რუსულ მედიაში „უმადური“ აფხაზების შესახებ გავრცელებული აზრის ფონზე, აფხაზი ოპოზიციონერი დიმიტრი გვარამია აფხაზეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობების ფილოსოფიაზე საუბრობს
აფხაზეთისა და რუსეთის თანამშრომლობის ახალ ეტაპს აფხაზური მედიაპლატფორმა “აიაშარა“ რამდენიმე გადაწყვეტილების კონტექსტში განიხილავს, როგორც კონტროლირებად ინტეგრაციას – პროცესს, რომელიც, მედიის შეფასებით, აფხაზეთის თანდათანოვან შეყვანას ისახავს მიზნად რუსეთის იურისდიქციაში.
საზოგადოებრივმა პალატამ საკონსტიტუციო რეფორმების პროექტი წარადგინა. „ჩეგემსკაია პრავდას“ რედაქტორმა, ინალ ხაშიგმა, საკონსტიტუციო რეფორმის სამუშაო ჯგუფის ექსპერტთან, თამაზ ქეცბასთან ისაუბრა.
აფხაზეთში ოპოზიციის წარმომადგენლებმა პირად შეხვედრაზე პარლამენტის წევრებს გადასცეს მათი უარყოფითი დამოკიდებულება აფხაზეთის ეკონომიკაში რუსული ინვესტიციების შესახებ შეთანხმების პროექტის მიმართ.
ხვალინდელი საპარლამენტო არჩევნების წინ აფხაზეთის პოლიტიკოსები იმედოვნებენ, რომ ვინც ხელისუფლებაში მოვა, ქართულ-აფხაზურ კონფლიქტს მშვიდობიანი მოგვარებისკენ წაიყვანს.