საქართველოდან აფხაზეთის გავლით რუსეთში ტვირთების ფარული მიწოდება — აფხაზი ექსპერტების შეფასება

გალის რაიონში ახალი საავტომობილო ტერმინალის მშენებლობა თითქმის დასრულებულია. ის, სავარაუდოდ, საქართველოდან რუსეთში, აფხაზეთის გავლით, ტრანზიტული ტვირთების გადაზიდვას უზრუნველყოფს. გაურკვეველია, თუ როგორ მოხდბეა ამ ტვირთის გადატანა ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ფონზე, ან მიღწეულია თუ არა რაიმე შეთანხმება სოხუმსა და თბილისს შორის.