გალის რაიონში ახალი საავტომობილო ტერმინალის მშენებლობა თითქმის დასრულებულია. ის, სავარაუდოდ, საქართველოდან რუსეთში, აფხაზეთის გავლით, ტრანზიტული ტვირთების გადაზიდვას უზრუნველყოფს. გაურკვეველია, თუ როგორ მოხდბეა ამ ტვირთის გადატანა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ფონზე, ან მიღწეულია თუ არა რაიმე შეთანხმება სოხუმსა და თბილისს შორის.
საზოგადოებრივმა პალატამ საკონსტიტუციო რეფორმების პროექტი წარადგინა. „ჩეგემსკაია პრავდას“ რედაქტორმა, ინალ ხაშიგმა, საკონსტიტუციო რეფორმის სამუშაო ჯგუფის ექსპერტთან, თამაზ ქეცბასთან ისაუბრა.