საქართველოს შემობრუნება რუსეთისკენ. რას ნიშნავს ეს აფხაზეთისთვის? განხილვა სოხუმში.

FacebookXMessengerTelegramGmailCopy LinkPrintFriendly

კრიზისი საქართველოში

კრიზისი საქართველოში მწვავე ფაზაშია. პარლამენტმა, მიუხედავად საზოგადოების სერიოზული წინააღმდეგობისა, მაინც მიიღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”და მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მას ვეტო დაადო, პროცესის შეფერხების შანსი ნულის ტოლია. კანონის მიღების პარალელურად თბილისმა საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლა დაიწყო. თუმცა, საქართველოს ხელისუფლებას ჯერ ოფიციალურად უარი არ უთქვამს ევროკავშირზე , იგრძნობა, რომ თუ პროევროპული რიტორიკა ისევ ისმის, ეს გარკვეული რიტუალის ნაწილია, რომლზეც უარის თქმა ასე სწრაფად შეუძლებელია.

ამავდროულად, ვარაუდი, რომ „ქართულმა ოცნება“ ასეთ რისკზე წავიდა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის საკითხის გამო, სულ უფრო რეალურ კონტურებს იძენს. პრემიერ-მინისტრი კობახიძე პირობას დებს, რომ 2030 წლამდე მშვიდობიანად აღადგენს „ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას“. იმავდროულად, ექსპერტთა საზოგადოება სულ უფრო ხშირად საუბრობს მოსკოვსა და თბილისს შორის რაიმე სახის შეთანხმებაზე, რომლის მიხედვითაც, თუ საქართველო რუსეთის მეგობარი გახდება, კრემლი ხელს შეუწყობს საქართველოს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფედერაციის შექმნას.

გაზეთ „ჩეგემსკაია პრავდას“ რედაქტორმა ინალ ხაშიგმა ისტორიკოს და პოლიტოლოგ ასტამურ ტანიასთან განიხილა საქართველოს კრიზისი, თბილისის კურსის შეცვლა, კონფედერაციის პროექტი და როგორ უნდა მოიქცეს სოხუმი ამ ახალ გეოპოლიტიკურ ვითარებაში.

ინტერვიუ ტექსტად:

ინალ ხაშიგი: გამარჯობა, ეთერშია  „ჩეგემსკაია პრავდა“. დღეს ისევ საქართველოს კონფლიქტზე ვისაუბრებთ და  ჩვენი  სტუმარია, ჩვენი მუდმივი ექსპერტი ასტამურ ტანია.  ასტამურ, გამარჯობა. როგორია ამჟამინდელი განწყობა? საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ.

ამ კანონს ვეტო დაადო საქართველოს პრეზიდენტმა  სალომე ზურაბიშვილმა თუმცა, პარლამენტი უახლოეს დღეებში შეეცდება დაძლიოს ეს ვეტო და  ვფიქრობ, დაძლევს. მეორეს მხრივ, ჩვენ ვისაუბრეთ, რომ კანონი უცხოური აგენტების შესახებ არის ნიშანი შებრუნებისთვის, ყველა თანმდევი გარემოებით.

დაძაბულობა ოფიციალურ თბილისს, ბრიუსელს, ვაშინგტონს შორის.  ასეთი ცვლილება კი განსაკუთრებულ მოტივაციას მოითხოვს.  ჩვენ ვივარაუდეთ, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო მოსკოვსა და თბილისს შორის რაიმე სახის შეთანხმება, რომ მოსკოვი ხელს შეუწყობდა რაიმე სახის კონფედერაციული  სახელმწიფოს შექმნას აფხაზეთს, საქართველოს და შესაძლოა სამხრეთ ოსეთს შორის. ეს დისკურსი ასე თუ ისე გაჩნდა. ქართულ ექსპერტულ საზოგადოებაში ამაზე საუბრობენ, რუსულ ექსპერტულ წრეებში ამაზე საუბრობენ. შენი მოსაზრება  იმის შესახებ, თუ რატომ ხდება ეს ყველაფერი საქართველოში?

ნაკლებად სავარაუდოა, რომ თბილისი რადიკალურ ნაბიჯებს გადადგამს რუსეთთან სამოკავშირეო ურთიერთობების ან რუსეთთან ინტეგრაციის პროცესების დასაწყებად.

ასატამურ ტანია:  უკვე ვთქვი, რომ „ქართული ოცნება“ საკუთარ პოლიტიკურ პრობლემებს წყვეტს, რომელთაგან მთავარი საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებაა.  მე ვერ ვხედავ, რომ რაიმე სახის შემობრუნება ხდება, რადგან  ეს მუდმივად ისმის საინფორმაციო სივრცეში, როგორც საქართველოს დასავლელი პარტნიორებისგან, ასევე თბილისიდან. მიმაჩნია, რომ უფრო სწორია ამას ვუწოდოთ ევროკავშირში საქართველოს შემდგომი ინტეგრაციის გაყინვა და არა შებრუნება. რადგან ნაკლებად სავარაუდოა, რომ თბილისი ძალიან რადიკალურ ნაბიჯებს გადადგამს რუსეთთან სამოკავშირეო ურთიერთობების ან რუსეთთან ინტეგრაციის პროცესების დასაწყებად. უნდა გვესმოდეს, რომ ქართული საზოგადოება არ არის მომწიფებული ევროინტეგრაციისთვის.

ზოგადად, ჩვენ ვხედავთ, რომ ინტეგრაციული პროცესები, რომლებიც ევროპის ეგიდით მიმდინარეობს, გარკვეულ დაძაბულობას ქმნის, მათ შორის  შიდა დაძაბულობას. იმიტომ, რომ ევროკავშირში არის ქვეყნები განსხვავებული პოლიტიკური მახასიათებლებით. ჩვენ ვხედავთ, რომ არსებობს იდეოლოგიური განსხვავებები ევროკავშირის ძველ წევრებს, ძველ ევროპას და, მაგალითად, ყოფილი აღმოსავლეთის ბლოკის ქვეყნებს შორის, რადგან  ჩანდა ამ ქვეყნების პოლიტიკურ განვითარებაში აშკარა  ჩამორჩენა.

ისინი ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების სხვადასხვა ეტაპზე იმყოფებოდნენ. საბჭოთა იდეოლოგიის დაშლის შემდეგ ნაციონალისტურმა იდეოლოგიამ მნიშვნელოვანი პოზიცია დაიკავა ამ ქვეყნებში. ამას, რა თქმა უნდა, ზღუდავს ის, რომ ეს ქვეყნები შედიან ევროინტეგრაციის ჩარჩოებში, იძულებულნი არიან დაიცვან ევროკავშირის ძველი წევრების მიერ შემუშავებული ქცევის გარკვეული წესები, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ ვამჩნევთ გარკვეულ ექსცესებს.

ეს ჩანს უნგრეთში, სლოვაკეთში და ვფიქრობ, ეს შესამჩნევია პოლონეთში. ეს განსაკუთრებით ეხება პოსტსაბჭოთა სივრცის სახელმწიფოებს. ჩვენ ვხედავთ, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, ევროპის ქვეყნებთან შედარებით, ნაციონალიზმისა და პარტიკულარიზმის ხარისხი გაცილებით მაღალია. ისინი არ არიან მზად ამ ეროვნულ იდეოლოგიას, ამ მითოლოგიას, რომელიც მრავალი წელია ყალიბდებოდა ადვილად ჩამოშორდნენ. აქ რაღაც ბუნებრივი პროცესი უნდა მიმდინარეობდეს.

ქართველი მაყურებლის კომენტარს თუ მივყვებით, დავინახავთ, რომ საქართველოში ეს დონე საკმაოდ მაღალია. ეს არის კონსერვატორული იდეები, რაღაც დიდი ქართული სახელმწიფოებრიობის იდეები, ან როგორც ეს სომხეთში იყო – დიდი სომხეთის იდეა. ეს ყველაფერი მითოლოგიაა, ეს არსებობს და აქტუალურია დღევანდელ პოლიტიკურ სივრცეშიც.

და ევროპული თანამედროვე ტრადიციები, ეს არ არის პოლიტიკური ტრადიციები, ისინი ჯერ კიდევ არ გამხდარა ქართული პოლიტიკური ტრადიციისა და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების ბუნებრივი ნაწილი. ამიტომ იქ დასავლური პრინციპების შესაბამისად მოდერნიზაციის პროცესი ნელდება. ასე რომ, ეს ღრმა პროცესებია. ვნახე, როგორ კომენტატებს  აკეთებდნენ შენს გადაცემაზე, კერძოდ, ამბობდნენ, რომ საქართველოს ხელისუფლება  არაადეკვატურია.

არა, მათ ზუსტად იციან რა უნდათ. მათ აქვთ სოციალური საფუძველი, რომელსაც ისინი ეყრდნობიან, ალბათ არ ჩქარობენ. ისინი წყვეტენ საკუთარ პოლიტიკურ პრობლემებს და ჰყავთ  პოლიტიკური მოკავშირეები ქართულ საზოგადოებაში. მეჩვენება, რომ ეს ბევრად უფრო ფართო თემაა ამ საუბრისთვის და არ ჯდება ჩვენს გადაცემაში. თემა, თუ რა პოლიტიკური იდეები დომინირებს პოსტსაბჭოთა სივრცეში და აღმოსავლეთ ევროპაში, ცალკე კონფერენციის თემაა. ახლა რაც შეეხება კონფედერაციას.

ინალ ხაშიგი: მოდით ჯერ  შევხედოთ ამ მომენტს . მეჩვენება, რომ ახლა ჩნდება გეოპოლიტიკური განლაგების ძალიან ძლიერი გავლენა. ჯერჯერობით არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ საქართველომ მოსკოვისკენ, ჩრდილოეთისკენ გადაიხარა.

საქართველოში თუ არის რაიმე სახის შემობრუნება, ეს ხდება აღმოსავლეთის გავლით. საქართველოსთვის ახლა ეს მოდელი უფრო ახლოსაა იმასთან, რასაც დღეს წარმოადგენს  აზერბაიჯანი.  მასაც აქვს ერთგვარი ნეიტრალური სტატუსი, ცდილობს  ორივე მხარესთან ურთიერთობას,  მაგრამ უფრო მეტად ამახვილებს ყურადღებას საკუთარ ინტერესებზე.

მაგრამ ამავე დროს აზერბაიჯანს ჰყავს დიდი მეგობარი,  დიდი ძმა,  თურქეთის სახით. საქართველოს ასეთი არ ჰყავს. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ ცვალებად გეოპოლიტიკურ სურათში ჩვენ გვჭირდება ისეთი უფროსი ძმა ან უფროსი მეგობარი ან მფარველი, რომელიც გარანტიას მისცემს არჩეულ გზაზე. ჯერ-ჯერობით  ეს არაა. საქართველო ამბობს, რომ ჩვენი იდეა არის მხოლოდ ჩვენი ღირებულებები, ჩვენი ინტერესები და ა.შ, მაგრამ ჩვენ გვესმის, რომ ეს ძალიან რთულია. და ამასთან დაკავშირებით ჩნდება კითხვა: როგორ არის შესაძლებელი საქართველოს ასეთი პოზიცია დღევანდელ სამყაროში?

ვფიქრობ, რომ საქართველომ საგრძნობლად დაკარგა რეპუტაცია, როგორც ევროპულმა ქვეყანამ, ის კავკასიაში დემოკრატიის შუქურად ჩამოყალიბდა. სინამდვილეში, ეს იყო პიარ იმიჯი.

ასტამურ ტანია:  თავისი გეოგრაფიიდან გამომდინარე, საქართველომ არ შეიძლება არ გაითვალისწინოს ის ფაქტი, რომ რუსეთი ახლოს არის – და ეს არის ძლიერი ეკონომიკური და სამხედრო ფაქტორი. მას არ შეუძლია ამ მხრივ ფრთხილად არ იყოს. რეგიონულმა ქვეყნებმა, პატარა ქვეყნებმა არ შეიძლება არ გაითვალისწინონ რუსეთის ინტერესები, მისი სამხედრო უსაფრთხოების ინტერესები. არ მგონია, რომ დასავლეთის სახელმწიფოები საქართველოს მონაწილეობით რაიმე სამხედრო ბლოკის შექმნას დათანხმდნენ.

ვფიქრობ, რომ საქართველომ საგრძნობლად დაკარგა რეპუტაცია, როგორც ევროპულმა ქვეყანამ, ის კავკასიაში დემოკრატიის შუქურად ჩამოყალიბდა. სინამდვილეში, ეს იყო პიარ იმიჯი. ახლა საქართველოს  უფრო ფხიზელად შეხედავენ. ახლა დადგება  წყენის, მკვეთრი იმედგაცრუების პერიოდი, რასაც მედიაში უკვე ვხედავთ.მერე უფრო ფხიზელი მზერა იქნება. ფაქტობრივად, არის რაღაცეები, რისი გარანტიის მიცემაც   არ შეუძლია დასავლეთს  საქართველოსთვის  რაიმე სახის მკვეთრი ქცევის შემთხვევაში. რადგან ახლა არავის სჭირდება შეიარაღებული დაპირისპირების ახალი კერები. ამიტომ ისეთ პერიფერიულ რეგიონებში, როგორიც არის სამხრეთ კავკასია, ეს შესაბამისად აისახება.

ჩვენ ვხედავთ, რომ სომხურ-აზერბაიჯანული  ურთიერთობების დარეგულირება , თუმცა გარკვეული სირთულეებით, მიმდინარეობს . იმიტომ, რომ ეს  რეგიონი  ექნება შერეული გავლენებით – სამხრეთ კავკასია. რაც შეეხება კონფედერაციულ ურთიერთობებზე დისკურსს, ის ამ ეტაპზე საინფორმაციო დისკურსად უნდა განიხილებოდეს.

თუ პრაქტიკული კუთხით შევხედავთ, კონფედერაცია არის სუვერენიტეტის ორმხრივი დელეგირება ცენტრალურ ხელისუფლებაზე, თუმცა ნაკლებად, ვიდრე ფედერაციის შემთხვევაში. ეს არის სუვერენიტეტის ორმხრივი აღიარება და ურთიერთ უფლებამოსილების დელეგირება. ვფიქრობ, რომ ახლა ამ მოდელის დანერგვის პრაქტიკულ შესაძლებლობებზე საუბარი აღარ არის საჭირო. მაგრამ არ მგონია, რომ ეს დისკურსი სრულიად ცარიელია.

ვფიქრობ, რომ პოლიტიკურ მოდელებზე საუბარი ნაადრევია, რადგან სამხრეთ კავკასიაში შეიძლება არსებობდეს ინტეგრაციის სხვადასხვა მოდელი, არა მხოლოდ აფხაზეთისა და საქართველოს მონაწილეობით, არამედ შესაძლოა სომხეთთან და აზერბაიჯანთან. ეს არის გრძელვადიან პერსპექტივაში. მაგრამ ჩვენი გეგმების    შესაძლებლობები, სამწუხაროდ, შედარებით მცირე ზომისა და საგარეო პოლიტიკური შესაძლებლობების სისუსტის გამო, საკმაოდ მოკლეა.

ახლა რაზე შეიძლება ვისაუბროთ? მოლაპარაკებების ფორმატის აღდგენაზე, სადაც კონფლიქტის მხარეები  იქნებიან ჩართული და ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის გაუქმებაზე. ეს მოგვცემდა შესაძლებლობას გადავჭრათ პრაქტიკული საკითხები, რომლებიც ნამდვილად სჭირდებათ როგორც აფხაზურ, ისე ქართულ საზოგადოებას.

ეს დაკავშირებულია ვაჭრობასთან, გადაადგილების თავისუფლებასთან, საზღვრისპირა მოსახლეობის უფლებებთან, მათ გადაადგილებასთან, მრავალრიცხოვან ოჯახურ კავშირებთან, ენერგეტიკასთან, ტრანსპორტთან, კომუნიკაციებთან. არის ბევრი საკითხი, რომელიც შეიძლება გადაწყდეს  ე.წ  „სტატუსისა და სახელმწიფო-სამართლებრივი ურთიერთობების“ საკითხებთან კავშირის გარეშე.  

ისინი წარმატებით გვარდებოდა  2008 წლამდე, რადგან ჩვენ გვქონდა გაერო-ს ეგიდით მედიაციის მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც ვიღებდით გარკვეულ ვალდებულებებს და საერთაშორისო ორგანიზაციები და მონაწილეები, შუამავლები აკვირდებოდნენ მათი განხორციელების მიმდინარეობას.

ვფიქრობ, რომ უახლოესი ამოცანა, რომელიც დაეხმარება აფხაზეთსა და საქართველოს შორის სიტუაციის განმუხტვას, არის ასეთი აუცილებელი საკითხების სამართლებრივი გზით მოგვარება. ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ ასეთი პრობლემები. რაც შეეხება კონფედერაციას, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ამ საკითხს განვიხილავ წმინდა პროპაგანდის არეალში, მაგრამ პროპაგანდის სფეროც მოქმედებს რეალურ პოლიტიკაზე, ეს ჩვენ კარგად ვიცით.

ინალ ხაშიგი: მართლაც, არსებობს პროპაგანდისტული რიტორიკის გავლენა პოლიტიკაზე და შემდგომ მოვლენებზე. ჩვენი უშიშროების საბჭოს აღმასრულებელი მდივანი სერგეი შამბა, ერთადერთი, რომელიც კომენტარს აკეთებს ყველა ამ მოვლენებზე,  აფხაზეთის ოფიციალური პირებიდან. ჩვენი პრეზიდენტი მსგავს მოვლენებზე  კომენტარს არ აკეთებს.

საგარეო საქმეთა მინისტრი წავიდა,  ახალი მინისტრი  ჯერ ბოლოდე  არ მოსულა. ამ გამომსვლელის როლში სერგეი შამბაა, რომელიც კონფედერაციის შესახებ, ამბობდა, რომ რეალურად ასეთი ვითარება არ არსებობს. მაგრამ, მეორე მხრივ, მან ერთხელ  თქვა, რომ ჩვენს სწრაფად ცვალებად სამყაროში ყველაფერი შესაძლებელია.

მაგრამ იმავე ცნობილმა რუსმა პოლიტოლოგმა სერგეი მარკედონოვმა, რომელიც სტუდიაში გვყავდა გასულ თვეში, თავის ახალ სტატიაში კონფედერაციაზე საუბრისას, თქვა, რომ თუ მოსკოვისთვის ყირიმის საკითხი დახურულია,   ქართულ-აფხაზური საკითხი, ეს  ქართველებსა და აფხაზებს შორის ურთიერთობების, შეთანხმებების საკითხია. პირობითად რომ ვთქვათ, მოსკოვის პოზიცია არის ის, თუ როგორ შევთანხმებით ერთმანეთთან.

მის ციტატას მოვიყვან: “მოსკოვს ბევრი მიზეზი აქვს თბილისთან ურთიერთობის დასარეგულირებლად. საქართველო ადრეც და ახლაც იყო, არის და იქნება დიდი კავკასიის ერთ-ერთი საკვანძო წერტილი. შემთხვევითი არ არის, რომ თავის დროზე რუსეთის გუბერნატორის რეზიდენცია თბილისში იყო. მაგრამ ამ გზას ვერ  გაივლის  იმაზე სწრაფად, ვიდრე შეიძლება გაიაროს. და, რა თქმა უნდა, არა გულუხვი ავანსების ფასად მტკიცე გარანტიების არარსებობის პირობებში“.

მოსკოვმა, სერგეი მარკედონოვის თქმით, უნდა მიიღოს მტკიცე გარანტიები, რომ ეს შემობრუნება, რომელიც ახლა დაიწყო საქართველოში, მიაღწევს მოსკოვისთვის ხელსაყრელ წერტილს, რათა ის  კონფედერაციის საკითხზე რაიმე სახის ვაჭრობაში შევიდეს. ჩვენ, ჩვენმა მთავრობამ როგორ  უნდა მიიღოს  მონაწილეობა ამ პროცესში, იმის გათვალისწინებით, თუ მოსკოვი  განიხილავს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხს. იმის გათვალისწინებით, რომ მოსკოვი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენი უსაფრთხოების გარანტი და ა.შ. როგორი უნდა იყოს ჩვენი ხელისუფლების ქმედებები მოსკოვისა და სოხუმის ურთიერთობაში?

მოსკოვს არ აქვს თბილისზე ექსკლუზიური გავლენის იმედი.  თბილისის პოლიტიკა, ეს იქნება მანევრირების პოლიტიკა.

ასტამურ ტანია: მე არ ვარ ისეთი სიტუაციების მკაცრი შეფასებების მომხრე, როგორიცაა შემობრუნება, გავლენის სფეროს შეცვლა და ა.შ. არ მგონია, რომ საქართველოში რუსეთისკენ შემობრუნება მოხდეს. მოსკოვს არ აქვს თბილისზე ექსკლუზიური გავლენის იმედი.  თბილისის პოლიტიკა, ეს იქნება მანევრირების პოლიტიკა. ბუნებრივია, ამ მანევრირების პოლიტიკაში ადგილი ექნება ურთიერთობების, მათ შორის აფხაზეთთან ურთიერთობის განხილვას. ჩვენი პოზიცია განისაზღვრება ჩვენი კანონმდებლობით. ჩვენ თვითონ ვიცით, რომ მოსკოვი არ კარნახობს აფხაზეთს დღის წესრიგს.

ეს აშკარაა  ბევრი ნიშნით  და ბევრ საკითხში აფხაზეთის ხელმძღვანელობასა და აფხაზურ საზოგადოებას მოსკოვისგან განსხვავებული პოზიცია აქვს. ეს არ ეხება სტრატეგიული პოლიტიკის საკითხებს, არამედ ეხება აფხაზეთისთვის ასეთ მნიშვნელოვან, მგრძნობიარე შიდა საკითხებს. და ეს ბუნებრივია, რადგან აფხაზეთი არ არის დანამატი, ის არის, მართალია მცირე, არა თანაბარი შესაძლებლობებით, მაგრამ რუსეთის პარტნიორი რეგიონში.

მაშასადამე, იმის მოლოდინი, რომ კრემლიდან იქნება რაიმე სახის მოწოდება, „მოდი, ჩვენ შევთანხმდით თბილისთან და თქვენ  დაემორჩილეთ და  წადით“ – ყველას ესმის, რომ ეს არ მოხდება, რომ ამ საკითხის  გადაჭრის ასეთი ინსტრუმენტები არ არსებობს.

რა შეუძლია მოსკოვს? მას შეუძლია შექმნას პირობები დიალოგისთვის, მაგრამ მოსკოვი ამას მარტო ვერ გააკეთებს. ამაში მონაწილეობა უნდა მიიღონ იმ მოთამაშეებმა, რომლებიც წარმოდგენილნი არიან ჟენევის საერთაშორისო პლატფორმაზე. იმიტომ, რომ თბილისი არ გადადის რუსეთის ექსკლუზიური გავლენის სფეროში.

ამიტომ,  აქ  უნდა მონაწილეობდეს  საერთაშორისო მონაწილეთა საკმაოდ ფართო სპექტრი  და ჩვენ მკაფიოდ უნდა დავაყენოთ საკითხი მოლაპარაკებების პლატფორმის აღდგენის, ჩვენი, როგორც კონფლიქტის მხარის სტატუსის აღდგენის შესახებ, რომელიც აღიარებულია გაეროს დონეზე, წამყვანი სახელმწიფოების დონეზე – შეგახსენებთ გენერალური მდივნის მეგობრების ჯგუფს მიერ. შეგახსენებთ, ეს იყო რუსეთი, აშშ, გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი.

მათ აფხაზეთი აღიარეს კონფლიქტის მხარედ, ანუ საგარეო პოლიტიკის უფლებამოსილ სუბიექტად, თუმცა არაღიარებულ სახელმწიფოდ, მაგრამ ამ რეგიონში  უფლებამოსილ სუბიექტად კონფლიქტის მოგვარების კუთხით. ჩვენ ამას უნდა მივაღწიოთ. ასევე  ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის გაუქმება. ამ კანონის გაუქმების გარეშე შეუძლებელია მოლაპარაკებების პროცესი. 

ჩვენ უნდა შევთავაზოთ რეალური დღის წესრიგი. გასაგებია, რომ არის პროპაგანდა, არის გლობალური ინტერესების შეჯახება, მაგრამ როცა საკითხი დგება გარკვეული იდეების განხორციელებაზე, მაინც უნდა ვილაპარაკოთ რეალურ  საკითხებზე. უნდა გავასაჯაროოთ, რომ გვაქვს პოზიცია. პოზიცია ეფუძნება ჩვენს კანონმდებლობას, ჩვენს რეფერენდუმს.

მაგრამ არის მთელი რიგი საკითხების, რომელიც ჩვენ მზად ვართ გადავწყვიტოთ დიპლომატიური მოლაპარაკებებისა და დიალოგის დროს. ამ დიალოგისთვის სივრცის შექმნა, ნდობის აღდგენის გაძლიერება, რათა არ იყოს შეიარაღებული კონფლიქტის განახლების საშიშროება, ეს შეიძლება მოგვარდეს, აუცილებლად უნდა გადაწყდეს. ვფიქრობ, რომ ჩვენი საგარეო პოლიტიკური აქტივობა ამ მიმართულებით უნდა განვითარდეს.

ინალ ხაშიგი: თქვენ სთავაზობთ უფრო აქტიური საგარეო პოლიტიკური აქტივობების წარმართვას და საქმიანობის გაფართოებას, არა მხოლოდ მოსკოვსა და სოხუმს შორის ურთიერთობების ფარგლებში, როგორც ეს მოხდა ბოლო წლებში, არამედ იმასაც, რომ დავუბრუნდეთ  იმ მოქმდებებს, იმ გეოგრაფიას, რომელიც იყო 2008 წლამდე, როდესაც ჩვენ ვმართავდით   დიალოგს სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტებთან, ბევრ მნიშვნელოვან სახელმწიფოსთან, რომლებიც კარნახობდნენ მსოფლიო წესრიგს, ისინი უფრო აქტიურობდნენ თავიანთ საქმიანობაში, რაც ახლა, ზოგადად, არ არსებობს, რუსეთთან დიალოგის გარდა, ჩვენ არ ვაწარმოებთ დიალოგს.  არსად, თუნდაც წარმომადგენლობის  დონეზე არ ვართ.

მეორე მხრივ, მინდა დავუბრუნდე ამ კონფედერაციის თემას. მინდა ვისაუბროთ ქართულ საზოგადოებაზე. ადრე იყო მოსაზრება, რომ ქართველები მიდიოდნენ ევროპაში, ევროკავშირში, ნატოში და აუცილებლია ტერიტორიული მთლიანობის მოჩვენებითი აღდგენა. მინდა ეს, ის. ახლა, როდესაც კონფედერაციის შესახებ ეს დისკურსი ჩნდება, ის არსებობს ექსპერტების დონეზე.

თუ იქნება ასეთი დაპირება, თუ შესაძლებელია ასეთი სცენარი, თუ, ვთქვათ, მოსკოვი და თბილისი შეთანხმდნენ, მაშინ მოუწევთ დაივიწყონ ნატო, ევროკავშირი და ა.შ. როგორც სერგეი მარკედონოვმა განაცხადა, საჭიროა რუსეთის ინტერესების ძლიერი გარანტიები. იმიტომ, რომ საქართველო მნიშვნელოვანია, თუ ეს ყველაფერი მოხდება, მაშინ თბილისს მოეთხოვება რუსეთის ინტერესების, რუსეთის უსაფრთხოების ზონაში შესვლა, რათა ეს ყველაფერი მოხდეს.

და ბუნებრივია, ნატო და ევროკავშირი არ ჯდება ამ სცენარში. მეორე მხრივ, 30 წლიანი პროპაგანდა, იდეოლოგია, მთელი საინფორმაციო ველი, როცა მთლიანად  შენი ხალხი, მთელი პოლიტიკური ელიტა მიდის დასავლეთისკენ, ეს უკვალოდ არ გაქრება.

და მიმაჩნია, რომ განსაკუთრებით ახალგაზრდობა, რომელიც თბილისის ქუჩებში დაუსრულებელ  საპროტესტო აქციებს მართავს, თავის მომავალს ევროპის გარეშე ვერ ხედავს. „ქართული ოცნება“  შესაძლოა საპარლამენტო არჩევნების წინ ძალიან არასტაბილურ მდგომარეობაში იყოს და ყველაფერი შეიცვალოს. შეიძლება ქართველებს წარმოდგენა ჰქონდეთ – ან მივდივართ ევროპაში, ოღონდ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებული ყველა კომპლექსის გარეშე, ან დავივიწყოთ ევროპა და ამ მიმართულებით ვიაროთ?

ჩვენი პირველი ამოცანაა მშვიდობის შენარჩუნება ჩვენს რეგიონში. მეორე არის ჩვენი ეკონომიკური და სოციალური პრობლემების გადაწყვეტა.მესამე, ჩვენი კონკურენტუნარიანობის გაზრდა, ანუ ჩვენი საზოგადოების განვითარება

ასტამურ ტანია: ვფიქრობ, რომ საკითხი სულაც არ არის ასე დასმული. თუნდაც საქართველომ ოფიციალურად უარი თქვას აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე, ეს ავტომატურად არ ნიშნავს ევროპასა და ნატოში გაწევრიანებას. ასე არ არის. მასაც იგივე დილემა ექნება ამ შემთხვევაშიც. ერთხელ ვლადისლავ გრიგორიევიჩმა თქვა: ”ჩვენ ვართ ორიენტირებული დასავლეთზე, დასავლეთით კი რუსეთი გვაქვს”.  რა არის რუსეთი? ეს დიდი საერთაშორისო მოთამაშეა.

და მისი მახასიათებლების მიხედვით, რაც არ უნდა თქვას ახლა პროპაგანდამ, ეს ევროპული ქვეყანაა. და რუსეთი დიდხანს საუბრობდა იმაზე, რომ ინტეგრირდებოდა ევროპულ ქვეყნებთან. ეს იყო რუსეთის ოფიციალური დღის წესრიგის ნაწილი, მაშინ  არ გამოუვიდათ და ახლა ჩვენ ვხედავთ რა ხდება.

მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში შეერთებული შტატები და ევროკავშირის ქვეყნები არ გაითვალისწინებენ რუსეთის ფაქტორს. ყველა ეძებს შესაძლებლობას რუსეთთან მომგებიანი ურთიერთობებისთვის.

როცა ძალთა ბალანსი დადგება  როგორც უკრაინის მიმართულებით, ასევე სხვა მიმართულებით, ისინი დაიწყებენ მოლაპარაკებას. როგორიც არ უნდა იყოს ვითარება უკრაინაში, რუსეთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან მას გეოგრაფიულად და ეკონომიკურად შუალედური პოზიცია უჭირავს ევროპასა და დასავლეთს შორის.

გახსოვთ, იყო სხვადასხვა პერიოდი დასავლეთის და რუსეთის ურთიერთობაში. იყო ყირიმის ომი. მაშინ ყველა ეძებდა სხვადასხვა კონფიგურაციას, სხვადასხვა ალიანსს. შედეგად, რუსეთმა დაამყარა ალიანსი საფრანგეთთან და ინგლისთან, რომლებთან  იბრძოდა ყირიმის ომში. მე-19 საუკუნის ბოლოს ინგლისი იყო მთავარი კონკურენტი. საფრანგეთი მოკავშირე იყო, მანამდე გერმანია.

მას ევროპული სახელმწიფოების ორკესტრი ეწოდა. ის ახლაც  არსებობს,   რადგან არის მასა, ეკონომიკური მასა, პოლიტიკური მასა, სამხედრო მასა და ეს იქნება გათვალისწინებული და განიხილება  სხვადასხვა კონფიგურაციაში. იმიტომ, რომ უკრაინა არ ცვლის რუსეთს ევროპასა და აშშ-სთვის. ობიექტური ეკონომიკური, სამხედრო, პოლიტიკური ფაქტორების გამო.

განვიხილოთ, თუ როგორ გავხადოთ ჩვენი საკომუნიკაციო ცენტრი ეფექტური, თუნდაც პოლიტიკური პოზიციების განსხვავებების გათვალისწინებით.

გრძელვადიან პერსპექტივაში ვნახავთ, როგორ მოლაპარაკებას აწარმოებენ. ამ პირობებში ეს უნდა გავითვალისწინოთ და ჩამოვაყალიბოთ ჩვენი პოლიტიკა ამ  პროცესებზე დაყრდნობით. ჩვენი პირველი ამოცანაა მშვიდობის შენარჩუნება ჩვენს რეგიონში. მეორე არის ჩვენი ეკონომიკური და სოციალური პრობლემების გადაწყვეტა.მესამე, ჩვენი კონკურენტუნარიანობის გაზრდა, ანუ ჩვენი საზოგადოების განვითარება. და ეს სულ უფრო რთული ხდება. მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს. ამიტომ, აქედან უნდა ვიმოქმედოთ. ბუნებრივია, ჩვენ არ ვიქნებით რაიმე მძლავრი ფაქტორი, რომელიც გავლენას მოახდენს ყველა პროცესზე, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ ღია და ვიმოქმედოთ ისე, რომ არ დავიკარგოთ ყველა ამ პროცესში.

მეჩვენება, რომ  საკითხი ბევრად უფრო რთულია. სად წავა საქართველო, ეს არ არის აფხაზეთის საკითხი.  სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარება, მათზე უარის თქმა, ეს სულ სხვა კითხვის სფეროა და უფრო შორეული სტრატეგიის საკითხია. რადგან სამხრეთ კავკასია არის ბუნებრივი გეოგრაფიული დერეფანი დასავლეთ და ცენტრალური აზიიდან ევროპისკენ.

ჩვენი ამოცანაა ჩამოვაყალიბოთ საკითხი ისე, რომ კონკურენტი მოთამაშეები მივიდნენ აზრამდე, რომ სამხრეთ კავკასიაში თანამშრომლობა და ურთიერთქმედება მომგებიანია. ასევე აუცილებელია იმის განხილვა, თუ როგორ გავხადოთ ჩვენი საკომუნიკაციო ცენტრი ეფექტური, თუნდაც პოლიტიკური პოზიციების განსხვავებების გათვალისწინებით. ჩვენ უნდა მივუდგეთ  ამ საკითხებს  პრაქტიკული იდეების  შეთავაზებით, რომლებსაც შეუძლიათ მუშაობა და მათი აქტიური პოპულარიზაცია, ინფორმაციისა და რეალურ პოლიტიკას შორის მჭიდრო კავშირის გათვალისწინებით.

ინალ ხაშიგი:  თუმცა, ეს ვითარება გრძელდება. ბუნებრივია, უკრაინის მოვლენები ჩვენს რეგიონზე აისახება. მაგრამ სასარგებლო იქნებოდა გვქონდეს  კონკრეტული გეგმები და სიტუაციის საკუთარი ხედვა. მიმაჩნია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ რეგიონში პატარა მოთამაშეები ვართ ეს არ გვიშლის ხელს, გვქონდეს საკუთარი იდეები და გეგმები. და ამიტომ, ჩვენთვის საჭიროა  გვქონდეს რაიმე სახის ხედვა, მოვლენების განვითარების გარკვეული ვარიანტები, გარკვეული წინადადებები.

 მესმის, რომ ეს საკითხი, ალბათ, არ არის პრიორიტეტული ჩვენი არსებული  ხელისუფლებისთვის, მათი ქმედებებით და რიტორიკით თუ ვიმსჯელებთ. თუმცა, ვისურვებდი მათ გააცნობიერონ, რომ აპარტამენტების, ენერგეტიკისა და მსგავსი საკითხები, საბოლოოდ , მხოლოდ კონკრეტული საკითხია.

ეს საკითხებიც  რომ გადაწყვიტონ, ის მკვეთრად გაუფასურდება,  თუ ქვეყნის სუვერენიტეტთან დაკავშირებული პუნქტი დაიკარგება. სწორედ აქ ვამთავრებ ჩვენს გადაცემას. შეგახსენებთ, რომ დღეს ჩვენ განვიხილეთ საქართველო და აფხაზეთი, ასევე განვიხილეთ მოვლენების განვითარების სხვადასხვა სცენარი.  ასევე შეგახსენებთ, რომ ჩვენი სტუმარი იყო ასტამურ ტანია.

მსგავსი სტატიები

აფხაზი სტუდენტები რუსულ უნივერსიტეტებში სამხედრო აღრიცხვაზე აჰყავთ. არის თუ არა საფრთხე, რომ მათ უკრაინაში საომრად გაგზავნიან?
„ეხო აფხაზეთი“ აქვეყნებს ინტერვიუს საზოგადო მოღვაწესთან და ყოფილ პარლამენტის წევრთან ლეონიდ ჩამაგუასთან - იმის შესახებ, თუ რამდენად დაინტერესებულნი არიან აფხაზი პოლიტიკოსები არჩევნების შედეგით და როგორ შეიძლება გავლენა იქონიოს ამან აფხაზეთზე.