„ჩვენ ვეღარ აღვიქვამთ და ვეღარ ვხედავთ ვერც აფხაზს და ვერც ოსს ისეთს, როგორიც ის დღეს არის – მის შიშებს და მის მიერ აღქმულ ხიფათებს. ჩვენ აფხაზებს და ოსებს ვერ ვხედავთ როგორც სუბიექტებს,” – ამბობს კონფლიქტოლოგი ნინო კალანდარიშვილი „სოციალური სამართლიანობის ცენტრის” პროექტ „სათქმელში”.
„ჩვენს აღქმაში, ქართულ საზოგადოებაში ნელა-ნელა გაქრა აფხაზი და ოსი, მისი ადგილი რუსეთმა დაიკავა. როცა ჩვენ ვლაპარაკობთ მშვიდობაზე, უნდა ვიფიქროთ იმაზე თუ რას გრძნობენ და რისი ეშინიათ მათ,” – ფიქრობს კალანდარიშვილი.
„უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ჩვენც, ქართველებიც, აფხაზებიც, ოსებიც და საქართველოში მცხოვრები სხვა ეთნიკური ჯგუფები უსაფრთხოდ და დაცულად იგრძნობენ თავს,” – ასკვნის კონფლიქტოლოგი.