ბინებთან ერთად აფხაზური პასპორტებიც რუსებისთვის – რამდენად რეალურია ასეთი სცენარი?

FacebookXMessengerTelegramGmailCopy LinkPrintFriendly

კანონი ბინების შესახებ აფხაზეთში

აფხაზური საზოგადოება აქტიურად ეწინააღმდეგება კანონის მიღებას, რომელიც რუსებს აფხაზეთის ტერიტორიაზე ბინების აშენებისა და ყიდვის უფლებას აძლევს. ერთ-ერთი მიზეზი არის იმის შიში, რომ მომავალში ეს კანონი რუსების დიდ ნაწილს აფხაზეთის მოქალაქეობის მიღების საშუალებას მისცემს. მართალია, პრეზიდენტი ასლან ბჟანია ირწმუნება, რომ ბინის მესაკუთრეებს აფხაზური პასპორტის აღების ოდნავი შესაძლებლობაც არ ექნებათ, მაგრამ ჟურნალისტ ინალ ხაშიგს ამაში ეჭვი ეპარება.

ინალ ხაშიგი:

ხელისუფლების თეზისი ასეთია: “ყველაფერი მოფიქრებულია და ამ ადამიანებს არავითარ შემთხვევაში არ ექნებათ შესაძლებლობა მოითხოვონ აფხაზეთის მოქალაქეობა.”

ალბათ, სამართლებრივი თვალსაზრისით, რაღაც დამცავი მექანიზმი შეიქმნა.

მაგრამ…

წარმოვიდგინოთ: კანონი მიღებულია და აღმოსავლეთ აფხაზეთში დაგეგმილი 10 ათასი ბინა აშენდა, სადაც 30 ათასი ადამიანი დასახლდა.

უფრო მეტიც, ისინი ყველა ცხოვრობენ კომპაქტურად, ანკლავში.

გადის ხუთი-ათი წელი და ამ “ტურისტებს“ (როგორც ხელისუფლება მათ უძახის) აფხაზეთში ქონებით ნებისმიერ შემთხვევაში მოუნდებათ გავლენა მოახდინონ ადგილობრივ პროცესებზე პრინციპით: “მე აქ ვცხოვრობ და ვიხდი გადასახადებს“.

და ამ ხალხს ნამდვილად არ აინტერესებს რას ამბობს აფხაზეთის კანონმდებლობა მათ სტატუსზე. ნებისმიერ შემთხვევაში, მათ სურთ ჰქონდეთ იგივე უფლებები, რაც ადგილობრივ მოქალაქეებს.

გარდა ამისა, ამ სურვილის საფუძველზე იქმნება გარკვეული საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც ეწინააღმდეგება აფხაზეთში მცხოვრები რუსების დისკრიმინაციას და მათთვის აფხაზეთის მოქალაქეობის მინიჭებას ითხოვს.

და ამ მომენტიდან იწყება დიდი პოლიტიკა.

“ჩვენ აქ აფხაზეთს ვუჭერთ მხარს და ადგილობრივი ხელისუფლება წიხლს გვაჭერს, მოქალაქეობის მიღების შესაძლებლობას არ გვაძლევს და თითქმის მეორეხარისხოვან მოქალაქეებად გვთვლიან!“ – აღშფოთებულები არიან ისინი.

და ბოლოს, კრემლი აფხაზეთის ხელისუფლებას მიუთითებს აქ მცხოვრები რუსების უფლებების პატივისცემის აუცილებლობაზე.

და როგორი რეაქცია ექნება აფხაზეთის ხელისუფლებას კრემლის უკმაყოფილებაზე და სად იქნება მათი ამჟამინდელი დაპირებები “ნუ ნერვიულობ, დედას გეფიცები, მოქალაქეობას არ მიიღებენ?“

ძნელი მისახვედრი არ არის…

მსგავსი სტატიები

აფხაზი სტუდენტები რუსულ უნივერსიტეტებში სამხედრო აღრიცხვაზე აჰყავთ. არის თუ არა საფრთხე, რომ მათ უკრაინაში საომრად გაგზავნიან?
„ეხო აფხაზეთი“ აქვეყნებს ინტერვიუს საზოგადო მოღვაწესთან და ყოფილ პარლამენტის წევრთან ლეონიდ ჩამაგუასთან - იმის შესახებ, თუ რამდენად დაინტერესებულნი არიან აფხაზი პოლიტიკოსები არჩევნების შედეგით და როგორ შეიძლება გავლენა იქონიოს ამან აფხაზეთზე.