გალის რაიონში ახალი საავტომობილო ტერმინალის მშენებლობა თითქმის დასრულებულია. ის, სავარაუდოდ, საქართველოდან რუსეთში, აფხაზეთის გავლით, ტრანზიტული ტვირთების გადაზიდვას უზრუნველყოფს. გაურკვეველია, თუ როგორ მოხდბეა ამ ტვირთის გადატანა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ფონზე, ან მიღწეულია თუ არა რაიმე შეთანხმება სოხუმსა და თბილისს შორის.
ტრანსპორტის გეოგრაფიას კონფლიქტებში განსაკუთრებული როლი უჭირავს, თუმცა პოსტ-საბჭოთა სივრცეში ეს თემა ნაკლებად არის შესწავლილი. ჩვენ ინტერვიუ გამოვართვით ტრანსპორტის გეოგრაფიისა და კონფლიქტების მკვლევარს ელეონორა ჭანიას, რომელიც გვიყვება გეოგრაფიის როლზე მშვიდობის შენებაში.
დეკემბრის პირველ ნახევარში ცნობილი გახდა, რომ გალში, ენგურის ხიდთან სავაჭრო ტერმინალის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება და ის ფუნქციონირებისთვის პრაქტიკულად მზად არის.
სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციის პროექტში მონაწილეობისთვის რუსული კომპანიისგან 200 მილიონ რუბლზე მეტი ჯარიმის გადახდასთან დაკავშირებული დოკუმენტის გამო სკანდალი სულ უფრო ფართოვდება.