კომენტარი: (აფხაზეთში ფრენები) არ უნდა დავუშვათ იმიტომ, რომ ეს აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების ლეგიტიმურობის ხარისხს ზრდის

FacebookXMessengerTelegramGmailCopy LinkPrintFriendly

ფრენები რუსეთიდან აფხაზეთში

“სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელმა, ვალერი ჩეჩელაშვილმა, გადაცემაში “დღის ნიუსრუმი” რუსეთ-აფხაზეთს შორის ფრენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის საკითხი, სადაც საქართველოს რუსეთის ფედერაციაზე პირდაპირი ზემოქმედების ბერკეტი აქვს.

ვალერი ჩეჩელაშვილი: “ეს არის დაუშვებელი. ეს ჩვენ არანაირად არ უნდა დავუშვათ იმიტომ, რომ ეს აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების ლეგიტიმურობის ხარისხს ზრდის. ეს არის საკითხი, სადაც საქართველოს რუსეთის ფედერაციაზე პირდაპირი ზემოქმედების ბერკეტი აქვს. ამისთანა ბერკეტი ჩვენ ბევრი არ გვაქვს.

მე არ ვგულისხმობ საერთაშორისო ორგანიზაციებში – “იკაოში“ და “იატაში“ მუშაობას. ეს თავისდათავად გასაკეთებელია. იმიტომ, რომ ჩვენ გარეშე სოხუმის აეროპორტი ვერ ამოქმედდება. იმიტომ, რომ ყველა ცნობს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას ვენესუელის, ნიკარაგუასა და ვიღაცის გარდა.

ამ შემთხვევაში, არის კონკრეტული კომერციული ინტერესი, რომელიც რუსეთის კომპანიებს აქვთ. ისინი ათეულობით რეისებს ახორციელებენ თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში. ამიტომ, ჩვენმა შესაბამისმა ადმინისტრაციამ, ძალიან მკაფიოდ უნდა თქვან – ბატონებო, თქვენ გაქვთ არჩევანი: ან იფრენთ თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში და არ იფრენთ სოხუმში, ან თუ დაიწყებთ სოხუმში ფრენას, თქვენი კომპანიები [აქ ვერ იფრენენ]. მე ვალდებული ვარ, ეს შევახსენო ხელისუფლებას.

ამ მკაფიო პოზიციის დაფიქსირების შემდგომ, თვითონ რუსული კომერციული კომპანიები ისეთ წნეხს მოახდენენ ადმინისტრაციაზე, რომ სოხუმში რეისები ნამდვილად, არ შესრულდება.”

მსგავსი სტატიები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 4-5 მარტს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 63-ე რაუნდი გაიმართა, სადაც ქართულმა დელეგაციამ ძირითადი აქცენტი რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულების აუცილებლობასა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებაზე გააკეთა.
აფხაზი სტუდენტები რუსულ უნივერსიტეტებში სამხედრო აღრიცხვაზე აჰყავთ. არის თუ არა საფრთხე, რომ მათ უკრაინაში საომრად გაგზავნიან?