ჯერ საკონსტიტუციო რეფორმა, შემდეგ ახალი პრეზიდენტი – მოსაზრება აფხაზეთიდან

FacebookTwitterMessengerTelegramGmailCopy LinkPrintFriendly

პოლიტიკური კრიზისი აფხაზეთში

ზედიზედ მესამე პრეზიდენტის ვადამდელი გადადგომის შემდეგ, აფხაზეთი ეძებს გზებს, რომ გამოვიდეს იმ პოლიტიკური ჩიხიდან, რომელშიც თავიდან შევიდა. ბევრი ექსპერტი და მათ შორის საზოგადოებრივი პალატის წევრი თენგიზ ჯოპუა, დარწმუნებულია, რომ ერთადერთი გზა, რომ ეს ციკლი დასრულდეს, არის კონსტიტუციის რეფორმა.

ახალი პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნები 2025 წლის თებერვლის დასაწყისში გაიმართება.

თენგიზ ჯოპუა:

“1994 წლის კონსტიტუცია პარლამენტმა რთულ პირობებში, ქართულ-აფხაზური ომის დასრულებიდან მალევე მიიღო.

ზოგიერთი დეპუტატი ეწინააღმდეგებოდა ასეთ კონსტიტუციას, რომელიც პრეზიდენტს ანიჭებს შეუზღუდავ უფლებამოსილებებს, მაგრამ მაშინ საზოგადოება დაარწმუნეს, რომ ეს იყო დროებითი დოკუმენტი. აღმოჩნდა რომ – არა. 30 წელი გავიდა და ჩვენი კონსტიტუცია ისევ ისეთია – უკვე დიდი ხანია მორალურად მოძველებული.

ამ დოკუმენტს იყენებენ, რადგან ის საშუალებას აძლევს პრეზიდენტს, მართოს ქვეყანა როგორც უნდა.

დღეს კონსტიტუცია არათუ არ იცავს მოქალაქეთა უფლებებსა და ინტერესებს, არამედ საფრთხესაც კი უქმნის ჩვენს მომავალს.

ის საშუალებას აძლევს ხელისუფლებაში მყოფებს ბოროტად გამოიყენონ ეს უფლებამოსილება, დაარღვიონ ჩვენი უფლებები და თავისუფლებები სინდისის ქენჯნის გარეშე, უღალატონ ხალხის ინტერესებსა და ღირებულებებს, ათავისუფლებს მათ ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან.

სამი საკითხია აქტუალური ამ კონტექსტში:

  • პრეზიდენტის, მოადგილეების, მოსამართლეების, თანამდებობის პირების ხალხის წინაშე პასუხისმგებლობის ნაკლებობა;
  • ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების ქაოსი – გამოიხატება ორი პოლიტიკური ბანაკის უწყვეტ, დესტრუქციულ დაპირისპირებაში, რომელიც პერიოდულად სცილდება სამართლებრივ ჩარჩოებს;
  • საზოგადოების ინსტიტუტების თანმიმდევრული ნგრევა, ხალხის ღირებულებების დევალვაცია და დეფორმაცია – ზოგჯერ ფუნდამენტური იდეებისა და მიზნების დამახინჯება.

არავითარი ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები! ჯერ რეფორმები – და მერე ყველაფერი დანარჩენი!”

მსგავსი სტატიები

„ეხო აფხაზეთი“ აქვეყნებს ინტერვიუს საზოგადო მოღვაწესთან და ყოფილ პარლამენტის წევრთან ლეონიდ ჩამაგუასთან - იმის შესახებ, თუ რამდენად დაინტერესებულნი არიან აფხაზი პოლიტიკოსები არჩევნების შედეგით და როგორ შეიძლება გავლენა იქონიოს ამან აფხაზეთზე.
მოსკოვის გამოცხადებულმა მზადყოფნამ, დაეხმაროს თბილისს სოხუმთან და ცხინვალთან შერიგებაში, საქართველოში მორიგი მწვავე პოლემიკა გამოიწვია.