აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების პირველმა ტურმა ფინალისტები გამოავლინა, მაგრამ გამარჯვებული ჯერ უცნობია

FacebookXMessengerTelegramGmailCopy LinkPrintFriendly

აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური დასრულდა. როგორც მოსალოდნელი იყო, მეორე ტურში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან ხელისუფლების კანდიდატი ბადრა გუნბა და ოპოზიციის ლიდერი ადგურ არძინბა. ვინ გახდება ახალი პრეზიდენტი, ამას ამომრჩევლები 1 მარტს გადაწყვეტენ.

აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ხუთი კანდიდატი მონაწილეობდა, თუმცა ვერც ერთმა ვერ მოიპოვა გამარჯვებისთვის საჭირო 50%+1 ხმა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) მონაცემებით, ბადრა გუნბამ 46% მიიღო, ხოლო მისმა მთავარმა ოპონენტმა, ადგურ არძინბამ – 37%.

გუნბა და არძინბა აფხაზეთში ორი მკვეთრად დაპირისპირებული პოლიტიკური ბანაკის წარმომადგენლები არიან, რომლებიც ბოლო 20 წლის განმავლობაში ხელისუფლებაში ერთმანეთს ენაცვლებიან.

დანარჩენმა სამმა კანდიდატმა, რომლებიც საკუთარ თავს “მესამე ძალად“ წარმოაჩენდნენ, რეალური კონკურენციის გაწევა ვერ მოახერხეს.

ყოფილმა კონტროლის პალატის თავმჯდომარემ, რობერტ არშბამ, ხმების 7% მიიღო, აფხაზეთის ყოფილმა სავაჭრო წარმომადგენელმა რუსეთში, ოლეგ ბარციცმა – 4%, ხოლო ბანკირ ადგურ ხურხუმალს მხარი მხოლოდ 1%-მა დაუჭირა.

ამგვარად, არჩევნების შედეგებმა არანაირი სენსაცია არ გამოიწვია. თუმცა რუსეთი, რომელიც ბადრა გუნბას უჭერდა მხარს, სავარაუდოდ, მის უპირობო გამარჯვებას პირველივე ტურში ელოდა.

“თავისი“ კანდიდატის დასახმარებლად მოსკოვმა ადმინისტრაციული, ფინანსური და საინფორმაციო რესურსების მნიშვნელოვანი ნაწილი გამოიყენა, მაგრამ ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

მიუხედავად ამისა, არსებობს მცირე, თუმცა მაინც შანსი, რომ მეორე ტურშიც ვერ იქნება არჩეული პრეზიდენტი.

საპრეზიდენტო ბიულეტენში ცალკე გრაფაა “ყველას წინააღმდეგ“, რაც იმას ნიშნავს, რომ გამარჯვებულად გამოსაცხადებლად კანდიდატმა უნდა მიიღოს მეტი ხმა, ვიდრე მისმა ოპონენტმა და “ყველას წინააღმდეგ“ მიცემული ხმების რაოდენობამ ერთად.

მსგავსი სტატიები

აფხაზი სტუდენტები რუსულ უნივერსიტეტებში სამხედრო აღრიცხვაზე აჰყავთ. არის თუ არა საფრთხე, რომ მათ უკრაინაში საომრად გაგზავნიან?
„ეხო აფხაზეთი“ აქვეყნებს ინტერვიუს საზოგადო მოღვაწესთან და ყოფილ პარლამენტის წევრთან ლეონიდ ჩამაგუასთან - იმის შესახებ, თუ რამდენად დაინტერესებულნი არიან აფხაზი პოლიტიკოსები არჩევნების შედეგით და როგორ შეიძლება გავლენა იქონიოს ამან აფხაზეთზე.