გაზეთ ჩეგემსკაია პრავდა-ში გამოქვეყნებულ სვეტში ხაშიგი წერს, რომ საქართველომ დროა გადახედოს საკუთარ მიდგომას აფხაზეთის მიმართ და მუდმივი “არა“-ს პოლიტიკა უფრო მოქნილი სტრატეგიით ჩაანაცვლოს.
აფხაზეთის ახალმა ე.წ. პრეზიდენტმა, ბადრა გუნბამ, ინაუგურაციის ცერემონიაზე პარლამენტის დეპუტატებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების თანდასწრებით ფიცი დადო.
„ეხო აფხაზეთი“ აქვეყნებს ინტერვიუს საზოგადო მოღვაწესთან და ყოფილ პარლამენტის წევრთან ლეონიდ ჩამაგუასთან - იმის შესახებ, თუ რამდენად დაინტერესებულნი არიან აფხაზი პოლიტიკოსები არჩევნების შედეგით და როგორ შეიძლება გავლენა იქონიოს ამან აფხაზეთზე.