თუ არაფერს გააკეთებ, 4 მილიარდი ციდან არ ჩამოვარდება | ახრა არისთავა

FacebookTwitterMessengerTelegramGmailCopy LinkPrintFriendly

სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა „ნუჟნაია გაზეტას“ ვებგვერდზე. სტატიის ტექსტი და ტერმინოლოგია გადმოტანილია ცვლილებების გარეშე. ყველა უფლება ეკუთვნის ნუჟნაია გაზეტას”. გამოქვეყნების თარიღი: 09/03/2024

აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი შამბამ განაცხადა, რომ რუსეთის მიერ საჯარო სექტორისთვის ხელფასების დაფინანსების შეწყვეტა „სანქციაა”. შამბას განცადებას საზოგადოების მწვავე რეაქცია მოჰყვა.

შამბას განცხადება ეკონომისტმა ახრა არისთავამ შეაფასა.

  • ახრა, აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აფხაზეთის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა – და ჩვენ ვიცით, რომ განსახილველი ოქმი ეხება კანონს ბინების, საინვესტიციო საქმიანობის შესახებ და სასამართლო გადაწყვეტილებების ურთიერთაღიარების შესახებ. უფრო მეტიც, სერგეი შამბამ სანქცია უწოდა რუსეთის ფედერაციის მიერ მასწავლებლების, ექიმების, სამართალდამცავების და ა.შ. ხელფასების თანადაფინანსების შეწყვეტა. ამასობაში, 2022 წლიდან თქვენ არაერთხელ თქვით და გააფრთხილეთ ხელისუფლება, რომ 2025 წლისთვის, რუსეთ-აფხაზური შეთანხმების შესაბამისად, რუსეთი შეწყვეტს საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასების თანადაფინანსებას. და აი, დადგა დრო ვიკითხოთ: რატომ საუბრობს საგარეო საქმეთა მინისტრი შამბა „სანქციებზე“? ის არ იცნობს შეთანხმებას? რას ფიქრობთ ამაზე?

-არ ვიცი, რატომ გამოიყენა სერგეი მირონოვიჩმა ისეთი ტერმინი, როგორიცაა “სანქციები”. ის გამოცდილი დიპლომატია და სანქციები ჩვეულებრივ არამეგობრულ ქვეყნებზე ვრცელდება. აფხაზეთის რესპუბლიკა არის არა მხოლოდ მეგობარი, არამედ სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა. მე ვფიქრობ, რომ აქ სულ სხვა რამეზეა საუბარი. უნდა გვახსოვდეს 2022 წლის შეთანხმება თანადაფინანსების შესახებ.

აფხაზეთის რესპუბლიკამ აიღო ვალდებულება, რომ 2024 წელს გადაიხადოს საჯარო სექტორის ხელფასის 85%, ხოლო 2025 წლიდან – ასი პროცენტი. აფხაზეთის რესპუბლიკამ რეფორმების გატარების ვალდებულება აიღო – ეს არის ბრუნვის გადასახადის შემოღება, დიჯიტალიზაციის შემოღება, ვალუტის კონტროლი და რიგი სხვა რეფორმები. ეს არის ლიზინგისა და დაზღვევის შესახებ კანონის მიღება, ეს ყველაფერი 45 საკითხთა ნუსხაში ​​ასახულია ჰარმონიზაციის ხელშეკრულებაში, მაგრამ ყველა ვადა დარღვეულია. ეს კანონები ნაწილობრივ 2022 წელს, ნაწილობრივ 2023 წელს უნდა ყოფილიყო მიღებული.

მაგალითად, კანონი ვალუტის კონტროლის შესახებ სულ რაღაც ერთი თვის წინ მიიღეს. ამიტომ, დიდი ალბათობით, საუბარია იმაზე, რომ აფხაზეთის რესპუბლიკამ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები.

ნებისმიერ შემთხვევაში, ხელშეკრულებაში იყო გათვალისწინებული ის ფაქტი, რომ აფხაზეთის რესპუბლიკამ დამოუკიდებლად უნდა გადაიხადოს ხელფასები საჯარო სექტორში – აღმასრულებელმა ხელისუფლებამ თავად აიღო ეს ვალდებულებები.

რა თქმა უნდა, როცა ასეთ ვალდებულებებს იღებ და საუბარია რუსეთის მხრიდან 4 მილიარდი რუბლის დახმარებაზე, ამ თანხების კომპენსაციისთვის საჭირო იყო სერიოზული, ღრმა რეფორმების გატარება როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების მართვის სისტემაში. და თავად ეკონომიკაში. საჭირო იყო მისი მოდერნიზება და ახალი ინსტრუმენტების დანერგვა, როგორიცაა ლიზინგი, დაზღვევა, შეღავათიანი კრედიტები, ტენდერებისა და კონკურსების გამჭვირვალედ ჩატარება, ბიზნესის რეგისტრაციის სისტემის გამარტივება;

და თუ სამი წლის განმავლობაში არაფერს აკეთებთ და არ იცით რას ელოდებით, 4 მილიარდი მანეთი ასე უბრალოდ ციდან არ ჩამოვარდება. ეს არის აფხაზეთის რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების პასუხისმგებლობის სფერო. სიტყვა „სანქციები“, ვფიქრობ, ძალიან მკაცრად არის ნათქვამი ჩვენი სტრატეგიული მოკავშირის მიმართ. აქ ბინებბის კანონზე არ ვსაუბრობთ, არ მგონია, ეს რაღაცნაირად იყოს დაკავშირებული – თუ საუბარია ბინებზე ან საინვესტიციო ხელშეკრულებაზე, არის უწყვეტი შეღავათები, მათ შორის დღგ-ის შეღავათები, ეს პროექტები რესპუბლიკურ ბიუჯეტს ვერანაირად ვერ შეავსებს. მე ვრანაირ კავშრის ვეხ ვდევა.

დიახ, გვესმის, რომ რუსი კოლეგები გაღიზიანებულები არიან, შეიძლება რაღაც არ მოსწონთ, მაგრამ ამას არავითარი კავშირი არ აქვს ბინების კანონთან. დიდი ალბათობით, საუბარია იმაზე, რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ თავად აიღოს ვალდებულება, რომ აფხაზეთში ხელფასს თავად გადაიხდის და თან ამასთან ერთად, აუცილებელ რეფორმებს გაატარებს. სიტუაცია აქ აბსოლუტურად მარტივია.

ახრა, ოქმში, რომელიც ახლა განიხილება აფხაზეთში, არის ისეთი პუნქტიც, როგორიცაა ელექტროენერგიის მიწოდება აფხაზეთის ტერიტორიისთვის -საჭიროების შემთხვევაში, კომერციულ ფასებში – რას იტყვით ამაზე?

– მოგეხსენებათ, რომ გასულ წელს აფხაზეთმა ელექტროენერგია უკვე კომერციულ ფასად იყიდა. შარშან, დაახლოებით 1 მილიარდი რუბლი იპოვა ხელისუფლებამ და გადაიხადა ის, რაც იყო გადასახდელი.

თუ რამე გვჭირდება, ასევე უნდა ვიყიდოთ კომერციულ ფასებში. ქვეყანა მთლიანად უნდა გადაერთოს საბაზრო მექანიზმებზე. და იმისათვის, რომ ეს ყველაფერი ხალხისთვის ბუნებრივი და უმტკივნეულო იყოს, საბაზრო ინსტრუმენტები ყოველდღიურ ცხოვრებაში უნდა დაინერგოს და რეფორმები გატარდეს.

ჩვენ არ გვაქვს კლასიკური საბაზრო ეკონომიკა აფხაზეთის რესპუბლიკაში, ის უბრალოდ არ არსებობს. და როდესაც რაღაც არასტანდარტული სიტუაციები იქმნება, მაგალითად, იგივე ელექტროენერგიის გათიშვა ან ბენზინთან დაკავშირებული სიტუაციები, ან სხვა რამ, ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ ქვეყანა არ დგას მყარად; ქვეყანაში საბაზრო ეკონომიკას ვერ მივაღწიეთ.

-გაქვთ თუ არა გააზრებული, როგორ განვითარდება ეს სიტუაცია?

-მიჭირს იმის თქმა, როგორ განვითარდება ეს პროცესები. სახალხო კრების დეპუტატებმა იცოდნენ, რომ ეს მოსალოდნელი იყო, იყო ამაზე საუბარი და მე უკვე შარშან პარლამენტის სხდომაზე ვისაუბრე, როცა რესპუბლიკური ბიუჯეტი მიიღეს. \

პირველ რიგში, სასწრაფოდ უნდა მივიღოთ ბრუნვის გადასახადი, კანონი მცირე ბიზნესის მხარდასაჭერად და შეღავათიანი კრედიტები. ვფიქრობ, ეს ყველაფერი ექვს თვეში შეიძლება დარეგულირდეს. ჩვენ უნდა მივმართოთ საბანკო სექტორს, რათა მათ განახორციელონ ვალუტის კონტროლის ყველა ინსტრუმენტი.

ვფიქრობ, საბიუჯეტო კომიტეტს, ბესლან ხალვაშისა და დიმიტრი მარჩანის ხელმძღვანელობით, აქვთ გამოცდილება, თუ როგორ უნდა მოახდინოს ყველა სახის ღონისძიების კოორდინაცია და შემოსავლის დამატებითი წყაროების პოვნა, რაც აუცილებელია ეფექტური მუშაობის რეჟიმის შესაქმნელად.

და აქ, ვფიქრობ, ყველა დადგება გვერდიგვერდ: ბიზნესიც და სამეცნიერო საზოგადოებაც. ერთადერთი ცუდი ის არის, რომ სამ წელზე მეტი დავკარგეთ და ახლა უფრო ხისტ ვადებში მოგვიწევს ამ ყველაფრის გაკეთება. ვფიქრობ, აფხაზეთი, სახალხო კრების დეპუტატებზე დაყრდნობით, გამოვა ამ მდგომარეობიდან – ჩვენ ჩავატარებთ საპრეზიდენტო არჩევნებს და იმედი მაქვს, რომ ვიპოვით სწორ, ღირსეულ გამოსავალს.

მსგავსი სტატიები

„ეხო აფხაზეთი“ აქვეყნებს ინტერვიუს საზოგადო მოღვაწესთან და ყოფილ პარლამენტის წევრთან ლეონიდ ჩამაგუასთან - იმის შესახებ, თუ რამდენად დაინტერესებულნი არიან აფხაზი პოლიტიკოსები არჩევნების შედეგით და როგორ შეიძლება გავლენა იქონიოს ამან აფხაზეთზე.
მოსკოვის გამოცხადებულმა მზადყოფნამ, დაეხმაროს თბილისს სოხუმთან და ცხინვალთან შერიგებაში, საქართველოში მორიგი მწვავე პოლემიკა გამოიწვია.