კრიზისი აფხაზეთში
ცნობილი რეჟისორი იბრაგიმ ჭკადუა აფხაზეთში არსებულ რთულ კრიზისზე საუბრობს და გამოსავალს გვთავაზობს.
ჯერ მხოლოდ თებერვალია, მაგრამ უკვე იმდენი მოვლენა მოხდა აფხაზეთში, რომ საკმარისი იქნებოდა მთელი წლისთვის. ეს მოვლენები ძირითადად ნეგატიური ხასიათისაა.
ღამის კენჭისყრა ბიჭვინთას სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემაზე, დისკუსია უცხოური აგენტების შესახებ კანონის შესაძლო მიღების შესახებ, ხანძარი ეროვნულ სამხატვრო გალერეაში, “ბენზინის ბლოკადა”, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომ ჩვენი რესპუბლიკა სახიფათოა ტურიზმისთვის და ა.შ.
კრიზისი შიდა პოლიტიკურ სფეროში და ასევე საგარეო პოლიტიკაში თოვლის გუნდასავით იზვირთება და ყველა ნიშნით, მისი აპოგეა ახლოსაა, რაც აფხაზეთში, როგორც წესი, გამოიხატება ხელისუფლების ცვლილებით ან პარლამენტში დაპირისპირებით.
როგორც ამბობენ, “ღმერთმა ქნას, რომ ვცდებოდე!”
მეჩვენება, რომ აზრი აქვს სიტუაციას და სამომავლო პერსპექტივებს ოდნავ განსხვავებულად შევხედოთ, ვიდრე ამას სოციალური ქსელები, ხელისუფლება და ოპოზიცია გვთავაზობს.
დღევანდელი კრიზისი სტრუქტურულია და ეს დაიწყო არა გუშინ, არამედ მრავალი წლის წინ. ჩემი შეფასებით, სადღაც 2000-იანი წლების დასაწყისში.
საპრეზიდენტო არჩევნები აფხაზეთში მომავალ წელს არის დაგეგმილი, მაგრამ მისი განხორციელება ასეთ ვითარებაში ნიშნავს რესპუბლიკის გაწირვას კრიზისული არსებობის ახალი რაუნდისთვის.
მინდა შემოგთავაზოთ გარკვეული მოდელი ამ ყოვლისმომცველი კრიზისიდან გამოსვლისთვის, რომელიც არ შეიძლება დასრულდეს კოლაფსით.
ჩვენ გვჭირდება რეფორმები და არა მხოლოდ კოსმეტიკური, არამედ ფუნდამენტური რეფორმები, რომელიც შესაძლოა კატასტროფის თავიდან აცილებაში დაგვეხმაროს და რესპუბლიკას შემდგომი განვითარების შანსი მისცეს.
მოკლედ:
ასევე სასურველია საპრეზიდენტო ვადა 5-ის ნაცვლად 3-4 წლამდე შემცირდეს. ჩვენს მსგავს პატარა რესპუბლიკაში ამ დროის ფარგლებში შესაძლებელია თქვენი ეფექტურობის დემონსტრირება.
ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის გაუქმებასაც გთავაზობთ – ყველამ, გარდა ამჟამინდელისა, ვადამდე ადრე დატოვა ეს თანამდებობა.
მაგრამ ყველა ეს შესაძლო ცვლილება უნდა განიხილებოდეს სპეციალისტების მიერ – როგორც ადგილობრივი, ასევე, შესაძლოა, საზღვარგარეთიდან მოწვეული.
და იმისათვის, რომ კიდევ ერთხელ არ გავებათ საარჩევნო დაპირებების მახეში, მეჩვენება, რომ რეფორმების გატარებამდე, არ არის საჭირო არჩევნებზე აჩქარება.
ანუ ამჟამინდელი პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ უმჯობესია, პარლამენტმა ან ეროვნულმა კრებამ – პოლიტიკური ძალების სრული კონსენსუსით – დანიშნოს რეფორმების შემსრულებელი და მისცეს მას ერთი წლის ვადა, რომლის დროსაც სპეციალური კომისია მთავარ პოლიტიკურ ძალებთან და პარლამენტთან ერთად შეიმუშავებს რეფორმებს და ისინი მიიღება რეფერენდუმის ან სხვა შესაფერისი საშუალებებით.
თუმცა, შესაძლოა, ამ რეფორმების გატარებას მოქმედი პრეზიდენტი არჩევნებამდე დარჩენილ დროში გადაწყვეტს. ეს კიდევ უფრო უკეთესი იქნებოდა. იგივე ეხება პარლამენტის ამჟამინდელ შემადგენლობას და მთავარი პოლიტიკური ძალების ლიდერებს – ეს მათი შანსია, დარჩნენ აფხაზეთის ისტორიაში.