2025 წელი აფხაზეთისთვის მოვლენებით დატვირთული გამოდგა. ის ასევე საინტერესო იყო ქართულ-აფხაზური კონტექსტისა და რეგიონალურ კონფლიქტებთან დაკავშირებული გეოპოლიტიკური ცვლილებების კუთხით. ჩვენ გთავაზობთ ინტერვიუს პაატა ზაქარეიშვილთან, სადაც კონფლიქტოლოგი გასული წლის ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხებს აჯამებს.
დეკემბრის პირველ ნახევარში ცნობილი გახდა, რომ გალში, ენგურის ხიდთან სავაჭრო ტერმინალის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება და ის ფუნქციონირებისთვის პრაქტიკულად მზად არის.
ბოლო წლების აფხაზეთის პოლიტიკაში ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე - სერგეი კირიენკოა. კრემლის წარმომადგენელი კურირებს სამხრეთ ოსეთსაც, თუმცა პოლიტიკურად უფრო აქტიურ აფხაზეთში მისი საქმიანობა უფრო მეტად თვალსაჩინოა.
საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია გაუქმდა. რა განსხვავებაა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის საქართველოს კანონმდებლობაში?
რუსულ მედიაში „უმადური“ აფხაზების შესახებ გავრცელებული აზრის ფონზე, აფხაზი ოპოზიციონერი დიმიტრი გვარამია აფხაზეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობების ფილოსოფიაზე საუბრობს
აფხაზეთისა და რუსეთის თანამშრომლობის ახალ ეტაპს აფხაზური მედიაპლატფორმა “აიაშარა“ რამდენიმე გადაწყვეტილების კონტექსტში განიხილავს, როგორც კონტროლირებად ინტეგრაციას – პროცესს, რომელიც, მედიის შეფასებით, აფხაზეთის თანდათანოვან შეყვანას ისახავს მიზნად რუსეთის იურისდიქციაში.