საქართველოს პრემიერმინისტრის “ფანტასტიკური“ დაპირებები. მოსაზრება აფხაზეთიდან

FacebookXMessengerTelegramGmailCopy LinkPrintFriendly

ირაკლი კობახიძის დაპირება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ქვეყნის პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე თანამოქალაქეებს დაჰპირდა, რომ “2030 წელს, აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად, ერთიანი და ძლიერი საქართველო უნდა გახდეს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი.”

მესმის, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში, როცა საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას ცდილობს, თეზისის გაჟღერება „ტერიტორიული მთლიანობის“ აღდგენის შესახებ სავალდებულო რიტუალია, როგორც სამშობლოს სადღეგრძელო, რომლის აცილებაც შეუძლებელია.

თუ ევროკავშირი გინდა, მაშინ აუცილებლად აფხაზეთთან ერთად, თუ ნატო – მაშინ აფხაზეთის დასაბრუნებლად, რომელიც ჩამოყალიბებული ქართული ლოგიკით მოსკოვმა წაართვა და, შესაბამისად, ნატოც რუსეთისგან თავის დასაცავად უნდათ.

თუმცა, ახლა, დღევანდელ ვითარებაში, როდესაც „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის მიღების გამო, თბილისსა და დასავლეთს შორის ურთიერთობა ძალიან გაცივდა, როდესაც სერიოზულად დგება საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის გაუქმების შესაძლებლობა, კობახიძის დაპირებები “ფანტასტიკურად” გამოიყურება.

ამ დროისთვის საქართველოს აქვს სამი ჰიპოთეტური ვარიანტი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნებისთვის:

პირველი ვარიანტი არის სამხედრო გზა. და ეს გზა შეიძლება ჩაითვალოს ჩიხად. საქართველოს არ აქვს საკმარისი სამხედრო რესურსი ამ ამოცანის შესასრულებლად, ვინაიდან, გარდა თვით აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისა, მათ მოუწევთ საქმე დაიჭირონ რუსეთთანაც, რომელიც მოქმედებს როგორც ამ რესპუბლიკების უსაფრთხოების გარანტი.

მეორე ვარიანტი არის მშვიდობიანი გზა. მაგრამ ეს ასევე არარეალურია. არც აფხაზეთს და არც სამხრეთ ოსეთს არავითარ შემთხვევაში არ სურთ საქართველოსთან ნებაყოფლობით გაერთიანება არც მოკლევადიან და არც გრძელვადიან პერსპექტივაში.

და ბოლოს, მესამე ვარიანტი არის კონფედერაციის შექმნა. ამ ვარიანტს არც აფხაზები და არც ოსები არ ეთანხმებიან, მაგრამ თუ კრემლი ხელისუფლებაზე ზეწოლას განახორციელებს, იქნებ რამე გამოვიდეს. მართალია, არის შესაძლებლობა, რომ როგორც კი ქართული ხელისუფლება კონფედერაციაზე მიანიშნებს, მათ უბრალოდ დაამხობენ საკუთარი მოქალაქეები.

თუმცა, დავუშვათ, რომ კრემლმა მოახერხა აფხაზებისა და ოსების “დაყოლიება“, შეიქმნა ქართულ-აფხაზურ-ოსური კონფედერაცია და ჩვენ შეგვიძლია უსაფრთხოდ გავერთიანდეთ ევროკავშირში – მაშინაც კი, თუ 2030 წლისთვის თბილისი აღადგენს დაზიანებულ ურთიერთობებს დასავლეთთან – მოსკოვი არავითარ შემთხვევაში არ მისცემს უფლებას საქართველოს, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ერთად წავიდეს ევროკავშირში.

თუნდაც კრემლი დაეხმაროს საქართველოს ამ კონფედერაციის შექმნაში, ეს იქნება მხოლოდ იმისთვის, რომ იგი მრავალი წლის განმავლობაში მიიბას საკუთარი მფარველობის ქვეშ.

ქართველების უფროსი თაობისთვის აფხაზეთი იმ პერიოდის მოგონებების ნაწილია, როცა ისინი იყვნენ ახალგაზრდები, ჯანმრთელები და მომავლის ნათელი გეგმებით სავსე.

მაგრამ ახალგაზრდებისთვის აფხაზეთი მხოლოდ მითია, ზღაპარია, რომელსაც უსასრულოდ უყვებიან. ამ თაობას არასდროს უნახავს აფხაზეთი, მაგრამ უკვე კარგად აითვისა ევროპა. და ის თავის მომავალს აკავშირებს მასთან.

ახლა საქართველო მივიდა იმ გზაგასაყარზე, როცა არჩევანის გაკეთებაა საჭირო აფხაზეთის ნოსტალგიასა და ევროპაში გაწევრიანების სურვილს შორის. და ეს ხელისუფლებამ ასევე უნდა გაითვალისწინოს საკუთარ რიტორიკაში.

მსგავსი სტატიები

აფხაზი სტუდენტები რუსულ უნივერსიტეტებში სამხედრო აღრიცხვაზე აჰყავთ. არის თუ არა საფრთხე, რომ მათ უკრაინაში საომრად გაგზავნიან?
„ეხო აფხაზეთი“ აქვეყნებს ინტერვიუს საზოგადო მოღვაწესთან და ყოფილ პარლამენტის წევრთან ლეონიდ ჩამაგუასთან - იმის შესახებ, თუ რამდენად დაინტერესებულნი არიან აფხაზი პოლიტიკოსები არჩევნების შედეგით და როგორ შეიძლება გავლენა იქონიოს ამან აფხაზეთზე.