კრიზისი აფხაზეთში. საპრეზიდენტო არჩევნები. ურთიერთობა რუსეთთან | ასტამურ ტანია და ინალ ხაშიგი

FacebookXMessengerTelegramGmailCopy LinkPrintFriendly

აფხაზეთში ყოვლისმომცველი კრიზისის არსებობა რეალობაა. როგორ მოგვარდეს ქვეყანაში დაგროვილი პრობლემები, საპრეზიდენტო არჩევნების მთავარი ლაიტმოტივი გახდება. ვინც არ უნდა აირჩიოს ხალხმა, ახალი პრეზიდენტი ნამდვილად ვერ შეძლებს ძველებურად მართვას.

ის იძულებული იქნება რეფორმები დაიწყოს თანაც ერთდორულოდ ყველა სფეროში. მმართველობის სისტემაში, კანონსა , ეკონომიკაში და სოციალურ სფეროში. კიდევ ერთი ასპექტი, რომელიც მოითხოვს გადატვირთვას, არის ურთიერთობები მთავარ მოკავშირესთან, რუსეთთან.

ამ გამოწვევებზე გაზეთ „ჩეგემსკაია პრავდას“-ს რედაქტორმა ინალ ხაშიგმა ისტორიკოს და პოლიტოლოგ ასტამურ ტანიასთან ისაუბრა.

ინტერვიუს სრული ტექსტი:

ინალ ხაშიგი:  ახალი წლის წინა დღეებია , მაგრამ ქვეყანაში  არ არის სადღესასწაულო განწყობა. ქვეყანა განაგრძობს  გაჭიანურებულ კრიზისში ცხოვრებას , რაც თითქმის ყოველდღიურად იგრძნობა. ეს მოიცავს ენერგეტიკულ კრიზისს და პარლამენტში ბოლო დროს მომხდარ  ტრაგედიას, რომელსაც დეპუტატის ვახტანგ გოლანძიას გარდაცვალება მოჰყვა. მდგომარეობას ამძიმებს აღმასრულებელი ხელისუფლების სრული უმწეობა. ასე რომ, ასეთი განწყობით ვასრულებთ 2024 წელს და ველოდებით აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებს, სადაც სახელმწიფოს ახალ მეთაურს აირჩევენ, რომელსაც დაგროვილი ქრონიკული პრობლემების მოგვარება მოუწევს.

განვიხილოთ არსებული ვითარება ჩვენს მუდმივ ექსპერტ, ასტამურ ტანიასთან. მოგესალმებით! რა თქმა უნდა, ის რაც მოხდა პარლამენტში და მთელი შემდგომი რეაქცია პირადად ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა.

იქმნება შთაბეჭდილება, რომ ჩვენი პოლიტიკური სისტემა, ჩვენი ელიტა, დიდი ხანია,  ამისკენ მიდიოდა. მინდა მოვისმინო თქვენი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით, თქვენი შთაბეჭდილებები მიმდინარე მოვლენების შესახებ.

ასტამურ ტანია:  მიუხედავად მომხდარი ტრაგედიისა, მართალი ბრძანდებით – ამ ვითარებისკენ მივდიოდით უკვე არაერთი წელი. საზოგადოება ისეა შექმნილი, რომ ადამიანები ქცევის ყველაზე წარმატებული მოდელების კოპირებას ცდილობენ, რომლებსაც უდიდესი სარგებელი მოაქვს. თუ კანონის დაცვა სასარგებლოა და მთავრობა ამ წესებისადმი ერთგულებას გამოავლენს, მაშინ საზოგადოებაც შეასრულებს მათ.

თუმცა, არის ისტორიული გარდამტეხი მომენტები, როდესაც ძალაუფლება სუსტდება და ქცევის ღიად ანტისოციალური ან თუნდაც კრიმინალური მოდელი წარმატებული ხდება.

თუ ასეთი მოდელები დროულად არ შეჩერდა, ისინი საზოგადოებაში იწყებენ დამკვიდრებას  და სახელმწიფო პრინციპები ძალისმიერი კანონით იცვლება. გასული ათწლეულების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში ე. წ.  „არაფორმალური ლიდერები“ და ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად აღმოჩნდნენ კანონზე მაღლა, რამაც შეარყია ნდობა სამართლებრივი სისტემის მიმართ. ეს სიგნალი მთელ საზოგადოებას გადაეცა. დღეს საჭიროა ძალა, რომელსაც შეუძლია აჩვენოს კანონის უზენაესობა, განურჩევლად ოჯახური კავშირებისა და პირადი ინტერესებისა.

ამის გარეშე, ჩვენ ვრისკავთ აღმოვჩნდეთ ისეთ სიტუაციაში, როდესაც სხვადასხვა კლანები, მათ შორის ნახევრადკრიმინალური და ლეგალიზებული ხელისუფლებაში

გააკონტროლებენ ეკონომიკისა და ტერიტორიის ცალკეულ სფეროებს და პერიოდულად შედიან კონფლიქტებში. თუ ჩვენ თვითონ ვერ გავუმკლავდებით ამას, ამან შეიძლება გამოიწვიოს სახელმწიფოებრიობის დაკარგვა.

ინალ ხაშიგი: შენ საუბრობდი შესაძლო სიტუაციაზე, რომ ჩვენ შესაძლოა აღმივჩნდეთ ისეთ სიტუაციაში, რომელსაც  დამოუკიდებლად ვეღარ გავუმკლავდებით

ასტამურ ტანია: ღმერთმა არ  ქნას ასე მოხდეს. ამ დროისთვის ხალხს სურს, რომ ქვეყანაში  წესრიგი დამყარდეს. ჩვენ დიდი ხანია ვიცით, რომ ჩვენი ხელისუფლება არ არის წმინდა, ის არ არის სადღაც ზევით ოლიმპოს მთაზე, არამედ დედამიწაზეა.

ამიტომ, პირადი მაგალითი აქ ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ისინი, ვინც ახლა მოდიან ხელისუფლებაში, თავიანთი საქციელით აჩვენებენ, რომ მოვიდა არა საკუთარი თავის გასამდიდრებლად, არამედ საზოგადოების სამსახურში, ამას მნიშვნელობა ექნება. თუ პირადი სარგებლისთვის მიდიხართ, აუცილებლად მოგიწევთ დაეყრდნოთ კრიმინალურ სქემებს სხვადასხვა სფეროში.

პიროვნული მაგალითი და სახელმწიფოებრივი მიდგომა, რომელიც ეფუძნება სამართლიანობასა და კერძო ინტერესებისგან თანაბარ დისტანციას, საზოგადოებაში სწრაფად იპოვის გამოხმაურებას.

მნიშვნელოვანია, რომ ეს ჩვენს საზოგადოებას მივაწოდოთ. მაოცებს, რომ უკვე ერთი თვეა, რაც ცნობილი მოვლენების – მორიგი პოლიტიკური კრიზისის შემდეგ – ქვეყანაში სრული ინფორმაციული სიმშვიდეა. მიმაჩნია, რომ ვინც ძალაუფლებისკენ ისწრაფვის, თავისი იდეები უნდა გადმოსცეს. ახლა უფრო სერიოზული და რადიკალური ზომებია საჭირო “მკურნალობისთვის”.

ჩვენ გულწრფელად უნდა ვისაუბროთ იმის შესახებ, თუ საით მივდივართ. ხელისუფლებაში მოსვლის მსურველებმა უნდა გააცნობიერონ, რომ შედეგის მისაღწევად მათ პირადი ინტერესების გაწირვა მოუწევთ. ყველას სურს იყოს „კარგი“, მაგრამ აქ ეს შეუძლებელია. მდგომარეობა ძალიან სერიოზულია, განსაკუთრებით შიდა დონეზე, რაც აუცილებლად აისახება რუსეთთან ურთიერთობებზე. სახელმწიფო, რომელიც ვერ უზრუნველყოფს შიდა წესრიგს, ვერ იქნება სანდო პარტნიორი.

რუსეთის ხელისუფლება ხედავს ჩვენს ინსტიტუტებს – პრეზიდენტს, პარლამენტს და ახორციელებს მათ მოდელს ჩვენზე. ფიქრობენ, რომ ჩვენც გვაქვს სტრუქტურები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან რაღაცაზე. მაგრამ რეალურად არ არსებობს ძალაუფლება, ის თანდათან იშლება და ტოვებს ოფიციალურ სტრუქტურებს. მერე ყველაფერი ირევა: მედია, ქუჩა, ოფიციალური ორგანოები. და ეს დიდი პრობლემაა.

ინალ ხაშიგი: პრინციპში, დიდი ხანია, ამისკენ მივდივართ. თუ თვალყურს ადევნებთ ჩვენი საპრეზიდენტო არჩევნების ისტორიას, შეამჩნევთ ერთ ტენდენციას: ეს მექანიზმი პრაქტიკულად დამუშავებულია. პირველ რიგში, საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრისთვის საჭიროა ბევრი ფული. მეორე,  საჭიროა მებრძოლები. აჩვენებენ რამდენად ძლიერი და გავლენიანი ხარ. საჭიროა ისეთი  ადამიანები, რომლებმაც იციან როგორ იმუშაონ ქუჩაში, რომლებიც გაიყვანენ მოხუც ქალბატონებს, რათა მათ ხმა მისცენ „როგორც საჭიროა“.  და ბოლოს, როცა პრეზიდენტად აგირჩევენ, რაც არ უნდა ისაუბრო  საარჩევნო პერიოდში, მარტო აღმოჩნდები.

ყველა ეს ადამიანი  საარჩევნო შტაბიდან, თითოეული თავისი ინტერესებით, ინაუგურაციის შემდეგ, მეორე დღესვე მოდიან თქვენთან  მოთხოვნებით. თუ შეგიმჩნევიათ, ჩვენი რომელიმე პრეზიდენტი პირველი ორი წელიწადი რაღაცის გაკეთებას ცდილობს, რეფორმების გატარებას, მაგრამ შემდეგ ყველაფერი უკან მიდის. ბოლო წლებში პრეზიდენტი უბრალოდ  ეჭიდება ძალაუფლებას. მისი გარემოცვა მხოლოდ მხარს უჭერს არსებულ კრიმინალურ სისტემას, რამაც მიგვიყვანა მორიგ კრიზისამდე, მძიმე შედეგებით. საკითხავია, შევძლებთ თუ არა ამ სისტემის დაძლევას. ამჟამად რეგისტრირებულია ხუთი საინიციატივო ჯგუფი.როგორ ფიქრობთ, რამდენად შეგვიძლია  რამე შევცვალოთ? სანამ წინასაარჩევნო  კამპანია  არ დაიწყება, სანამ კანდიდატების პროგრამები არ გახდება ცნობილი, ძნელია ვიმსჯელოთ, მაგრამ გვაქვს ისტორიული გამოცდილება.

როგორ ფიქრობთ, არსებობს იმის გაგება, რომ ძველი წესით მმართველობა შეუძლებელია? სერიოზული ცვლილებებია საჭირო.

ასტამურ ტანია: სამწუხაროდ, ბოლო 20 წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა კულტურა, სადაც ადამიანები არ  ითვალისწინებენ  ეროვნულ ინტერესებს, არამედ მოქმედებენ პირადი სარგებლის საფუძველზე. ისინი ცდილობენ დაარწმუნონ ხალხი კორუფციული სქემების გამოყენებით. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ვლადისლავ არძინბას შემდეგ ძალაუფლების ლეგიტიმაცია თანდათან იკლებს.  ყოველ მომდევნო პრეზიდენტს ნაკლები საზოგადოებრივი მხარდაჭერა ჰქონდა. ეს დაკავშირებულია არა მხოლოდ იმასთან, რომ  ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის ეტაპი დასრულდა.

პრობლემა ის არის, რომ პოლიტიკური ელიტა ხალხს უპატივცემულოდ ეპყრობა. ფიქრობენ, რომ  ტრანსფორმატორების ყიდვა და გზების მშენებლობა  საკმარისი იქნება. მაგრამ მათ არ ესმოდათ, რომ ეს იწვევს საპირისპირო ეფექტს: საზოგადოებაც იწყებს ხელისუფლებისადმი უპატივცემულოდ მოპყრობას.  ამიტომ ყოველი მომდევნო რყევების დროს  ხელისუფლებაში მყოფებს ნაკლები დამცველი ჰყავთ, ვიდრე  მათ  მოწინააღმდეგეს. ფაქტობრივად, საზოგადოებაში იზრდება ზოგადი უკმაყოფილება და იმედგაცრუება.

ხალხი ყოველთვის აშკარად ვერ გამოხატავს თავის დამოკიდებულებას ხელისუფლების მიმართ, მაგრამ ზოგადად  იმედგაცრუება არსებობს  და ეს ყველას ეხება: წინა ხელისუფლებასაც და ახლანდელსაც. ვფიქრობ, რომ თუ არ შეიცვლება თამაშის წესები არჩევნებისთვის  და არ გადახედება  დამოკიდებულებები ხალხის მიმართ, არაფერი შეიცვლება. ჩვენ უნდა შევაჩეროთ მექრთამეობა და შანტაჟი. ეს სამარცხვინოა. ასეთი მეთოდებით შეიძლება ხელისუფლებაში მოსვლა, მაგრამ ლეგიტიმაცია სუსტი იქნება, თანამდებობის პირს მოუწევს  მუდმივად ბალანსის ძებნა მომხრეებსა და ოპონენტებს შორის.

უფრო მეტიც, მხარდამჭერები ხშირად ოპონენტებზე უარესები არიან, რადგან მათ პირადი მოგების იმედი აქვთ. ასეთ ვითარებაში ქვეყნის მართვა შეუძლებელია. არ ვიცი, შესაძლებელი იქნება თუ არა რაიმეს შეცვლა, მაგრამ სხვა  გამოსვალი არ არის.

ჩვენ იმ ეტაპზე ვართ, სადაც ენთუზიაზმი მნიშვნელოვანია. პატარა საზოგადოება უფრო სწრაფად რეაგირებს სიგნალებზე, როგორც ნეგატიურ, ისე პოზიტიურ სიგნალებზე. ამიტომ საჭიროა  მკაფიო მიზნები, იმის გაგება, თუ რა გსურთ და როგორ  უნდა მიაწოდოთ ეს ხალხს.

საზოგადოებასთან გულწრფელად უნდა ვისაუბროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, იქნება საზოგადოების შემდგომი დამახინჯება, სადაც კანონები  კი არ იქნება მმართველი, არამედ ის, ვინც უფრო ძლიერი და თავხედია. თუ ასე გაგრძელდა, ჩვენ დიდხანს ვერ გავძლებთ  ჩვენ თვითონ მოგვინდება გარედან განსაკუთრებული სახით „მოპყრობა“.

ინალ ხაშიგი: მზად არის საზოგადოება?

ასტამურ ტანია: დიახ, დარწმუნებული ვარ, თუ ადამიანი გამოავლენს გულწრფელობას, საზოგადოებრივ ნიჭს, თანმიმდევრულობას მიზნების მიღწევაში, მას მხარს დაუჭერენ. მდგომარეობა რთულია, მაგრამ არა უიმედო.

ინალ ხაშიგი: გეთანხმები. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, პრეზიდენტის ინსტიტუტი ჩვენს ქვეყანაში  უარესობისკენ შეიცვალა. ახლა საზოგადოების აღქმა ძალაუფლების შესახებ ასეთია: თუ ადამიანი ხელისუფლებაში მოდის, ეს არის გამდიდრების მიზნით და არა ხალხის სამსახურისთვის. ყველაფერი კეთდება ნარჩენების  პრინციპით: თუ რამე გამოვა კარგია.

ასტამურ ტანია: ეს იმ შემთხვევაში, თუ მოულოდნელად პირადი ინტერესები დაემთხვა ხალხის ინტერესებს.

ინალ ხაშიგი: დიახ, მაშინ ეს ძალიან კარგია. მაგრამ ახლა მთელი პოლიტიკური ელიტის ნდობის რეიტინგი უკიდურესად დაბალია. თუნდაც ყველა პოლიტიკურმა ძალამ საერთო  აქცია მოაწყოს , ვფიქრობ, ორი ათასზე მეტი ადამიანი არ შეიკრიბება.

მახსოვს 2004 წელი, როდესაც დაპირისპირებულმა მხარეებმა შთამბეჭდავი რაოდენობის  ხალხი შეკრიბა. მაშინ ჯერ კიდევ არსებობდა ნათელი მომავლის რწმენა, ახლა კი ყველაფერი ზედმეტად ცინიკურია.

სიტყვები და დაპირებები ბევრია, რეფორმები არა. ჩვენ პატარა რესპუბლიკა ვართ და ყველამ იცის, რა ხდება ხელისუფლებაში, ვინ იპარავს და ვინ არა. მაშინაც კი, თუ ვინმე კეთილი განზრახვით მოვა, რაღაცის კეთებას დაიწყებს, მაგრამ ვერ მოახერხებს, საზოგადოება მაინც დაინახავს მის მცდელობას. 

ამ შემთხვევაში ნდობის ხარისხი მაღალი იქნება. და თუ ადამიანი უბრალოდ “მოიხდის”  თანამდებობზე ყოფნის ვადას, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება ჩვენთან, არაფერი შეიცვლება.

დაძაბულობა ახლა იმდენად მაღალია, რომ ხალხს არ სურს ამასკიდევ ხუთი წელი ელოდოს. ჩვენ გვჭირდება ხალხი სუფთა ხელებით და სუფთა აზრებით. შესაძლოა მათ ჯერ არ იციან როგორი იქნება ახალი ხელისუფლების სტრუქტურა, მაგრამ საზოგადოება მზადაა ენდოს მათ, ვინც პატიოსნად იმოქმედებს.

ასტამურ ტანია: ეს არ არის ნიუტონის ბინომი. ჩვენ არ ვართ პირველი, ვინც სახელმწიფო ააშენა. თუ ყველაფერს სწორად გავაკეთებთ, შედეგი დადებითი იქნება.

თუ ყველაფერს პირიქით გავაკეთებთ, შედეგიც შესაბამისი იქნება. გვაქვს მაგალითი – ვლადისლავ არძინბა. ის იყო იდეალისტი მიზნების დასახვაში და პრაგმატისტი მათ მიღწევაში. იდეალიზმის გარეშე ვერაფერი შეიქმნება. მაგრამ საზოგადოებისადმი ცინიკური მიდგომა არ მუშაობს. ხალხი უნდა გიყვარდეს, თორემ არაფერი გამოვა. თუ ადამიანებს ცინიზმით მიუდგები, შეიძლება მიხვიდე იმ დასკვნამდე, რომ არაფრის შექმნა არ შეიძლება. რეგისტრირებულ კანდიდატებს შორის ამჟამად ყოფილი პრეზიდენტები არ არიან. ასევე არ არიან საბჭოთა პარტიულ და ძალოვან სტრუქტურებში მომუშავე ადამიანები.

ეს უკვე დადებითი ფაქტორია. მეტიც, კანდიდატებს შორის არ არიან გენერლები. ახლა  არიან მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ პრობლემების გადაჭრის ცოდნა და ინსტრუმენტები. თაობათა ცვლა ხდება. ყველაზე ხანდაზმული კანდიდატი 50 წელს ოდნავ გადაცილებულია. ეს ხალხი დამოუკიდებელი აფხაზური სახელმწიფოს პირობებში ჩამოყალიბდა, მათ არ აქვთ საბჭოთა ტვირთი. ამიტომ, ძველებურად მართვა ვერ იქნება. ხელისუფლებას, რომელიც ახლა მოვა დაბალი რეიტინგი ექნება.

თუ პირველივე  ექვს თვეში არ იქნება გამოხატული ვექტორი, რომელსაც სზოგადოება უჭერს მხარს და ხალხი  დაინახავს, რომ  ხელისუფლებაში მოსული ადამიანები  მზად არიან  საკუთარი ძალები, ჯანმრთელობა ჩადონ  ქვეყნის  ქვეყნის გაკოტრებული მდგომარეობადან გამოყვანასა და გადარჩენაში.

ჩვენ ვართ გაკოტრებულ მდგომარეობაში, როგორც მატერიალურად, ასევე სულიერად. ადამიანებს უნდა აჩვენონ, რომ მათ აქვთ მომავალი, რომ შეუძლიათ აქ ცხოვრება, შვილების აღზრდა და ცხოვრების მოწყობა. ამის გარეშე ვერც ერთი პრობლემა ვერ მოგვარდება, მათ შორის დემოგრაფიულიც.  ეს არ   გამოვა  ლოზუნგებით, საჭიროა თანმიმდევრული მუშაობა. თუ პირველ ექვს თვეში არ გამოჩნდება რაიმე ნათელი, გაბედული და პატიოსანი, თუ არ იქნება  გუნდი, რომელიც მზად არის იმუშაოს საერთო სიკეთისთვის, კვლავ დადგება ხელისუფლების დაბალი ლეგიტიმაციის პრობლემა.

ექვს თვეში ასეთი ხელისუფლება ვერც ერთ პრობლემას ვერ მოაგვარებს, და გააკეთებს  იმავეს, რასაც მისი წინამორბედები აკეთებდნენ. გაგრძელდება თუ არა ის ხუთი წელი, უცნობია.

ინალ ხაშიგი: ბევრი პრობლემაა და ერთ-ერთია რუსეთთან ურთიერთობა. პირველად მრავალი წლის განმავლობაში, 2004 წლიდან, მოსკოვმა დაიწყო გარკვეული სიგნალების მიცემა იმის შესახებ, თუ ვისზე დებს ფსონს ამ საპრეზიდენტო რბოლაში.

აფხაზეთის პოლიტიკურ გარემოში გაჩნდა კონტექსტი ვითომდა ანტირუსული ძალების შესახებ.  ეს ტენდენცია წამოიწყო ასლან ბჟანიას ხელმძღვანელობით მოქმედმა მთავრობამ. ალბათ ამ გზით ცდილობდნენ შეკავებას.  удержаться.

ასტამურ ტანია:  როდესაც ბჟანია მიხვდა, რომ საზოგადოების მხარდაჭერას კარგავდა, ცდილობდა გარე მხარდაჭერის უზრუნველყოფას   ვიღაცების ანტირუსულ განწყობებში დადანაშაულების გზით.  

მაგრამ მართალი გითხრათ, მე ვერ ვხედავ მოსკოვის  აშკარა ფავორიტს ამ რბოლაში. და აზრიც არ აქვს. აფხაზები ყოველთვის იყვნენ რთული, ჯიუტი ხალხი, მაგრამ სწორედ ასეთ მოკავშირეს შეუძლიათ დაეყრდნონ. თუ მოკავშირე არის „პლასტილინი“ ან ამორფული, კარგი არაფერი გამოვა. ჯობია გყავდეს მოკავშირე, რომელსაც აქვს საკუთარი პოზიცია, საკუთარი „მე“, საკუთარი თვითგამოხატვა. ასეთ მოკავშირესთან ურთიერთობების დამყარება უფრო ადვილია. აფხაზეთისთვის რუსეთი არის ხალხის და სახელმწიფოს გადარჩენის გარანტი.

აფხაზები ყოველთვის დარჩებიან ამ გაერთიანებაში. მაგრამ თუ, მაგალითად, ამ ძირითად ფასეულობებს საფრთხე შეექმნება, ბუნებრივია, აფხაზური საზოგადოება, როგორც ახლა მოხდა, უკმაყოფილებას გამოხატავს.

არავის არ სურს, რომ საკუთარ ქვეყანაში მსახური ან რაიმე მსგავსი აღმოჩნდეს მითუმეტეს სერიოზული პრობლემები გვაქვს. ჩვენ პატარა ერი ვართ და ჩვენი გადარჩენის საკითხი მწვავედ დგას. ფაქტობრივად, საფრთხის  მდგომარეობაში ვართ.მრავალი წელია ჩვენ   სისტემურად ვერ გადავეჭრით საკვანძო საკითხები, მიუხედავად კანონებისა და რეგულაციების არსებობისა.

მაგალითად, ჩვენ გვაქვს კანონი სახელმწიფო ენის შესახებ, მაგრამ ის რეალურად არ მუშაობს. აფხაზური ენა გადარჩენის ზღვარზეა. ის ფუნდამენტური რამ, რაც სახელმწიფოს არსებობას ეხება, დაცული უნდა იყოს.

რა დანიშნულება აქვს ამ სახელმწიფოს, თუ მას არ ძალუძს აფხაზი ხალხის, მათი კულტურისა და ენის შენარჩუნება? ამის გარეშე ის ყოველგვარ მნიშვნელობას კარგავს. თუ სახელმწიფო არ იცავს ამ ძირითად ფასეულობებს, ის უსარგებლო ხდება. ეტლი ცხენზე წინ არ უნდა დავაყენოთ. უპირველესი ამოცანაა, შევინარჩუნოთ ჩვენი ერი, სახე,  ენა და მივცეთ საშუალება ვილაპარაკოთ აფხაზურად.

არქაიზმის შენარჩუნებაზე არ ვსაუბრობ, მაგრამ აფხაზურად ლაპარაკს აზრი უნდა ჰქონდეს. თუმცა, ეს საკითხები სისტემატურად იგნორირებულია ჩვენი სახელმწიფოს მხრიდან. ყველაფერი რჩება ლოზუნგების დონეზე.

ინალ ხაშიგი: დავუბრუნდეთ რუსეთის თემას.

ასტამურ ტანია: კონკრეტულად ვინმეზე ფსონის დადების აზრს ვერ ვხედავ, რადგან ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, სიტუაცია უცვლელი დარჩება. თუნდაც წარმოვიდგინოთ, რომ აფხაზეთში პრეზიდენტის პოსტი CIA-ს რომელიმე აგენტმა დაიკავა,  ის მაინც ვერ გადაწყვეტს უსაფრთხოების, ეკონომიკისა და კომუნიკაციების საკითხებს რუსეთის გარეშე. ის ვერ  უზრუნველყოფს გადაადგილების თავისუფლებას რუსული პასპორტის გარეშე.

ჩვენი ძირითადი სავაჭრო ბრუნვა რუსეთთანაა  დაკავშირებული და ვერც ამას ავუვლით გვერდს. ეს არის ობიექტური რეალობა.  როგორც პინგვინს ვერ აიძულებ გაფრინდეს,  რადგან ეს უბრალოდ  არ არის მის ბუნებაში, იგივეა აქაც,  არ არის საჭირო საკუთარი თავის შეშინება წარმოსახვითი შიშებით.  თუ რუსეთი განაგრძობს  წამყვანი როლის თამაშს რეგიონში და გაატარებს ეფექტურ საგარეო პოლიტიკას, მისი პოზიცია დარჩება მტკიცედ, მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნება  აფხაზეთის ხელისუფლებაში

ინალ ხაშიგი: მიუხედავად ამისა, ამ პერიოდში, განსაკუთრებით ბოლო თვეებში, რუსეთის უკმაყოფილება საკმაოდ ნათლად იყო გამოხატული. იყო განცხადებები ურთიერთობების შესაძლო გაწყვეტის შესახებ, თუმცა ალბათ არ ღირს იმის გარკვევა, თუ ვინ მოახდინა ამის პროვოცირება.

ასტამურ ტანია: დიახ, მაგრამ ამ სიტუაციის ფესვები აქ არის, რადგან ჩვენმა პოლიტიკურმა ელიტამ შექმნა სრულიად მცდარი წარმოდგენა ჩვენს საზოგადოებაზე. იმედი მაქვს, რომ მომავალი ხელისუფლება ამას ისწავლის. ჩვენ უნდა ვაწარმოოთ  პატიოსანი დიალოგი რუსეთთან და გამოვკვეთოთ წითელი ხაზები. ჩვენ გვინდა შევინარჩუნოთ ჩვენი სახელმწიფო, კონტროლი ტერიტორიასა და ეროვნულ რესურსებზე. თუ ამას არ მივაღწევთ, დაიწყება დაშლის პროცესი და ყველაფერი ფოლკლორული ანსამბლის არსებობამდე დაიყვანება. იმისთვის, რომ ერი განვითარდეს, აუცილებელია მის ტერიტორიაზე და ეკონომიკაზე კონტროლის ბერკეტების შენარჩუნება.

ინალ ხაშიგი: აქ  დავასრულოთ საუბარი. შეგახსენებთ, რომ ეს ჩვენი ბოლო გადაცემაა წელს. მომავალ წელს შევხვდებით.ყველას ვუსურვებ მშვიდობას, სიკეთეს და ნაყოფიერ შრომას ოჯახის, სახელმწიფოსა და ხალხის საკეთილდღეოდ. იმედი მაქვს, რომ ყველა ცოცხალი და ჯანმრთელი  იქნება და სწორი მიმართულებით ვიფიქრებთ. ასტამურ, გსურთ რამის დაამატება?

ასტამურ ტანია:  ვუერთდები სურვილებს. გვაქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მაგალითები. ღმერთმა ქნას, რომ მომავალ წელს  ბევრი კარგი მაგალითი გვქონდეს. აფხაზეთში ბევრი ნიჭიერი და ინტელექტუალური ადამიანია. დარწმუნებული ვარ, რომ წარმატების მიღწევა შესაძლებელია. ყველას ვუსურვებ წარმატებებს და კეთილდღეობას.

ილან ხაშიგი:  შეგახსენებთ, რომ შეგიძლიათ გვიყუროთ Chegemskaya Pravda-ს YouTube არხზე, წაგვიკითხოთ  ვებგვერდზე და დატოვოთ კომენტარები ჩემს Telegram არხზე. დღეს ჩვენი სტუმარი იყო ასტამურ ტანია.

მსგავსი სტატიები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 4-5 მარტს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 63-ე რაუნდი გაიმართა, სადაც ქართულმა დელეგაციამ ძირითადი აქცენტი რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულების აუცილებლობასა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებაზე გააკეთა.
აფხაზი სტუდენტები რუსულ უნივერსიტეტებში სამხედრო აღრიცხვაზე აჰყავთ. არის თუ არა საფრთხე, რომ მათ უკრაინაში საომრად გაგზავნიან?
„ეხო აფხაზეთი“ აქვეყნებს ინტერვიუს საზოგადო მოღვაწესთან და ყოფილ პარლამენტის წევრთან ლეონიდ ჩამაგუასთან - იმის შესახებ, თუ რამდენად დაინტერესებულნი არიან აფხაზი პოლიტიკოსები არჩევნების შედეგით და როგორ შეიძლება გავლენა იქონიოს ამან აფხაზეთზე.