აფხაზეთში აპირებენ უცხოური აგენტების შესახებ კანონის გამკაცრებას. რაში სჭირდება ეს ბჟანიას? მოსაზრება

FacebookTwitterMessengerTelegramGmailCopy LinkPrintFriendly

უცხოური აგენტების შესახებ კანონი აფხაზეთში

აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია პარლამენტში უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის უფრო მკაცრი რედაქციის გაგზავნას აპირებს. ოპოზიციური ტელეგრამ-არხების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უცხოური აგენტის სტატუსი არა მხოლოდ იურიდიულ პირებზე, არამედ ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება.

ტელეგრამ-არხის “D News Абхазия” -ის ცნობით, ასლან ბჟანიამ უკვე დაავალა იუსტიციის სამინისტროს კანონპროექტში შესაბამისი ცვლილება შეიტანოს და დოკუმენტის ახალი ვერსია პრეზიდენტის ადმინისტრაციას მომავალ კვირას დაუბრუნოს.

ჯერ კიდევ ექსპრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას დროიდან, მოსკოვი მკაცრად ურჩევდა აფხაზეთს, რომ მიებაძა რუსეთის მაგალითისთვის და მიიღოს კანონი უცხოური აგენტების შესახებ. თუმცა, აფხაზეთის ხელისუფლება (განსხვავებით სამხრეთ ოსეთისგან, სადაც ეს კანონი მაშინვე მიიღეს) არ ჩქარობდა კრემლის ნების აღსრულებას, რადგან ეს იდეა უკიდურესად არაპოპულარულია აფხაზურ საზოგადოებაში.

თუმცა, პუნქტი იმის შესახებ, რომ აფხაზეთის პარლამენტმა უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ კანონი უნდა მიიღოს, მაინც შევიდა ერთობლივ რუსულ-აფხაზურ გეგმაში, რომელიც აფხაზური კანონმდებლობის რუსულთან ჰარმონიზაციაში მოყვანას გულისხმობს.

ამ გეგმის თანახმად, კანონპროექტი შარშან, 2023 წელს უნდა განხილულიყო, თუმცა პროცესი გაიწელა.

რატომ გახდა საკითხი აქტუალური დღეს და რაში აწყობს ასლან ბჟანიას აღნიშნული ნორმა კანონმდებლობაში. ამის შესახებ საკუთარი აზრი აქვს JAMnews-ის მიმომხილველს, “ჩეგემსკაია პრავდას” რედაქტორს, ინალ ხაშიგს:

„თუკი ადრე მხოლოდ მოსკოვი ითხოვდა დაჟინებით კანონს უცხოელი აგენტების შესახებ, ახლა, როგორც ჩანს, თავად აფხაზეთის ხელისუფლებაა აღფრთოვანებულია ამ იდეით. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონში შესწორება, რომელიც ფიზიკურ პირებს გულისხმობს, არ გამოჩნდებოდა.

ერთ წელიწადში აფხაზეთში მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. ასლან ბჟანია არ არის პოპულარული საზოგადოებაში და, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, რომ კიდევ ხუთი წლით მისი არჩევის ერთადერთი გზა არის თავისი ოპონენტების ანტირუსულ ელემენტებად გამოვლენა.

მაგრამ აფხაზეთში ხომ აპრიორი, არ არსებობს კრემლისადმი არალოიალური პოლიტიკური ძალები. ამიტომ, ამ ხრიკმა როგორმე იმუშაოს, პრეზიდენტს სჭირდება კანონი უცხოური აგენტების შესახებ. ერთის მხრივ მოსკოვი კმაყოფილი დარჩება, მეორე მხრივ კი თავად ბჟანიას ექნება შესაძლებლობა, ამ კანონის დახმარებით, ნებისმიერ ოპონენტს უსიამოვნო იარლიყი მიაწებოს.

ამიტომ ის დაჟინებით მოითხოვს უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის გამკაცრებას ფიზიკური პირების ჩართვით. რათა ეს კანონი გამოყენებული იქნას არა მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის მიმართ, არამედ ნებისმიერი არასასიამოვნო ფიგურის მიმართ.

ზოგადად, ასლან ბჟანია აქტიურად ცდილობს შექმნას საკანონმდებლო ბაზა განსხვავებული აზრის წინააღმდეგ საბრძოლველად.

სხვა საკითხია, იმუშავებს თუ არა პრეზიდენტის ეს გეგმა აფხაზური რეალობის პირობებში.

ამაში დიდი ეჭვი მაქვს.

ერთია ავტორიტარიზმის ქაღალდზე დაკანონება. და მეორე ის, თუ რამდენად სიცოცხლისუნარიანი იქნება ეს კანონი იმ პირობებში, როდესაც ძალაუფლება პრაქტიკულად ნებისმიერი მოქალაქისგან არის ხელის გაწვდენაზეა.

საზოგადოების ზეწოლის შედეგად არასასურველი პრეზიდენტის გადაყენება, აფხაზეთში ხელისუფლების შეცვლის თითქმის ლეგიტიმურ პრაქტიკად იქცა. და, სხვათა შორის, სწორედ ამ „ტრადიციის“ წყალობით გახდა ასლან ბჟანია პრეზიდენტი 2020 წელს. თუმცა, ალბათ, ახლა მას არ სურს ამის გახსენება.

მსგავსი სტატიები

„ეხო აფხაზეთი“ აქვეყნებს ინტერვიუს საზოგადო მოღვაწესთან და ყოფილ პარლამენტის წევრთან ლეონიდ ჩამაგუასთან - იმის შესახებ, თუ რამდენად დაინტერესებულნი არიან აფხაზი პოლიტიკოსები არჩევნების შედეგით და როგორ შეიძლება გავლენა იქონიოს ამან აფხაზეთზე.
მოსკოვის გამოცხადებულმა მზადყოფნამ, დაეხმაროს თბილისს სოხუმთან და ცხინვალთან შერიგებაში, საქართველოში მორიგი მწვავე პოლემიკა გამოიწვია.