სალომე ზურაბიშვილმა აფხაზეთში მზარდ რუსულ გავლენებზე ისაუბრა

FacebookTwitterMessengerTelegramGmailCopy LinkPrintFriendly

სალომე ზურაბიშვილი აფხაზეთზე

“ჩვენ შეგვეძლო მარტივად, ერთი ნაბიჯის გადადგმა [კონფლიქტების მოგვარების მიმართულებით], მაგრამ არაფერს ვაკეთებთ“, – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან გამართულ პრესკონფერენციაზე JAMnews-ის შეკითხვას, კონფლიქტების მოგვარების პერსპექტივის შესახებ იმ ფონზე, როდესაც აფხაზეთზე სულ უფრო იზრდება რუსეთის ზეწოლა.

სალომე ზურაბიშვილმა  გააკრიტიკა საქართველოს ხელისუფლების უმოქმედობა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხებზე. მან აღნიშნა, რომ  ყოფილ პრემიერ-მინისტრს არაფერი გაუკეთებია პრეზიდენტის ინიციატივასთან დაკავშირებით, აფხაზებისა და ოსებისთვის  ქართული პასპორტების გამარტივებული წესით გაცემის თაობაზე.

“ჩვენ შეგვეძლო ძალიან მარტივად, ერთი ნაბიჯის გადადგმა, რომელსაც ითხოვდნენ ჩვენი კონფლიქტოლოგები. მეც მივმართე მაშინდელ პრემიერს, შევთავაზე მიგვენიჭებინა გამარტივებული მოქალაქეობა მათთვის, ვინც დაბადებულია 1991 წლის რეფერენდუმის დროს, ვინც ცხოვრობდნენ აფხაზეთში [და ცხინვალში], მაგრამ არაფერს ვაკეთებთ“.

პრეზიდენტმა ისაუბრა ქართული პასპორტიზაციის თემაზეც. მან თქვა, რომ ასეთი მოთხოვნა არის კიდეც, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც რუსული პასპორტი ძალიან უმოქმედო გახდა.

პრეზიდენტმა თქვა, რომ ახალგაზრდების მიზიდულობა საქართველოსკენ და კიდევ უფრო მეტად, ევროპისკენ, იზრდება და ეს არის შესაძლებლობა:

„ჩვენ გვაქვს იარაღი, ანტირუსული პასპორტიზაციის და არ ვიყენებთ, არანაირი რეაგირება ამ თემაზე, რაც არის ძალიან მარტივი. ჩვენი გადასაწყვეტია, ჩვენი გასაკეთებელია და არც კონფრონტაციული არ არის, წყნარად, მშვიდად შეგვეძლო ამის გაკეთება“.

­აფხაზეთზე რუსული გავლენების გაძლიერების მცდელობის საპასუხოდ კი პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დიაც, ასეთი მცდელობები არის, მაგრამ, ამავდროულად, გაზრდილია აფხაზების თვითშეგნებაც „რომ რაღაც ისე არ ხდება“:

„ის მოლოდინი რაც რუსეთის მიმართ არსებობდა, არ გამართლდა“.

JAMnews-მა საქართველოს პრეზიდენტს ოჩამჩირეში რუსული საზღვაო-სამხედრო ბაზის მშენებლობის შესახებაც ჰკითხა.

„ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა არამხოლოდ ჩვენთვის, ეს არის პრობლემა მთელი შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის“, – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა ამ კითხვას.

სხვა პირობებში რომ ვიყოთ, ეს მთავრობა რომ იყოს ნამდვილად პატრიოტული და ეროვნულ ინტერესებს იცავდეს, ჩვენ უნდა ვყოფილიყავით ნატოს სამიტის ფარგლებში, რომელიმე შეხვედრაზე, რომელიც სწორედ შავი ზღვის საკითხებზე და შავი ზღვის უსაფრთხოებაზე იქნებოდა შეკრებული, სადაც ჩვენ გვაქვს ჩვენი ადგილი.  თუ ვაინტერესებთ დღეს დასავლეთს, ვაინტერესებთ არამხოლოდ კავკასიის გამო, არამედ ასევე შავი ზღვის გამო. ეს არის ჩვენი კოზირიც და ჩვენი სისუსტეც, თუკი ჩვენ რეაგირებას არ მოვახდენთ“, – განაცხადა პრეზიდენტმა JAMnews-ის კითხვის პასუხად.

საქართველოს პრეზიდენტმა პრესკონფერენცია ჟურნალისტებთან 5 აგვისტოს გამართა. შეხვედრას 50-ზე მეტი ჟურნალისტი ესწრებოდა.

საქართვერლოს პრეზიდენტი ორი საათის განმავლობაში პასუხობდა ჟურნალისტების შეკითხვებს. ჟურნალისტების შეკითხვები ეხებოდა ,,ქართულ ქარტიას“, საქართველოს ევროპულ კურსს, მომავალ საპარლამენტო არჩევნებს, საქართველოს ხელისუფლების ანტიდასავლურ რიტორიკას და ქმედებებს, ასევე აშშ-ის დახმარების შეჩერებას.

ამ პრესკონფერენციაზე სალომე ზურაბიშვილმა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დებატებში გამოიწვია. მან თქვა, რომ ივანიშვილმა უნდა უთხრას საზოგადოებას „რას ერჩის ამ ქვეყანას“.

სალომე ზურაბიშვილი აფხაზეთზე

მსგავსი სტატიები

„ეხო აფხაზეთი“ აქვეყნებს ინტერვიუს საზოგადო მოღვაწესთან და ყოფილ პარლამენტის წევრთან ლეონიდ ჩამაგუასთან - იმის შესახებ, თუ რამდენად დაინტერესებულნი არიან აფხაზი პოლიტიკოსები არჩევნების შედეგით და როგორ შეიძლება გავლენა იქონიოს ამან აფხაზეთზე.
მოსკოვის გამოცხადებულმა მზადყოფნამ, დაეხმაროს თბილისს სოხუმთან და ცხინვალთან შერიგებაში, საქართველოში მორიგი მწვავე პოლემიკა გამოიწვია.