის ილორის ტაძარში ხატის დაბრძანებას. ჩვენ დიდ პატივს ვცემთ 1992-1993 წლების აფხაზი ხალხის სამამულო ომის ვეტერანს, ლაშა ზუხბას მისი სამხედრო ღვაწლის გამო და შევახსენებთ “ამცახარას” პოლიტიკურ საბჭოს, რომ ის იყო ამჟამინდელი ხელისუფლების აქტიური მოკავშირე, რომელიც მხარს უჭერდა პრეზიდენტ ასლან ბჟანიას, როდესაც ის ოპოზიციაში იყო. ზემოაღნიშნული რომ შევაჯამოთ, მოვითხოვთ, რომ “ამცახარამ” პირველ რიგში, მორალური შეფასება გააკეთოს მმართველი ძალის აღნიშნულ ქმედებებზე“.

ამ პოსტზე სოციალურ ქსლებში გაჩნდა დისკუსიები, რომლებიც პირდაპირ არ არის დაკავშირებული მასთან, მაგრამ წარმოადგენს მცდელობებს სერიოზულად გაიაზროს და შეადაროს სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესები კანონპროექტებთან დაკავშირებით უცხოურ აგენტებზე. გთავაზობთ ოპოზიციონერი პოლიტიკური მოღვაწის და ბლოგერის ახრა ბჟანიას მიერ გამოქვეყნებულ ტექსტს:

“არც ერთი თავისუფალი საზოგადოება არ დაუშვებს უცხოური აგენტების შესახებ კანონის იმ ფორმით მიღებას, რომელსაც აპროტესტებენ საქართველოში და აფხაზეთში. უპირველეს ყოვლისა, იმიტომ, რომ ეს ხელისუფლებას აძლევს შესაძლებლობას სასამართლო გადაწყვეტილების გარეშე, თითქმის თავისუფლად მიიჩნიოს ორგანიზაციებისა და საზოგადოებრივი აქტივისტების საქმიანობა არასასურველად. მეორე: ის ზღუდავს მოქალაქეთა კონსტიტუციურ უფლებებსა და თავისუფლებებს, მათ შორის შრომის, ნების გამოხატვისა და საჯარო ქმედების თავისუფლებას.

მესამე: აშკარა ავტორიტარული და იზოლაციონისტური ორიენტაციის გამო, მნიშვნელოვნად ავიწროებს ამ კანონის მიმღები სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკური ურთიერთქმედების დიაპაზონს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ გეგმავთ თქვენი ქვეყნის განვითარებას, ეყრდნობით მოქალაქეების აქტიურობას და შემოქმედებით პოტენციალს, აკონტროლებთ ხელისუფლების მადას და ხართ ღია და მეგობრული გარესამყაროს მიმართ, მაშინ კანონი უცხოური აგენტების შესახებ გადადებს თქვენს გეგმებს. თუმცა, ჩვენს შემთხვევაში არის ნიუანსიც.

თუკი თბილისში პარლამენტი კანონს მიიღებს, ეს შეიძლება გახდეს ძლიერი ფაქტორი სამხრეთ კავკასიაში ახალი რეალობის ფორმირებაში. რეალობა, რომელშიც რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის ეკონომიკური და რეგიონული პარტნიორობა უკანა პლანზე გადაწევს ჩვენი მეზობლების ევროპული ინტეგრაციის იდეას. და მერე… ვინ იცის, რა კომპრომისები იქნება და ვინ იქნება ამ კომპრომისების საგანი – აფხაზეთი? არ არის გამორიცხული.

ამას ქართული მხარე აუცილებლად დაჟინებით მოითხოვს და ზოგიერთი რუსი ექსპერტი არ მალავს მსგავსი სცენარის ალბათობას. რაც არ უნდა პარადოქსულად ჩანდეს, თუ საქართველოს “ანტირუსული“ კურსით სააკაშვილის ხელმძღვანელობით ყველაფერი მეტ-ნაკლებად სტაბილური იყო, ახლა ივანიშვილის “პრორუსული“ ხელისუფლების პირობებში და მით უმეტეს, თუ ზემოაღნიშნული კანონი მიიღება, ყველაფერი ბევრად უფრო გართულდება! მაგრამ სიტუაციის უცნაურობა ამით არ მთავრდება.

თუ გრძელვადიან პერსპექტივაში არსებობს აფხაზურ-ქართული კონფლიქტის მოგვარების ვარიანტი, მაშინ ეს პროცესი მხოლოდ ზოგიერთი ძირითადი ფასეულობების დამთხვევითა და ურთიერთგაცნობით იქნება შესაძლებელი. შენი თავისუფალი არჩევანი მხოლოდ მათ შეუძლიათ მიიღონ, ვინც აფასებს საკუთარ თავისუფალ არჩევანს! და ამ კონტექსტში, “ქართული ოცნება”, თავისი ოცნებით, რომ შეზღუდოს საკუთარი მოქალაქეების უფლებები და თავისუფლებები, შეიძლება არ იყოს ყველაზე პერსპექტიული მომლაპარაკებელი, როცა საქმე ეხება აფხაზეთის მოქალაქეების თავისუფალ არჩევანს.

უბრალოდ შეხედეთ წინააღმდეგობას დღევანდელი ხელისუფლების სუიციდური ინიციატივების მიმართ. სოხუმში ორწლიანმა პროტესტმა ფაქტობრივად პარალიზება მოახდინა ოდიოზური კანონების, როგორიცაა ბინების, უცხოური აგენტების, ცილისწამების და ა.შ. ახლა ბურთი ენგურის ხელშია… შეძლებს თუ არა ქართული საზოგადოება დაიცვას თავისი სამოქალაქო თავისუფლებები და იქნება თუ არა ეს მომავალში, აფხაზურ-ქართული კონფლიქტის მოგვარების საფუძველი?

მსგავსი სტატიები

აფხაზი სტუდენტები რუსულ უნივერსიტეტებში სამხედრო აღრიცხვაზე აჰყავთ. არის თუ არა საფრთხე, რომ მათ უკრაინაში საომრად გაგზავნიან?
„ეხო აფხაზეთი“ აქვეყნებს ინტერვიუს საზოგადო მოღვაწესთან და ყოფილ პარლამენტის წევრთან ლეონიდ ჩამაგუასთან - იმის შესახებ, თუ რამდენად დაინტერესებულნი არიან აფხაზი პოლიტიკოსები არჩევნების შედეგით და როგორ შეიძლება გავლენა იქონიოს ამან აფხაზეთზე.